რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ენდოკრინოლოგია
სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია. თითოეულს განსხვავებული მიმდინარეობა ახასიათებს.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებზე საუბრისას შეიძლება გამოვყოთ დაავადებები, რომლებიც წარმოიქმნება ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ან ფუნქციური ცვლილებებით.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვას ჰიპოთირეოზი ეწოდება, ხოლო ჰიპერთირეოზი არის ჭარბი ფუნქცია. არის შემთხვევები, როდესაც სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად ფარისებრი ჯირკვალი ნორმალურად აგრძელებს ფუნქციონირებას (ევთირეოიდული ჩიყვი). ჩიყვი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის გაფართოებას და შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის:
– ფარისებრი ჯირკვლის რომელი დაავადებებია ყველაზე გავრცელებული ჩვენს ქვეყანაში?
საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სტატისტიკის საფუძველზე 2016–2017 წლებში ყველაზე გავრცელებული იყო სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი, ჰიპოთირეოზის სხვა ფორმები, თირეოიდიტი და თირეოტოქსიკოზი.
– რა არის ფარისებრი ჯირკვლის დაავადების ძირითადი სიმპტომები, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პაციენტებმა?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სიმპტომები ძირითადად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ჰიპერთირეოზის დროს პაციენტს აღენიშნება:
როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მცირდება, ვლინდება შემდეგი:
– როგორ სვამენ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების დიაგნოზს?
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი:
– რას ურჩევთ პაციენტებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად?
უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ წარმატებული მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დროული დიაგნოსტიკაა, რომლის მიღწევაც შესაძლებელია პრევენციული გამოკვლევებით. ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების ადრეული გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან დაავადების საწყის ეტაპზე მკურნალობა შეიძლება შემოიფარგლოს ქირურგიული მეთოდებით. ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგის პროგრამა რეკომენდირებულია 25-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის.
ნუ გადადებთ სამედიცინო მომსახურებას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, გაიარეთ პროფილაქტიკური გამოკვლევები და თავიდან აიცილეთ შესაძლო გართულებები!
გისურვებთ ჯანმრთელობას!