ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სხვადასხვა ქვეყნის ექიმები კიბოს აგრესიული ფორმების მქონე პაციენტების ხანგრძლივი ცხოვრების ფენომენს შეისწავლიან

სხვადასხვა ქვეყნის ექიმები კიბოს აგრესიული ფორმების მქონე პაციენტების ხანგრძლივი ცხოვრების ფენომენს შეისწავლიან

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) რვა ონკოლოგიური ცენტრის ექიმები გაერთიანდნენ მთელი მსოფლიოს ათობით საავადმყოფოსთან, რათა უპასუხონ კითხვას, თუ რატომ აქვსარაჩვეულებრივად კარგიმკურნალობის შედეგი ზოგიერთ ონკოლოგიურ პაციენტს და ბევრად უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე სხვები.

როგორც გამომცემლობა The Guardian აღნიშნავს, დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის დროსაც პროექტში მონაწილე მეცნიერები შეაგროვებენ დეტალურ ბიოლოგიურ ინფორმაციას 1000 პაციენტისა და მათი სიმსივნეების შესახებ, გააანალიზებენ დნმ, სისხლში ცილას და მოლეკულურ ბიომარკერებს.

ექიმები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენებსკიბოს სუსტი წერტილებისგამოსააშკარავებლად გამოიყენებენ და ასევე, შეეცდებიან შეიმუშაონ აგრესიული სიმსივნეების ახალი მკურნალობა, რათა გააუმჯობესონ მკურნალობის პერსპექტივები სხვა პაციენტებისთვის.

კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები 40-ზე მეტი ქვეყნიდან და ასევე ჩაერთვებიან ის ადამიანები, ვინც იმ 3%-ში შედის, ვისაც სიცოცხლის ყველაზე მაღალი ხანგრძლივობა აქვს ამ დაავადებით.

ჩვენ შევისწავლით კიბოს აგრესიული ტიპების მქონე პაციენტებს, ვისაც უწინასწარმეტყველებდნენ, რომ 2-3 წელიწადს იცოცხლებდნენ, ისინი კი, დიდხანს ცოცხლობენ. „უნდა გავცეთ პასუხი კითხვაზე: არის თუ არა სიმსივნის გენეტიკაში რაიმე ისეთი, რაც კიბოს წინააღმდეგ ბრძოლას გაამარტივებს?“, – განუცხადა გამოცემას კემბრიჯის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, კლინიკის ექიმმა ონკოლოგმა ტანკამა აჯითკუმარმა.

როგორც გამოცემა წერს, „სუპერ გადარჩენილებისმონაცემები მონაცემთა საერთაშორისო ბაზაში შეინახება.