რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
როგორ დავწიოთ არტერიული წნევა: 7 სწრაფი ხერხი, რომელიც ნამდვილად მუშაობს
ხშირ შემთხვევაში ჰიპერტონიას არ აქვს აშკარა სიმპტომები, მაგრამ ის საშიში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.
მაღალი წნევა კლავს. და ეს არ არის მეტაფორა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევს ჰიპერტონიას.
რას ნიშნავს მაღალი წნევა და რატომ არის ის საშიში?
არტერიულ წნევას ჩუმ მკვლელს უწოდებენ და ამას აქვს მიზეზები. ჰიპერტონიას (ჰიპერტენზიას) ხშირად არ აქვს აშკარა სიმპტომები, მაგრამ ის მკვეთრად ზრდის საშიში გულ-სისხლძარღვთა დარღვევებისა და ინსულტის განვითარების რისკს.
ჰიპერტენზიის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ქოშინი, თავის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა ჰქონდეს, მაგრამ ეს სიმპტომები ადვილად შესაძლებელია, სხვა დაავადებების ნიშნებს რომ მივამსგავსოთ. ამიტომ, მაღალი წნევის დასადგენად ყველაზე საიმედო გზა არის მისი გაზომვა.
როგორ გავიგოთ, რომ მაღალი წნევა გვაქვს
ჰიპერტონიის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვს არავითარი სიმპტომი. ამიტომ, მაღალი წნევის დასადგენად ყველაზე საიმედო გზა მისი გაზომვა არის.
ნიშნები შეიძლება გამოჩნდეს, თუ მაჩვენებელი 180/120 ან მეტს მიაღწევს. აი, რა ხდება ამ დროს:
ვის აქვს უფრო მეტად არტერიული წნევის განვითარების რისკი?
ჰიპერტენზიის რისკი იზრდება ადამიანებში, ვისაც:
აგრეთვე, მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დიაბეტთან: ამ დაავადების მქონე 10 ადამიანიდან 6-ს აწუხებს ჰიპერტონია.
პრობლემის გაჩენის ალბათობაზე ასევე გავლენას ახდენს მემკვიდრეობაც. არტერიული წნევა უფრო ხშირ შემთხვევაში აწუხებს მათ, ვის ოჯახში სხვასაც აქვს ან ჰქონია ეს მდგომარეობა.
სახლის პირობებში არტერიული წნევა როგორ დავწიოთ სწრაფად
აქვე ვიტყვით: ჰიპერტონიის ჩივილით, აუცილებლად უნდა მიმართოთ თერაპევტს ან ზოგადი პრაქტიკის ექიმს. ის ჩაატარებს გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ სხვა, ვიწრო სპეციალისტთან. თქვენი არტერიული წნევის მაჩვენებლის, ცხოვრების სტილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით, თქვენი ექიმი შეგირჩევთ პრევენციისა და მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას და, სავარაუდოდ, დაგინიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის ნორმალურმალიზაციაში.
მაგრამ, თუ რაიმე მიზეზით ჯერჯერობით ექიმთან წასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დაწევაში. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენთვის ყველაზე კომფორტულია ან რამდენიმე ერთად, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.
1. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ
როგორც კვლევამ აჩვენა, სწორი ღრმა სუნთქვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა სისხლძარღვებში არტერიულმა წნევამ სწრაფად რომ დაიწიოს. ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის მოცულობის მატებასთან ერთად, იზრდება სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. რის დამსახურებითაც, ორგანიზმს აღარ სჭირდება სისხლის ნაკადის გაზრდა, რათა ყველა ორგანო და ქსოვილი ჟანგბადით უზრუნველყოს და სისხლძარღვებზე დატვირთვა მცირდება.
შეგიძლიათ სცადოთ სუნთქვის შეკავება ამოსუნთქვის შემდეგ 8-10 წამის განმავლობაში – აირჩიეთ ვარჯიშის ვარიანტი, რომელიც უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის.
2. მიიღეთ ცხელი აბაზანა
ტაშტში ჩაასხით დაახლოებით 45°C-ამდე გაცხელებული წყალი და 10 წუთის განმავლობაში ხელები ან ფეხები ჩაყარეთ. ცხელი წყალი კიდურებში სისხლძარღვების გაფართოებას გამოიწვევს, სისხლის მიმოქცევა მოიმატებს და მაღალი წნევა გარკვეულწილად დაიწევს.
3. მიირთვით ერთი ნატეხი შოკოლადი
ეს მეთოდი კარგია, თუ ადამიანს აქვს სისტოლური წნევა 140 მმ Hg-ზე მეტი, დიასტოლური კი 80 მმ Hg-ზე მეტი. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ შავ შოკოლადს დანამატების გარეშე – ის მეტ ფლავანოლს შეიცავს, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას.
გახსოვდეთ: ზოგიერთი ადამიანისთვის შოკოლადში შემავალმა კოფეინმა შეიძლება არტერიული წნევის კიდევ უფრო დიდი მატება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ნივთიერების მცირე რაოდენობაა ერთ ნაჭერში, უმჯობესია, უსაფრთხოების ზომები მიიღოთ და ტესტი ჩაიტაროთ. იმ დღეს, როდესაც თქვენი წნევა ნორმალურია, გაიზომეთ ყავის დალევამდე და 30 წუთის შემდეგ და შეადარეთ მაჩვენებლები. თუ რიცხვები გაიზარდა, უმჯობესია შოკოლადი არ მიირთვათ და არტერიული წნევის დასაწევად სხვა მეთოდი გამოიყენოთ.
4. მიირთვით თბილი ჩაი პიტნით
თუ ალერგიული არ ხართ, ჩაყარეთ პიტნის ფოთოლი მდუღარე წყალში, 10 წუთის განმავლობაში დააყენეთ, გააგრილეთ და ნელა მიირთვით ჩაი. პიტნას შეუძლია შეამციროს არტერიული წნევა.
მაგრამ, გახსოვდეთ: პიტნა აძლიერებს მაღალი წნევის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედებას.
5. სცადეთ წვენები
ზოგიერთ შემთხვევაში, წვენები ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას. მაგალითად, შეგიძლიათ დალიოთ გრეიფრუტის ან პომიდვრის წვენი. საქმე იმაშია, რომ ისინი შეიცავს ლიკოპენს, კალიუმსა და ჰიპერტონიის დროს სასარგებლო სხვა ელემენტებს.
ფრთხილად იყავით, გრეიფრუტის წვენი არ უნდა დალიოთ, თუ კალციუმის არხის ბლოკატორებს იღებთ, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ ან სტატინებს, რომლებიც გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად.
6. ვალერიანის აბები მიიღეთ
ვალერიანი არის ძლიერი დამამშვიდებელი საშუალება, რომელიც ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. მისი დამსახურებით, გული უფრო ნელა დაიწყებს ცემას და არტერიული წნევაც დაიწევს. მნიშვნელოვანია: მიღებისას არ გადააჭარბოთ ინსტრუქციებში მითითებულ დოზას!
7. თუ ნერვიულობთ, ეცადეთ დამშვიდდეთ.
სტრესი ჰიპერტონიის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი არის. თუ გრძნობთ, რომ არტერიული წნევა ნერვიულობის გამო იმატებს, ეცადეთ მოდუნდეთ. გვესმის, რომ შეიძლება ეს რთული იყოს. აქ ჩამოთვლილია რამდენიმე ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ: