რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ხშირად გრძნობთ დაღლილობას?

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს: ხანდახან საწოლიდან ადგომის ძალაც კი არ გაქვს. ასეთი მდგომარეობის მიზეზის გარკვევა რთულია.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი: ზოგადი ინფორმაცია

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი (ქდს) არის კომპლექსური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში გრძნობს გადაღლილობას, მიუხედავად იმისა, რომ ამის ობიექტური მიზეზები არ აქვს: არ არის ავად და მძიმე ფიზიკურ შრომას არ ეწევა. ამ შემთხვევაში დაღლილობა მატულობს ფიზიკური ან გონებრივი სტრესის დროს და დასვენების შემდეგ არ ქრება. ამავდროულად, პაციენტები უჩივიან კუნთების ტკივილს.

3 000-ზე მეტმა მეცნიერულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ქდს არ არის დეპრესიის ან ჰიპოქონდრიის ფორმა, არამედ ცალკე მდგომარეობაა.

გავრცელება

სხვადასხვა შეფასებით, ქდს-ის გავრცელებამ მოსახლეობაში შესაძლოა 2%-ს მიაღწიოს. ეს არის მსოფლიოში დაახლოებით 120-140 მილიონი ადამიანი.

ზოგად თერაპევტთან მისული ადამიანების დაახლოებით მეოთხედი უჩივის ქრონიკულ დაღლილობას. თუმცა, ამ მდგომარეობის მიზეზად ქრონიკული დაღლილობის სინდრომს იშვიათად ვარაუდობენ ექიმები: არაუმეტეს 0,5%-ისა, ანუ დაახლოებით 200 პაციენტიდან 1-ის შემთხვევაში.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ჩვეულებრივ დიაგნოსტირებულია 20-დან 50 წლამდე ასაკის ადამიანებში, უფრო ხშირად ქალებში, ვიდრე მამაკაცებში.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზები

დაღლილობა საკმაოდ სუბიექტური შეგრძნებაა, რომლის გაზომვაც რთულია. ეს შეგრძნება ნორმალურია, თუ ადამიანი მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ შრომას ეწევა. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზებიც.

დაღლილობის საერთო მიზეზები:

თუ ადამიანი არ არის გადატვირთული გონებრივად ან ფიზიკურად და არ აქვს დაღლილობის ჩამოთვლილი მიზეზები, მაშინ ძალის ქრონიკული დაქვეითება შეიძლება მიუთითებდეს ქდს-ზე.

ექიმები და მეცნიერები თვლიან, რომ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის გენეტიკური დარღვევების, გარკვეული ინფექციების და ტოქსინების ზემოქმედების დროს.

გენეტიკური დარღვევები

ზოგიერთ ადამიანს აქვს მემკვიდრეობითი მიდრეკილება ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიმართ. როგორც წესი, ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს ჰქონია მსგავსი მდგომარეობა.

კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100 000-ზე მეტმა ადამიანმა, დაადგინა, რომ მემკვიდრეობა ქდს-ის განვითარებაში შემთხვევების 50%-ში ახდენს გავლენას.

სიმპტომები, რომლებიც თან ახლავს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს:

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქო-ემოციურ სიმპტომებს მოიცავს:

ადამიანს ბნელი ფიქრები აწუხებს, უარს ამბობს თავის გატაცებებზე, რომელიც სიხარულს ანიჭებდა.

პრევენცია