რომის პაპმა დაბადების დღე სამ უსახლკაროსა და ძაღლთან აღნიშნა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
რომის პაპმა დაბადების დღე სამ უსახლკაროსა და ძაღლთან აღნიშნა

რომის
პაპმა ფრანცისკმა თავისი 77 წლის იუბილის აღნიშვნაზე მოიწვია უსახლკაროები,
რომელთაც საუზმით გაუმასპინძლდა, _ წერდა სამშაბათს LaRepubblica.

როგორც
იტყობინებიან, წმინდა პეტრეს რაიონში მცხოვრები სამი უსახლკარო წარუდგინა
ფრანცისკს პაპის მოწყალების სამსახურის მეთაურმა კონრად კრაევსკიმ. უსახლკაროებმა
მონაწილეობა მიიღეს პონტიფიკის დაბადების დღის მოკრძალებულ ზეიმზე, რომელიც დაიწყო
ლოცვითა და საუზმით სანტა-მარტას რეზიდენციის (სადაც ამჟამად ცხოვრობს რომის პაპი)
თანამშრომლებთან ერთად.

ფრანცისკის
უჩვეულო სტუმრებს შორის აღმოჩნდა ასევე ერთ-ერთი უსახლკაროს ძაღლიც, რომელიც მან
წარუდგინა რომის პაპს.

ტრადიციისამებრ,
პონტიფიკის დაბადების დღე არ აღინიშნება ვატიკანში. ზეიმს თავი აარიდეს ამჯერადაც
და სამშაბათი სამუშაო დღედ გამოაცხადეს. თუმცა, ფრანცისკი დღეს მილოცვებს იღებს
მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. ერთ-ერთი უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა რომის პაპს
ვატიკანის ტელევიზიამ, რომელმაც მოამზადა 45-წამიანი ვიდეორგოლი პანტიფიკ
ფრანცისკის პირველი ცხრა თვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის