ჩვენმა ფონდმა უკრაინაში მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს 8,6 მილიონი გრივნა გადაუხადა

სახლში / ფონდის კეთილი ახალი ამბები /
ჩვენმა ფონდმა უკრაინაში მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებს 8,6 მილიონი გრივნა გადაუხადა

ჩვენ შევძელით დახმარება გაგვეწია 86 ოჯახისათვის,
რომელთა მამები, შვილები თუ დედები კიევის ცენტრში შეტაკებების შედეგად დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ოჯახთა
დასახმარებლად 10 მილიონი გრივნა გამოყო, იმისდა მიუხედავად, ბარიკადების რომელ
მხარეს დაიღუპა ადამიანი. „მკვლელის დაზარალებულისაგან გარჩევას შევძლებ“ –
განაცხადა ლეონიდ მიხაილის-ძემ. მაიდანზე დაღუპულთა შესახებ განვიხილავთ ყველა
დოკუმენტს.

მაიდანზე
დაღუპული აქტივისტების ოჯახების სიას, რომლებთაც ჩვენი ფონდი უკვე დაეხმარა,
შეგიძლიათ გაეცნოთ აქ . 

დაღუპულ
ოფიცერთა და რიგით მაბრძოლთა სია შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობების
შემსრულებელს ა. ბ. ავაკოვს გადავუგზავნეთ, ყველა დაღუპული სამართალდამცავის
პირადი საქმის შემოწმების და შესაბამისი დასკვნის გამოტანის თხოვნით – გამოიყენეს
თუ არა გარდაცვლილებმა დაპირისპირების დროს იარაღი. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია. პასუხის
მიღებისთანავე დავიწყეთ ძალოვანი სტრუქტურების გარდაცვლილ თანამშრომელთა
ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა.

მაიდანზე
გარდაცვლილ სამართალდამცავთა ოჯახების სიას, რომელთაც ფონდი უკვე დაეხმარა,
შეგიძლიათ გაეცნოთ აქ . 

წერილის ასლის
გაცნობა შეგიძლიათ აქ: list1.jpg,  list2.jpg,  list3.jpg 

ნათესავებს ახლა
ძალიან უმძიმთ. ჩვენ გვესმის, რომ ოჯახის წევრთა დანაკარგვას მათ ვერ
ავუნაზღაურებთ. ბევრმა მათგანმა დაკარგა არა მხოლოდ მარჩენელი, არამედ ახლობელი და
საყვერელი ადამიანი და დარჩა საარსებო წყაროს გარეშე.

ამიტომ მათთვის
გაწეული დახმარება – მხოლოდ დასაწყისია. თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ ამ
ადამიანების სისტემატურ დახმარებას ბავშვების აღზრდის, სწავლა-განათლებისა და მკურნალობის
საქმეში, მოხუცებული მშობლების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ოჯახების ისტორიებს,
რომლებიც ჩვენი და თქვენი თანადგომის გარეშე თავს ვერ გაართმევენ გასაჭირს, შემდეგ
პროექტებში გაგაცნობთ. ჩვენ ავღწერთ სირთულეებს, რომლების წინაშეც ისინი მარჩენლის
დაკარგვის გამო აღმოჩნდნენ.

დაღუპული ვალერი ოპანასიუკის ოჯახის
დახმარებას შეძლებთ შემდეგ ლინკზე.

დაღუპული იური პასხალინის ოჯახის დახმარებას
შეძლებთ შემდეგ ლინკზე.

დაღუპული ლეონიდ პოლიანსკის ოჯახის
დახმარებას შეძლებთ შემდეგ ლინკზე.

გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!

close


    გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის

    open
    close
    logo
    მოგვწერეთ
    logo
    გაქვთ კითხვები? ჩვენ დაგეხმარებით!




      გმადლობთ თქვენი შეტყობინებისთვის