ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

პროექტები / ბენეფიციარების საჭიროებები

Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ნათია საქართველოში ცოცხალი და ჯანმრთელი დავაბრუნოთ! თურქეთის კლინიკაში მყოფ ჩვენს თანამემამულეს ჩვენი დახმარება სასწრაფოდ ესაჭიროება. ნათიას მხოლოდ 1 კვირა აქვს ვადა, რომ გადარჩეს. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

მეორე ურთულესი ოპერაციისთვის, 15 ათასი დოლარი არის საჭირო. კეთილო ადამიანებო, ამ საბრალო დედა-შვილის იმედი, მხოლოდ თქვენ ხართ! დრო ძალიან ცოტაა. თურქი ექიმების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ნათიას, რამდენიმე დღეში მეორე ოპერაცია არ ჩაუტარდა, „ჩაიყრება წყალში“ არა მხოლოდ პირველი ოპერაციის კარგი შედეგი, არამედ უფრო დამძიმდება ნათიას მდგომარეობა. ექიმებმა დეტალურად აგვიხსნეს რატომ, თუმცა, ძვირფასო მკითხველო, თქვენ აღარ შეგაწყენთ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული ერთ ლარსაც კი, არა მხოლოდ ნათიას სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, არამედ მისი საბრალო გმირი დედისაც, რომელმაც ტანჯვაში გაატარა მთელი ახალგაზრდობა და მოხუცებულობა შვილის ჯოჯოხეთური წამების შემხედვარე. მოდით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მაინც მივანიჭოთ სიხარული ამ გმირ ქალს.

შემოწირულია

$45929.07

დონორი

2208

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

აფხაზეთის ომის გმირი ქალი, რომელმაც ბრძოლის ველიდან ათობით სასიკვდილოდ დაჭრილი ჯარისკაცი გამოიყვანა ტყვიებისა და აფეთქებული ჭურვების ქვეშ, ახლა სახელმწიფოსგან 45 ლარს იღებს და ქუჩის ძაღლივით ცხოვრობს! სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი!

აფხაზეთის ომი! დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი… დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი, ხოლო აფხაზეთში მცხოვრები 300 ათასზე მეტი ქართველი სეპარატისტებმა საკუთარი სახლებიდან განდევნეს. 20 წლის ლიკა აფხაზეთის ომში დაჭრილ ჯარისკაცებს სისხლს წმენდდა და ჭრილობებს უხვევდა. დაღუპული მებრძოლების ცხედრებს ბრძოლის ველზე არ ტოვებდა. საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოჰქონდა ცხედრები, რათა მათ მშობლებს შვილის საფლავი მაინც ჰქონოდათ. ის პატარა გმირი გოგონა დღეს უკვე ქვრივი ქალია, რომელსაც არ სახლი აქვს, არც საკვები, არც მედიკამენტების საყიდელი ფული. გმირი ქალი ისეთივე პირობებში ცხოვრობს, როგორშიც მიუსაფარი ძაღლი. ეს საშინელი შენობა – ყოფილი ტუბდისპანსერია. აქ არც სინათლეა, არც გათბობა, არც ფანჯრები. კედლები კი ნესტისგან დამპალია. სწორედ ამ საშინელ შენობაში ცხოვრობს გმირი ლიკა, რომელმაც ბრძოლის ველზე უამრავი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა და თავადაც სამშობლოს ერთიანობისთვის იბრძოდა. დღეს კი ამ სამშობლოში ერთი ნორმალური პატარა ოთახიც კი ვერ მოიძებნა ლიკასთვის. ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქალი იძულებული გახდა, თავად შესულიყო ამ მიტოვებულ შენობაში. ამ პალატებში ერთ დროს ტუბერკულოზით დაავადებული, სიკვდილთან მებრძოლი ხალხი იწვა. ის საშინელი პალატები დღეს გმირი ქალის ერთადერთი საცხოვრებელია. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!

შემოწირულია

$1215.58

დონორი

53

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

„დაგვეხმარეთ! უფალმა დაგლოცოთ!“ – მოწყალების თხოვნის ძალა აღარ გვაქვს! გვრცხვენია და ჯანმრთელობაც აღარ შეგვრჩა! ჩვენც ხომ ისეთივე ადამიანები ვართ… როგორიც შენ, შვილო“, – მომმართა ნონამ, რომელიც იძულებულია, მოწყალება ითხოვოს, რომ შიმშილით არ მოკვდეს!

აგეტირებათ, რომ ნახოთ, რა საშინელ პირობებში ცხოვრობს ოჯახი. ქალი, რომელსაც ხერხემლის დაავადება აქვს, ხის ტახტზე წევს. მეგობრებო, მათ სჭირდებათ საწოლები, მატრასები და თბილი ტანსაცმელი! ჭერიდან წყალი ჩამოსდით და წვიმის დროს სახლშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ. ფანჯრები ძველია, იშლება. ნაპრალებიდან ქარი უბერავს, ოთახში საშინლად ცივა, რადგან საბრალოებს არც შეშა აქვთ და არც საკუთარი ღუმელი. ნაცნობს შეეცოდა და დროებით ათხოვა თავისი. მაგრამ 10 დღის შემდეგ წაიღებს და საბრალო ქალები ისევ იკანკალებენ სიცივისგან. ღმერთმა არ ქნას, რომ გაცივდნენ! თორემ სიცხის დამწევის საყიდელი ფულიც კი არ ექნებათ. მალე ზამთარი დადგება, ამინდი ფუჭდება, ხშირად წვიმს და სახლიდან სულ უფრო იშვიათად უწევს ადამიანს გასვლა. ნონას და ნინოს კი თბილი ქურთუკებიც არა აქვთ! ჩვენი მხარდაჭერა ახლა ისე სჭირდება ამ ორ სუსტ ქალს, როგორც არასდროს! ისინი ელოდებიან დახმარებას ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან! დავეხმაროთ გამოზამთრებაში! ვაჩუქოთ მათ სიცოცხლე!

შემოწირულია

$6310.22

დონორი

430

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მთვრალმა ნაძირალებმა სასიკვდილოდ სცემეს მურმანს საკუთარი შვილების თვალწინ! ახალგაზრდა მამაკაცს რეანიმაციაში გული სამჯერ გაუჩერდა! თუ არ დავეხმარებით, ბავშვები სამუდამოდ დაკარგავენ საყვარელ მამას და ერთადერთ მარჩენალს!

მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!

შემოწირულია

$10787.70

დონორი

779

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სპიტაკში 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს დაინვალიდებული 14 წლის გოგონა, რომელიც ახლა 50 წლის მარტოხელა დედაა და ნამდვილ ვაჟკაცს უზრდის სომხეთს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. საბრალო ქალის ეტლს უკვე დიდი ხანია ბატარეა გაუფუჭდა და ამიტომ სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა!!!

კეთილო ადამიანებო, ნარეკისა და მისი საბრალო დედის ერთადერთი იმედი ახლა მხოლოდ თქვენ ხართ. დედა-შვილი ნამდვილი გმირები არიან! ყველასგან დავიწყებული გმირები! თუმცა, არა! ჩვენ მათ არ დავივიწყებთ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ გასაჭირში! ღვთისნიერო ადამიანებო, მხოლოდ თქვენი გულისხმიერებით არის შესაძლებელი, რომ ამ დედა-შვილის ისტორიის სევდიანი ფურცლები გადავფურცლოთ და ახალი ისტორია დავწეროთ მათთვის! სიკეთეს და სიყვარულს ხომ სასწაულების მოხდენა შეუძლია!

შემოწირულია

$2199.23

დონორი

109

დიახ! მსურს დახმარება!
Project

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მივმართავთ სრულიად საქართველოს! დაგვეხმარეთ სამი შვილის დედის გადარჩენაში! ბავშვების ობლად დარჩენას ხომ ვერასოდეს ვაპატიებთ საკუთარ თავს!

„ჩემი შვილებისთვის მინდა ვიცოცხლო და ფეხზე დავდგე! ბავშვებს დედა სჭირდებათ! დამეხმარეთ, ღვთის გულისათვის!“ — მხოლოდ ამ სიტყვების წარმოთქმა შეძლო ჩურჩულით ლიკამ, როცა საავადმყოფოში მოვინახულე. ქალს ტრაქეოსტომა აქვს ყელში და საუბარი უჭირს. მივმართავთ სრულიად საქართველოს! მეგობრებო, სამი შვილის დედას, ლიკას, თქვენი დახმარება სჭირდება, ის მხოლოდ 22 წლისაა. მაისში რვა თვის ორსული იყო, როცა ჩუტყვავილა დაემართა. მდგომარეობა გართულდა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა, ახალგაზრდა დედას კი ორივე თირკმელი გაუჩერდა და თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანომ ფუნქციონირება შეწყვიტა. შეხედეთ, დაავადებამ იმდენად შეცვალა ახალგაზრდა ლამაზი ქალის სახე, რომ ვერც კი იცნობთ! რამხელა ტკივილი ჩანს მის თვალებში! ლიკამ მეოთხე შვილი დაკარგა და კინაღამ თვითონაც დაიღუპა!

შემოწირულია

$35873.85

დონორი

2202

დიახ! მსურს დახმარება!
1 2 3 4 40