რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემის დაავადებები – საქართველოში წელიწადში 113 000 ადამიანს ამ ტიპის დაავადებები აწუხებს, მათგან ერთ-ერთი ცისტიტია, რომელიც ყველაზე მეტად ცივ სეზონში – ზამთარში არის გავრცელებული.
რა არის ცისტიტი
ცისტიტი არის შარდის ბუშტის ანთება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ბაქტერიებით.
ცისტიტი ყველაზე ხშირად ქალებში, მაგრამ ასევე, მამაკაცებშიც გვხვდება.
ცისტიტის მიზეზები
ყველაზე ხშირად, ცისტიტი გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით. ნაკლებად ხშირად, მიზეზი შეიძლება იყოს გარკვეული მედიკამენტების მიღება, შარდის კათეტერების ხანგრძლივი გამოყენება და ფსიქოსომატიკაც კი (მაგალითად, შფოთვა ან სტრესი). ზოგიერთ შემთხვევაში, შარდის ბუშტის ანთება, როგორც სხვა დაავადებების გართულება ვითარდება.
დამატებითი რისკის ფაქტორები:
ცისტიტის სიმპტომები
ცისტიტის შესაძლო ნიშნები:
ცისტიტის განვითარების სტადიები
საწყისი სტადია. ანთების ნიშნები მსუბუქია, აღინიშნება შარდვის ხშირი მოთხოვნა, მუცლის ქვედა ნაწილში ზეწოლა, შარდვას უსიამოვნო შეგრძნებები და წვის შეგრძნება ახლავს თან.
გვიანი სტადია. ახასიათებს სიმპტომების მატება. შარდვა მტკივნეულია და თან ახლავს სისხლდენა.
ასევე, საშარდე გზების ინფექციების აქტიური და რემისიის სტადიები გამოიყოფა.
ცისტიტის მკურნალობა
ბაქტერიული ცისტიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები ინიშნება.
ინტერსტიციული ცისტიტის დროს მედიკამენტები და სიმპტომების შესამსუბუქებელი ფიზიოთერაპია ინიშნება.
ცისტიტის დროს, რომელიც სხვა დაავადებების მკურნალობის ფონზე წარმოიქმნება (ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, შარდის კათეტერის ხანგრძლივი გამოყენება), ტკივილგამაყუჩებლები და გამორეცხვები ინიშნება.
სიმპტომების შესამსუბუქებლად რეკომენდირებულია თბილი აბაზანები, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და დიეტის დაცვა.
დიეტა ცისტიტის დროს
ცისტიტის დროს სათანადო კვებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამსუბუქოს სიმპტომები და გამოჯანმრთელება დააჩქაროს.
ცისტიტის დროს მნიშვნელოვანია ბევრი სითხის მიღება, ისეთი სასმელებისა და საკვების გამორიცხვა, რომელიც იწვევს გაუწყლოებას ან შეშუპებას – ყავა, ალკოჰოლური სასმელები, მარილიანი საკვები.
ციტრუსის წვენებმა და ცხარე საკვებმა შეიძლება შარდის ბუშტის გაღიზიანება გამოიწვიოს და ამიტომ, უნდა გამოირიცხოს მწვავე ცისტიტის დროს.
საშარდე გზების ინფექციების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია მოცვის წვენები (ან მოცვზე დამზადებული პრეპარატები).
პრევენცია
ცისტიტის პროფილაქტიკა ქალებში:
ცისტიტის პროფილაქტიკა მამაკაცებში: