რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ამერიკელი ექიმების თქმით, ყველა ალკოჰოლური სასმლის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული, რომ მისი მიღება კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
ალკოჰოლის მოხმარებასა და კიბოს განვითარებას შორის კავშირი, დადგინდა ჯერ კიდევ 1987 წელს, როდესაც ალკოჰოლი პირველად იქნა კლასიფიცირებული, როგორც კანცეროგენი.
მას შემდეგ, ადამიანებსა და ცხოველებზე ჩატარებული კვლევების გზით, ამ კავშირის უამრავი მტკიცებულება შეგროვდა. აშშ-ს მთავარი სანიტარული ექიმის მოხსენების თანახმად, მოხმარების ზრდასთან ერთად, რისკიც შესაბამისად იზრდება.
ყველაზე ძლიერი მტკიცებულება სარძევე ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის, საყლაპავის, ღვიძლის, პირის ღრუს, ყელისა და ხორხის კიბოს შესახებ იქნა მოპოვებული.
აშშ-ს მთავარი სანიტარული ექიმის მოხსენებაში წარდგენილია ფაქტორები, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარებისას კიბოს განვითარების რისკს ზრდის.
– დნმ-ის დაზიანება: სხეული გარდაქმნის ეთილის სპირტს აცეტალდეჰიდად, ქიმიურ ნაერთად, რომელიც დნმ-ს აზიანებს და ხელს უშლის ამ დაზიანების აღდგენას, მუტაციების, უჯრედების უკონტროლო ზრდასა და სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას ზრდის.
– ჟანგვა და ანთება: დაჟანგვის პროცესში აცეტალდეჰიდი თავის მხრივ იქცევა აცეტატად, სახიფათო არასტაბილურ ჟანგბადის შემცველ ნაერთებს წარმოქმნის, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს, ანთებას, შემდგომ კი, კიბოს განვითარებას უწყობენ ხელს.