ნიკოლოზი(11 წლის): ფეხსაცმელზე ვოცნებობ. ყველას აქვს სკოლაში, მე კი – არა. ძალიან მცხვენია მეგობრებთან ბოტებით სიარულის, გოგოები კი საერთოდ დამცინიან. – კარგი რა! ასეთი ლამაზი ბიჭი ბოტებით? ნუ დაგცინებენ, ყველაზე ლამაზ ფეხსაცმელს გაჩუქებთ, ოღონდ კარგად ისწავლე! – რომ გაიზრდები, რა პროფესიას აირჩევ? – პოლიციელი მინდა გავხდე… პისტოლეტი მექნება!.. ჩემს დედიკოს, დებს და ძმებს ვერავინ აწყენინებს. […]
კატეგორია: გორი
სულ რაღაც ათიოდე წუთმა, შეცვალა უბედური ქალის და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის ცხოვრება და აქცია ის ჯოჯოხეთად!
იმ საღამოს ბედნიერი მშობლები – ზვიადი და ლაურა ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრებს ამზადებდნენ. ბავშვები გარს ეხვეოდნენ მშობლებს, ხოლო მესამე დედიკოს მუცელში იჯდა და დაბადებას ელოდა. ამ დროს ზვიადი ცუდად გახდა, სუნთქვა გაუჭირდა და ლაურას დახმარებას სთხოვა… ლაურას ყველა წამი კარგად ახსოვს, როგორ უსინჯავდა პულსს საყვარელ მეუღლეს, როგორ იგვიანებდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა… როგორ ეხვეწებოდა ზვიადს „არ დამტოვოო“… […]
დედიკო, რატომ გამაჩინე?
ყველაზე მეტად ნინოს ეშინია, რომ ერთ დღესაც მისი ერთადერთი, ნანატრი შვილი ჰკითხავს „დედიკო, რატომ გამოიჩინე“. 18 წელი ელოდა მარიამს, 18 წელი შვილი არ უჩნდებოდა, ხოლო როდესაც დედობის სიხარული ეწვია, ოჯახი დაენგრა… მეუღლე, რომელთან ერთადაც 18 წელი იცხოვრა, ოჯახიდან წავიდა და ორსული ქალი მარტო, ბედის ანაბარა დატოვა. ნინომ დედასთან შეაფარა თავი და პატარა მარიამიც იქ დაიბადა. დედა […]