ნეტავ შეგვეძლოს ჩერნოვეცკის ფონდის თითოეული მეგობრისთვის ძეგლის დადგმა! თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ! ყველაზე ცხელ აგვისტოს თვეში, როცა კუთვნილი შვებულება დასასვენებლად უნდა გამოგეყენებინათ, გაჭირვებულ „სხვის შვილებზე“ ზრუნავდით. ახლა კი მიიღეთ თქვენ მიერ დათესილი სიკეთის „მოსავალი“!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!
დიმას ისეთი გვარი აქვს — ხურცილავა, რომ ღმერთმა თავად უბრძანა ფეხბურთის თამაში. მაგრამ დიმას არასდროს ჰქონია არა მხოლოდ ფეხბურთის ფორმა და ბუცები, არამედ ახალი შარვალი და წინდებიც კი. მას ჰქონდა და აქვს მშიერი ცხოვრება დედასთან ერთად, რომელიც სამ შვილს მარტო ზრდის, მას შემდეგ, რაც მისი მოძალადე ქმარი ციხეში მოხვდა.
და ამიტომ, იმის წყალობით, რომ აგვისტოში ჩვენი კეთილისმყოფელები არ ისვენებენ, არამედ ახსოვთ კეთილი საქმეების საჭიროება, დიმამ არა მხოლოდ ზაფხულისა და შემოდგომის ლამაზი ტანსაცმლით სავსე ჩანთები მიიღო, არამედ მაგიდის ფეხბურთიც!
ახლა ის ამ საფეხბურთო დაფაზე თავისი გვარის სრულ ძალას გამოსცდის და უძლეველი მცველი იქნება. დიმა წითლებით თამაშობს, მადონა – ყვითლებით!
ახლა ჩვენ სხვა ბავშვებსაც გაჩვენებთ, რომლებიც ლამაზად გამოეწყვნენ და იმასაც გაჩვენებთ, რით არიან ისინი დაკავებულები.
მარიამ ხიჯაკაძემ უკვე ბევრი რამ დახატა მისთვის გადაცემული მარკერებითა და პასტელებით. სურათებზე მარიამის ცხოვრება ნათელი და ლამაზია. ვუსურვოთ, რომ სინამდვილეშიც ყველაფერი კარგად ჰქონდეს ამ მშვენიერ გოგონას.
პატარა დეგოლი (კვანტალიანი) არასდროს იშორებს თავის ახალ ქუდს (ის მას ძალიან უხდება, ისევე როგორც შორტები და მაისური). და აი, ხომ ხედავთ, ის თავისი მანქანით ტყის ხანძრებს „აქრობს“.
სწორედ ეს ბოტასები დაიცავს პატარა ნიკოლოზს (ანდრონიკაშვილი) წვიმისგან, ტალახისა და ფეხების დასველებისგან.
ამ ზაფხულს საოცარი რამ მოხდა! მარიკა ქისტაურმა ჩერნოვეცკის ფონდს აჩუქა გერმანული ინვალიდის ეტლი შესანიშნავ მდგომარეობაში, პრაქტიკულად გამოუყენებელი. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით და ის მაშინვე ჩვენს ბენეფიციარს — გაიანე ხარატიანს წავუღეთ. შოკის მომგვრელია, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საწყალი ქალი ინვალიდის ეტლის ნაცვლად სამთვლიან ველოსიპედს იყენებდა! გაიანე ემოციებისგან ატირდა, როდესაც ის ახალ, შესაფერისი ზომის ინვალიდის ეტლზე გადავსვით და მისმა სხეულმა კომფორტი იგრძნო!
მადლობას ვუხდით ჩვენს ყველაზე სიცხისადმი მდგრად კეთილისმყოფელებს, რომლებმაც არ დაივიწყეს დახმარება მაშინაც კი, როცა საქართველოს მზე ყველაზე მცხუნვარე იყო და მათ სახელებით ვიხსენიებთ:
ნანა მერაბიშვილი
მერაბ ქირია
ნიკა მარკოზაშვილი
მარიკა ქისტაური
ვენერა ტორიაშვილი
ვახტანგ მაისურაძე
ნინო ფიფია
რა კარგია, რომ ყოველთვის გვყავს ის, ვისზე დაიმედებაც შეგვიძლია! და ვმუშაობთ შეფერხებებისა და პაუზების გარეშე! ვამაყობთ, რომ ხალხი ასე ენდობა ჩვენს ფონდს! სწორედ ამიტომ ვართ პირველები! ბრავო!
ამიერიდან ჩვენთან არის კომპანია ორგსერვისი. გვიხარია, რომ შემოგვიერთდით სკოლისთვის სამზადისში. ახალი, ლამაზი ზურგჩანთები და საკანცელარიო ნივთები ჩვენს ბავშვებს სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის! გმადლობთ!
ცხელი აგვისტოს შემდეგ, ჩვენ ვაგრძელებთ ტანსაცმლისა და საჭირო ნივთების შეგროვებას. ველოდებით ყველას, ვინც შვებულებიდან დაბრუნდა და ნივთებისა და დახმარების იდეების გაზიარება სურს.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: «დაეხმარე მოყვასს»).
კორ. მედეა