10 ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კეთილ საქმეებს სულაც არ სჩადიან სუპერგმირები  

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
10 ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კეთილ საქმეებს სულაც არ სჩადიან სუპერგმირები  

10 ისტორია, რომელიც ამტკიცებს, რომ კეთილ საქმეებს სულაც არ სჩადიან სუპერგმირები  

ამ უზარმაზარ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად უამრავი მოვლენა ხდება, მათ შორის არცთუ ისე პოზიტიური, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიკეთე და უანგაროდ გავაკეთოთ კარგი საქმეები. მოდით, უფრო მეტი ვილაპარაკოთ ამ უკანასკნელზე, მსოფლიოში ხომ ამდენი გულისხმიერი ადამიანია.

მამაკაცი ყოველ ნაძვის ხეს დგამს გაჭირვებულთათვის

ყოველ შობას, ამ სახლის მეპატრონე ამგვარად ურიგებს ნივთებს მათ, ვისაც ეს შეიძლება დასჭირდეს.

მასწავლებლებმა გადამრჩენი კარადა დადგეს

ერთ-ერთი ამერიკული სკოლის მასწავლებლებმა უჩვეულო კარადა დადგეს. დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებს შეუძლიათ მისი თაროებიდან აიღონ ის, რისი შეძენის საშუალებაც მათ ოჯახებს არ აქვთ: ჰიგიენის საგნები, ტანსაცმელი.

გოგონა ხანდაზმულ მამაკაცს სადილის ირთმევაში დაეხმარა და სწავლის გადასახადი გამოიმუშავა

ევონი უილიამსი ჰიუსტონიდან თავის ჩვეულ სამუშაო ადგილას, კაფეში იმყოფებოდა. მან დაინახა, რომ ხანდაზმულ მამამკაცს ჟანგბადის ბალონით დახმარება ესაჭიროებოდა. ის ვერ მიირთმევდა  შეკვეთილ საჭმელს. ევონიმ გადაწყვიტა დახმარებოდა და საკვები ნაჭრებად დაუჭრა. ქალზე, რომელმაც ეს დაინახა, იმდენად იმოქმედა  თანამშრომლის საქციელმა, რომ გადაწყვიტა ეს ისტორია ფეისბუქზე გაეზიარებინა. პოსტი ბევრმა ადამიანმა ნახა, მათ შორის სამხრეთ ტეხასის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, რომელმაც მოგვიანებით გოგონას 16 000 დოლარის ოდენობის სტიპენდია შესთავაზა, რის წყალობითაც ის შეძლებს სწავლის საფასურის გადახდას.

მასწავლებელმა ყველაზე რთული მოსწავლე იშვილა

რთულმა მოზარდმა ჯერემიმ არასახარბიელო ოჯახიდან კინაღამ ახალგაზრდა მასწავლებელი, ჩელსი, სამსახურიდან გათავისუფლებამდე მიიყვანა. მისი სკოლაში ყოფნის ყოველი დღე  გამოცდად იქცა : გოგონა ვერაფრით ახერხებდა საშინელი მოსწავლის დასჯას და ისიც ამით სარგებლობდა. მაგრამ მასწავლებელი ისევ და ისევ იკრებდა ძალებს და ყოველდღე ცდილობდა მასთან საერთო ენის გამონახვას. და ორი წლის შემდეგ მას ეს გამოუვიდა: ბიჭი მის მიმართ სიმპათიით განიმსჭვალა. როდესაც გოგონას კონტრაქტი დასრულდა და წასვლის დრო დადგა, მოზარდმა სთხოვა, რომ მას თან წაეყვანა ბიჭის ძმაც.

ჩელსი გაოცებული იყო, მაგრამ კარგად დაფიქრების შემდეგ მან გაბედა ამ  ნაბიჯის გადადგმა: მოსწავლე, მისი პატარა ძმა და მასწავლებელი ერთ ოჯახად იქცნენ – მან მათზე მეურვეობა აიღო.

ჩელსიმ თვითონ გამოაქვეყნა პოსტი შვილად აყვანის 10 წლისთავზე: „10 წელი. მთელი ათწლეული. 3653 დღე სავსე მოგონებებით, თავგადასავლებით და დედობრივი სიყვარულით… ღვთის რწმენით, მადლიერებით და სიყვარულით… მთელი საზოგადოების მხარდაჭერით, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა ყველაზე რთულ დროს და უხაროდა ჩვენი ყველაზე დიდი სიხარული. 10 წელი გეჩვენება თითქოს გუშინდელ  დღედ და თან საუკუნედ.

ჯერემი და ჯეისი, მე მარად მიყვარხართ.“

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა პენსიონერის სახლის წინ თოვლი გაწმინდეს

ასაკოვან ადამიანს თოვლის გაწმენდის დროს გულის  შეტევა დაემართა. „სასწრაფოს“ თანამშრომლებმა, რომლებმაც გამოძახებაზე მისვლა მოახერხეს, არა მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები იყვნენ, არამედ გულიანი ადამიანებიც. მათ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, რათა მისი დაწყებული თოვლის გაწმენდა დაემთავრებინათ.

ეთილმა პოლიციელმა საფულე უცნაურად დააბრუნა.

მამაკაცმა თავისი საფულე დაკარგა და ბედის წყალობით უკან დაიბრუნა ბარათთან ერთად ერთი ყველაზე კეთილი პოლიციელისგან. „მე ვარ ჯონ ჯეტი, პოლიციელი ლუიზიანის შტატის სახელმწიფო პოლიციიდან. მარდი გრასის დროს მუშაობისას, თქვენი საფულე ვიპოვე ბურბონის ქუჩაზე, სენტ-ლუისის ქუჩის მახლობლად. თავიდან მინდოდა ის მე-8 რაიონის პოლიციის განყოფილების ნაპოვნი  ნივთების მიმღებში დამეტოვებინა, მაგრამ ის არ მუშაობდა. შემდეგ გადავწყვიტე, საფულე ფოსტით გამომეგზავნა. თქვენი მისამართი საბუთებში ვნახე. საფულეში ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო,  როდესაც ვიპოვე.“

ჯონ ჯეტის

მან საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა საფულის პატრონისთვის გაგზავნის საფასური და საფულეში არსებული მთელი ფული ხელუხლებელი დარჩა .

მოხალისეებმა მოხუცების სახლებთან თოვლი გაწმინდეს

ჯამალ კოულმა ჩიკაგოდან თავის ტვიტერზე დაწერა, რომ მას მოხუცებისთვის თოვლის გაწმენდაში დახმარება სჭირდებოდა. მან ითხოვა 10 ადამიანი მოსულიყო, მაგრამ, როცა დასუფთავების დღე დადგა, დაახლოებით 120 მოხალისე მივიდა, მათ შორის იყო ერთი ადამიანი, რომელმაც ამისთვის დიდი მანძილი გაიარა და იყო  70 წლის ბებია თავისი ნიჩბით.

ჯამალმა თავის დამხმარეებს დაურიგა მისამართები, სადაც დახმარება იყო საჭირო, და მათ საღამოს დადგომამდე ყველამ ერთად საქმეს იოლად გაართვეს თავი.

მამაკაცმა უცხო ქალი ტყვიებისგან დაიფარა

გასული წლის ოქტომბერში, უცნობმა მამაკაცმა ლას-ვეგასში, ქანთრი – მუსიკის ფესტივალზე «Route 91 Harvest», ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი სასტუმროს შენობიდან ისროდა, ხოლო ფოტოზე გამოსახულმა მამაკაცმა გოგონა ტყვიისგან საკუთარი სხეულით დაფარა და დაიჭრა, რაც ნამდვილად პატივისცემას იმსახურებს.

მოგზაურებმა მომაკვდავი ლეკვი გადაარჩინეს

კიეველი მოგზაურები, ქრისტინა და ევგენი, რომლებიც ინდოეთში დასასვენებლად იყვნენ, გაბედეს და გადაწყვიტეს მომაკვდავი ლეკვი  ინდოეთიდან წამოიყვანეს. მათ უამრავი სირთულე გადაიტანეს, მაგრამ მაინც მოამზადეს მისთვის  საჭირო საბუთები. ლეკვს დაარქვეს ჩაპატი, და ახლა ისინი ერთად მოგზაურობენ მთელს მსოფლიოში.

ოლიმპიელმა ჩემპიონმა უსახლკარო ძაღლები შეიფარა, ხოლო ზოგისთვის ახალი სახლი იპოვა.

 კანადელი მოციგურავე მეგან დიუამელი , რომელმაც ფხენჩანის ოლიმპიადის გუნდურ ტურნირზე ოქრო მოიპოვა, საკლავად გაზრდილ ძაღლებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. გასულ წელს მან ორი ძაღლი წაიყვანა, წელს კი – კიდევ ერთი, ხოლო მეორესთვის კანადაში ახალი პატრონები მონახა.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის