ჩვენმა პატარა ბენეფიციარებმა უკვე მოირგეს თქვენგან სიყვარულით გამოგზავნილი ტანისამოსი და კამერის წინ გაიპრანჭნენ!

ჩვენმა პატარა ბენეფიციარებმა უკვე მოირგეს თქვენგან სიყვარულით გამოგზავნილი ტანისამოსი და კამერის წინ გაიპრანჭნენ! ნახეთ, როგორ უხდებათ ლამაზი ტანსაცმელი! მათ ჯერ არ იციან, მადლობა როგორ გადაგიხადონ! სამაგიეროდ ემახსოვრებათ, რომ ქართველები დიადი ერი ვართ.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!

ადრე, ტასუნა ფარცვანიას ზაფხული არ უყვარდა. ანდა, როგორ ეყვარებოდა, როდესაც არც ლამაზი წინდები, არც საზაფხულო ფეხსაცმელი, არც კაბები ჰქონდა? ზაფხულში ახალ ტანისამოსში გამოწყობილი გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებიან. ტასუნას კი, სულ ეტირებოდა.

        ეჰ, რამდენს ტირიან საბრალო პატარები ამ კაბების, ქვედაბოლოების, შორტებისა და ფეხსაცმლის გამო, ცრემლებს უმალავენ დედებს, რომლებსაც ამ ყველაფრის ყიდვა არ შეუძლიათ.

სოფო მახაშვილიც ტიროდა ხოლმეთავისი თავის გამო, და მისი დაძმების გამოც, რომლებიც ფეხშიშველი, გაცვეთილი ტანსაცმლით დადიოდნენ. ისიც ცრემლებს უმალავდა თავის დედიკოს. ოჰ, რა მწარეა ბავშვის ცრემლები, როდესაც ხედავს, რომ სხვა ბავშვებს ყველაფერი აქვთ, მას კიარაფერი!

          მაგრამ, ჩვენი გულკეთილი ქველმოქმედები ხომ ვერ დაუშვებენ, ფონდის ბენეფიციარებს ასე რომ სტკიოდეთ გული და დაიტანჯონ? კეთილ ადამიანს ბავშვის ცრემლები დანასავით უსერავს გულს! ჩვენი ჭკვიანი, გულისხმიერი, წინდახედული ქველმოქმედები ყველაფერს ითვალისწინებენ! სწორედ ამიტომ, უამრავ ტანსაცმელს გვიგზავნიან, ყველასთვის საკმარისი რომ იყოს. ჩვენს ძვირფას დამხმარეებს მადლობას ვუხდით და ვლოცავთ!

        ალექსანდრა გიუნაშვილს, გუგული ხავთასს, ანა ჭანტურიძეს, კახაბერ შატაკიშვილს, ნათია თეთრაძეს, ნანიკო როდონაიას, მარიამს, ციური გოგალაძეს, სოფო უხილავას, იურაი შინტაის, დიმიტრი ეზოშვილს, ქეთევან ახალაძეს, ვახტანგ მაისურაძეს, დალი თოთაძეს დიდ მადლობას ვუხდით. ოქროს გული გაქვთ! დალოცვილები ყოფილიყავით!

ტანსაცმლის გარდა, სათამაშოებიც გამოაგზავნეს! ყველაფერზე იზრუნეს ჩვენმა კეთილმა მეგობრებმა, ყველაფერი გაითვალისწინეს!

ოჰ, შეხედეთ, დებ ტოროსიანებს რამდენი პარკი აქვთ! ახლა, იმდენი საქმე აქვთ, მოსაწყენად აღარ სცალიათ! მათ ხომ, უნდა მოისინჯონ ეს ყველაფერი!

ჩვენს ტასუნას ყველაფერი უხდება. თავის ახალ სარაფანში გამოწყობილი, პატარა ჟოლოს ან ალუბალს ჰგავს! ახლა, გარეთ რომ გავა, მასზე ლამაზი არავინ იქნება.

ჩვენი სოფო მახაშვილი, რომელიც ყველაზე უფროსია დაძმებს შორის, ძალიან კმაყოფილია და ბედნიერი. დღეს, გოგონა საშინაო დავალებას გვერდზე გადადებს და ყველაფერს მოისინჯავს, რაც მის გულს გაუხარდება.

დებ ბუთურიშვილებსლიზისა და ლალის ახალი, მოდური სპორტული ორეულები აცვიათ და განწყობაც მზიანი აქვთ!

ნამდვილად უამრავი ტანსაცმელია საჭირო, მეგობრებო! სწორედ ამიტომ, ჩვენი განცხადებები რეგულარულად გხვდებათ Facebook-ზე. გთხოვთ, გამოეხმაუროთ, ეს მნიშვნელოვანია! იმისთვის, რომ ასეთი უბრალო ნივთების არქონის გამო, საქართველოში არ იტიროს არცერთმა ბავშვმა.

ჩვენი ფონდის ანგარიში:

– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000

(დანიშნულება: «დავეხმარები მოყვასს»).

კორ. მედეა