გაიცანით ემმა გიბსონი, რომელიც ემბრიონის სახით იყო გაყინული 1992 წელს და დაიბადა 2017 წელს.

გაიცანით ემმა გიბსონი, რომელიც ემბრიონის სახით იყო გაყინული 1992 წელს და დაიბადა 2017 წელს.

ემმა რენ გიბსონი დაიბადა 2017 წელს ემბრიონიდან, რომელიც იყო გაყინული 24 წლით, 1992 წლიდან.

აღსანიშნავია, რომ მისი დედა ტინა გიბსონი 1 წლით ადრე დაიბადა – 1991 წელს, რაც გვეუბნება, რომ ემბრიონი და ტინა თითქმის ტოლები არიან.

ტინამ და მისმა ქმარმა ბენჟამენმა იშვილეს ემბრიონი ემბრიონების დონორების საერთაშორისო ცენტრიდან(VEDG), ტენესსში, რომელიც მშობლებს ეხმარება გამოუყენებელი ემბრიონების პოვნაში, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შემდეგ.

ემმას დაბადებამ ახალი რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე დიდი ხნით გაყინულმა ემბრიონმა, რომელიც წარმატებით გაჩნდა ჯანმრთელი ბავშვის სახით.