რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
შვედეთის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც ოთხი ძირითადი ფაქტორი გამოავლინა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ახდენს გავლენას. ამ „დღეგრძელობის საიდუმლოებიდან“ ახალი ან მოულოდნელი არცერთი გახლავთ, მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს ახალი ნამუშევარი დაეხმარებათ იმაში, რომ მეცნიერულად დაასაბუთონ მათი მნიშვნელოვანი როლი და აბსტრაქტული რეკომენდაციები კონკრეტული ციფრებით დაამტკიცონ.
45-დან 83 წლამდე ასაკის 33,000 მამაკაცისა და 30,000 ქალის შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ხანგრძლივი ცხოვრების დიდი შანსი აქვთ იმ ადამიანებს, ვინც არ ეწევა, ზომიერად სვამს ალკოჰოლს და საკმარისად ზრუნავს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაზე.
ექსპერტები მოუწოდებენ ადამიანებს, საერთოდ უარი თქვან მოწევაზე და ალკოჰოლს რაც შეეხება, აღიარებენ, რომ მისი ზომიერი მოხმარება „უვნებელია“, თუმცა, ნაგულისხმევია მართლაც ძალიან მცირე რაოდენობა – ექსპერტების აზრით, ალკოჰოლის დასაშვები რაოდენობა კვირაში, ეთანოლის დაახლოებით იმ რაოდენობას უდრის, რასაც 30 გრამი არაყი შეიცავს.
ექსპერტები გვირჩევენ კვირაში მინიმუმ 150 წუთი დავუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს. რაც შეეხება დიეტას, უნდა იყოს შედგენილი ისე, რომ ადამიანმა სრულად მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და საკვები ნივთიერება.
მამაკაცებს, რომლებიც ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დაცვით ცხოვრობს, სხვებზე საშუალოდ ოთხ წელზე მეტხანს ცხოვრების შანსი ეძლევათ, ხოლო ქალებში, თითქმის ხუთ წელს მიაღწია ამ სხვაობამ.