ილონ მასკის კომპანია ემზადება უსინათლოებისთვის მხედველობის დასაბრუნებლად

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა დააანონსა ნეიროჩიპ Blindsight-ის პირველი იმპლანტი, რომელიც უსინათლოთათვის მხედველობის აღსადგენად არის განკუთვნილი. ოპერაცია დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ თავად მასკმა განაცხადა ვისკონსინში America PAC-ის ღონისძიებაზე.

თავიდან გამოსახულება ბუნდოვანი იქნება, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწყობილობა შეძლებს, რომ ადამიანს ზეადამიანური მხედველობა მისცეს“, — აღნიშნა მეწარმემ.

როგორ ვითარდებოდა პროექტი:

მხედველობითი იმპლანტის შემუშავებასთან დაკავშირებით Neuralink-ის გეგმების შესახებ 2024 წელს გახდა ცნობილი. მაშინ კომპანიამ განაცხადა, რომ მაიმუნებზე ჩატარებულმა ცდებმა წარმატებით ჩაიარა, რომლის დროსაც არცერთი ცხოველი არ დაზარალებულა.

Neuralink- 2016 წელს დაფუძნდა. 2019 წელს კომპანიამ პირველად მოახდინა ჩიპის დემონსტრირება, რომელიც სიგნალებს გადასცემდა ტვინს Bluetooth-ის მეშვეობით, 2021 წელს კი გამოაქვეყნა ვიდეო მაკაკა პეიჯერის შესახებ, რომელიც აზრის ძალით თამაშობდა ვიდეოთამაშებს.

2024 წლის დასაწყისში Neuralink-მა პირველად ჩაუნერგა ჩიპი ადამიანს – 29 წლის მამაკაცს, რომელიც მხრებს ქვემოთ მოწყვეტილი იყო. უკვე ერთი თვის შემდეგ მან კომპიუტერული თაგვის მართვა ისწავლა მხოლოდ გაფიქრების მეშვეობით.

Blindsight — კომპანიის შემდგომი ნაბიჯია. სამომავლოდ მასკი იძლევა დაპირებას, რომ მოწყობილობა საშუალებას მისცემს ადამიანს, აღიქვას არა მხოლოდ ხილული სპექტრი, არამედ ინფრაწითელი და ულტრაიისფერი გამოსხივებაც