ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
პარკინსონის დაავადება 85 წლის მოხუცი ქალის თვალწინ, ნელი და მტანჯველი სიკვდილით კლავს მის უსაყვარლეს და მზრუნველ შვილის, ნუკრის – სანდომიან და მამაც ქართველ კაცს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ტვინი სხეულს ვეღარ მართავს. ამის გამო, ნუკრის თავი უკანკალებს და ხელ- ფეხი აღარ ემორჩილება.
თუკი, მას სასწრაფოდ არ ჩაუტარდება ოპერაცია, საქართველო ერთდროულად ორი სიკვდილის მოწმე გახდება: 85 წლის დედაც ნუკრის მაშინვე თან გადაჰყვება! მას ხომ, ინსულტი აქვს გადატანილი!
თურქეთში, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის ფასი, რომლებიც დახმარებას ელიან – 35 000 დოლარია.
თითქოს, გაერთიანებულია ეს ორი „სიკვდილი“! მათ ხომ, არასოდეს უნახავთ ამხელა ფული!
თამარი, ნუკრის დედა (85 წლის): „შვილო, მხოლოდ ის მითხარი, სად სჯობს ვითხოვო მოწყალება, – ჩურჩულით მეკითხება ამაყი ქართველი ქალი. – მე ხომ, ჩემს საყვარელ შვილს სხვა ვერაფრით დავეხმარები!“
ახალგაზრდობაში, ნუკრის დედამ უკვე დაასაფლავა ერთი ვაჟი… ჯარიდან საშინელი ამბავი შეატყობინეს – აღარ იყო მისი ბიჭი. ის, მაშინ მხოლოდ ოცი წლის იყო. გასკდა დედის გული.
დღეს კი, 85 წლის ასაკში, ყოველდღე უყურებს, როგორ კვდება ნელი სიკვდილით მის თვალწინ მეორე შვილიც… და ვერაფერს შველის.

სანამ, ჯანმრთელობა ხელს უწყობდა, საბნებსა და ლეიბებს კერავდა. მუშაობდა. კვებავდა ოჯახს. ახლა კი… ახლა, ის პარალიზებულია და ყველასგან მიტოვებული ამქვეყნად. ტკივილისგან ძლივს სუნთქავს, მაგრამ მაინც ზრუნავს საყვარელ შვილზე.
ნუკრი პატიოსნად შრომობდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ოცი წელი მშენებლად იმუშავა – მძიმე აგურები დაჰქონდა თავისი ხელით. დღეს კი, სწორედ ამ ხელებმა უმტყუნა… წყლით სავსე ფინჯნის დაჭერაც კი არ შეუძლია ხელში.
ნუკრი (56 წლის): „ხელები ისე მიკანკალებს, მეშინია, არ წავიქცე… მუშაობა არ შემიძლია, ოჯახს ვერ ვინახავ… ეს აუტანელია.“

ის ცხაცახებს, საკუთარი შვილიშვილების ხელში აყვანის ეშინია. ეშინია, არ დაუვარდეს.
ნუკრი (56 წლის): „ახალგაზრდობაში, მოჩხუბრებს ვაშველებდი და თავში მივიღე დარტყმა. ტრავმამ გვიან იჩინა თავი… ოცი წლის შემდეგ, საშინელი სენით მომიბრუნდა.“

2014 წლიდან, ის წამლებით ცოცხლობს. დღეში 8-10 აბი – ეს მაქსიმალური დოზაა. მეტის მიღება არ შეიძლება. მაგრამ ისიც, მხოლოდ ცოტა ხნით ანელებს დაავადების პროგრესირებას. ოპერაცია სწორედ ახლა უნდა გაკეთდეს – სანამ, პრეპარატები ორგანიზმს ჯერ კიდევ შველის. მერე, შეიძლება გვიანი იყოს.
ნუკრი ტირის თავჩაღუნული – მამაკაცური, მკაცრი ცრემლები, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იკავებდა, ახლა წასკდა და დაგვანახა, რაოდენ რთულია და საშინელი ამ დაავადებასთან ბრძოლა.
მხოლოდ ნუკრის მეუღლე მუშაობს ოჯახში. მისი ხელფასი – 600 ლარი, საკვებისა და წამლების საყიდლად ძლივს ჰყოფნით. სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ოპერაციის გასაკეთებლად კი, უზარმაზარი თანხაა საჭირო.
ნუკრი (56 წლის): „არასდროს ვკარგავ იმედს, რომ უფალი დამეხმარება!“
თუ გაქვთ შესაძლებლობა – გთხოვთ, დაეხმარეთ ნუკრის. მცირე დახმარებასაც კი, მისი გადარჩენა შეუძლია. გახსოვდეთ, როდესაც მოყვასს ვეხმარებით – ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს!
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წეროვანი.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ვინც ღარიბს კეთილად ეპყრობა, უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი სიკეთისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
ჩვენ ყოველთვის კონტაქტზე ვართ!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: მამისაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
15558.15₾დარჩა:
0₾