ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

იაპონელმა მეცნიერებმა ალცჰეიმერის დაავადების სამი კითხვის გამოყენებით დიაგნოსტიკის მეთოდი შემოგვთავაზეს

იაპონელმა მეცნიერებმა ალცჰეიმერის დაავადების სამი კითხვის გამოყენებით დიაგნოსტიკის მეთოდი შემოგვთავაზეს

კეიოს უნივერსიტეტისა და საისეკაის სამედიცინო ცენტრის იაპონელი მკვლევარების ჯგუფმა შეიმუშავა ალცჰეიმერის დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც ეფუძნება სამ მარტივ კითხვას. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ხელს შეუწყობს დაავადების რისკის იდენტიფიცირებას საწყის ეტაპზე.

კვლევის მსვლელობისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სამი კითხვა, კერძოდ: ამჟამად რამე თუ გაწუხებთ?“, „რას მოაქვს თქვენთვის სიხარული?“ დარომელმა სიახლეებმა მიიპყრო თქვენი ყურადღება ბოლო სამი თვის განმავლობაში?” რომელსაც ალცჰეიმერის დაავადების შესაძლო განვითარების შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოცემა შეუძლია.

კვლევაში მონაწილეობდა 155 ადამიანი, რომელთაგან 108 იყო კოგნიტური დარღვევის სხვადასხვა სტადიის მქონე პაციენტი, ხოლო 47 ჯანმრთელი ადამიანი. შედეგებმა აჩვენა, რომ პირველ კითხვაზე უარყოფითი პასუხი, მეორეზე დაწვრილებითი პასუხი, ხოლო ბოლო ხნის მოვლენების დამახსოვრების უუნარობა (ან დიდი ხნის წინ მომხდარი ამბების ხსენება) ავადმყოფობის გაზრდილ რისკებზე მიუთითებს. ასევე, დიაგნოსტიკის დროს თანმხლები პირისთვის დახმარების თხოვნა, შესაძლო რისკის დამატებით ინდიკატორად იქცა.

გარდა ამისა, მონაწილეთა ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ტიპიური პასუხების მქონე ადამიანებს ჰქონდათ ალცჰეიმერთან დაკავშირებული, საშუალოზე სამჯერ უფრო მაღალი ამილოიდური ცილების დონე. ასეთი მიდგომა დაავადების ადრეულ სტადიებზე დიაგნოსტიკის ახალ პერსპექტივებს ხსნის და შეუძლია, დიაგნოზის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი, რადგან ამჟამად, ძვირადღირებული კვლევის გარეშე, მისი დადგენა რთულია.