ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

როცა პურის ქერქი ერთადერთი სასუსნავია

calendar დეკემბერი 9, 2019

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ეს ოთახი–ბუნკერი ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ამის გამო აქ უამრავი ბუზია…

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270
„ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს პური ექნებოდათ სანატრელი? ალბათ არიან ადამიანები, ვინს სამყაროს სატანჯველად მოევლინა… ჩვენც ალბათ ამ კატეგორიაში გავდივართ…“
დედა, მამა და ორი პატარა ბიჭუნა ოთახში ცხოვრობენ, სადაც მხოლოდ საწოლის ადგილია! ამ ადგილს ოთახი პირობითად შეგვიძლია დავარქვათ… აქ არც ფანჯარაა, არც იატაკი… ბეტონის ბუნკერს უფრო გავს… ოთახიც იმდენად პატარაა მხოლოდ საწოლი ეტევა. ეს ოთახი–ბუნკერი ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ამის გამო აქ უამრავი ბუზია… საშინელი სანახავია და ძნელი წარმოსადგენი ეს საშინელება! 
პატარები 2 წლის ვალერი და 10 თვის საბა ისე დასუსტებულან შიმშილისგან, მწერებს ძლივს უმკლავდებიან. 
–მაია, აქ როგორ აღმოჩნდით?
მაია: მე და ჩემს მეუღლეს არაფერი გაგვაჩნია. ხელის გამწოდებელიც კი არავინ გვყავს… ოჯახს რომ ვქმნიდით, გვინდოდა ტკბილად გვეცხოვრა, ჩვენი შრომით გვერჩინა თავი. ჩემი მეუღლე მუშაა. უმაღლესი განათლება არ აქვს. რამდენი ტონა ტვირთი გადაივლის მის მხრებზე ყოველდღიურად ღმერთმა იცის. ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია. ვფიქრობდი, ბავშვებს ბაღში მივიყვანდი, მუშაობას დავიწყებდი, შევეხიდებოდი ჩემს მეუღლეს და თავს იოლად გავიტანდით… მაგრამ უფლის ნებით, ჩემი საბა განსაკუთრებული ბავშვია, რომელსაც ვერ დავტოვებ. 
– ეს ოთახი თქვენი საკუთრებაა?
მაია: არა, ეს ოთახი ერთმა კეთილმა ადამიანმა დაგვითმო, ახლა ის სოფელშია, ბებიასთან. მაგრამ როცა ჩამოვა, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ოთახი და ორი ბავშვით ისევ ქუჩაში მოგვიწევს ყოფნა, რადგან ქირის თანხას ვერ გავწვდებით. აქ ნაგავსაყრელის გვერდით, ერთი თავისუფალი ოთახი ვიპოვეთ, მაგრამ ოქ არვ ჭერია, არც იატაკი და არც ფანჯრები… ვფიქრობდით ცოტა თანხა დაგვეგროვებინა და ბეტონის იატაკი მაინც დაგვესხა, ან ფანჯრები მაინც გაგვეკეთებინა… მაგრამ, როგორც კი რამდენიმე ლარს გადავდებთ, ან ბავშვები ხდებიან ავად და წამლები სჭირდებათ ან კიდევ რამე უბედურება დაგვატყდება თავს! საბა დაუნის სინდრომით დაიბადა, გულის მანკიც აქვს, სუნთქვა უჭირს… მას წამლები სჭირდება, ვალერის საკვები… მაგრამ როგორ? ვინმემ გვასწავლოს 300 ლარით როგორ ვიარსებოთ ოთმა ადამიანმა… 
–მაია, ვინმე გეხმარებათ?
მაია: რამე გვეტყობა, რომ ვინმე გვეხმარება? არა… ჩვენ არ ვარსებობთ…არ ვჩანვართ!
–მოგვიყევით თქვენს პრობლემებზე, თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს! მიმართეთ მათ!
მაია: იცით, არ მჯერა, რომ ჩემს გასაჭირს ვინმე გამოეხმაურება… მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს! ერთი ოთახის გარემონტებაში მომეხმარეთ კეთილო ადამიანებო! იატაკზე დავიძინებთ უღონდ ამ საშინელებას დავაღწიოთ თავი! მიწას შევჭამ, ოღონდ ჩემი შვილები სითბოში იყვნენ…
–თქვენი აზრით, რა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც თქვენს ამბავს მთელი საქართველო გაიგებს?
მაია: არ ვიცი… შეიძლება ვინმემ არც დაიჯეროს, შეიძლება თქვან, რომ ასე ადამიანები ვერ იცხოვრებენ და არ დაიჯერონ… არ ვიცი.
მეგობრებო, ისევ თქვენი იმედი გვაქვს! გვჯერა, ერთად ამ ოჯახის გადარჩენასაც შევძლებთ. ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას ამ ოჯახის დასახმარებლად. ამ პატარებმა, ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ!
გადარჩენისთვის ოჯახს ესაჭიროება სარემონტო მასალა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი და თბილი თეთრეული!
ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ მაიას და გაიგოთ რა სჭირდებათ ბავშვებს. ეს მისი ტელეფონის ნომერია: 597 36 37 26 
თუ დახმარების საშუალება არ გაქვთ, გააზიარეთ ეს ისტორია, გვინდა, რომ ამ ოჯახის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს! 
არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პატარები! ისინი ახლა ჩვენი შვილებიც არიან! 
ასევე გთხოვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ადამიანების შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ:  office-fsp@fsp.ge. 
ფონდის ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი). 
საიტი: 
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

ხანდახან უფალი, ადამიანს დედამიწაზე მხოლოდ ტანჯვისთვის აგზავნის!

ეს ჩვენზეა ნათქვამი – სულ ცოტა ხნის წინ ტიროდა მაია. დღეს კი ის უბედნიერესია!
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი შვილები ლუკმა პურზე იოცნებებდნენ… ვოცნებობ, რომ ჩემი შვილების მომავალი სხვანაირი იქნება!“ – ასე იწყებოდა ამბოკაძეების ოჯახის ამბავი, რომლებიც არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ.
მეგობრებო, 2 თვის წინ ასე იყო, ახლა კი ამ ოჯახს ვეღარ იცნობთ! და ეს ნამდვილად თქვენი დამსახურებაა!
ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ამ ოჯახისთვის შიმშილი და სიღატაკე სამუდამოდ წარსულში დარჩა! მთელ ოჯახს ერთ საწოლზე ძილი აღარ მოუწევს. ახლა მათ ყველაფერი აქვთ! ბავშვების ჯანმრთელობასაც საფრთხე აღარ ემუქრება! იმდენი მედიკამენტები აქვთ, რომ აღარაფრის ეშინიათ! ოთახი გარემონტებულია და წყლის ავზიც დამონტაჟებული!
– მაია, მოგვიყევით, რა შეიცვალა ჩვენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია: ის, რომ ჩვენ დღემდე ვცოცხლობთ თქვენი დამსახურებაა და კეთილი ხალხის, ვინც გასაჭირში არ მიგვატოვა. წარმოგიდგენიათ? იმის შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის შესახებ სტატია დაწერეთ, ჩვენთვის სრულიად უცნობი ადამიანები – ფონდის მეგობრები, მოდიოდნენ, მოჰქონდათ პროდუქტი, პამპერსი, ტანსაცმელი!
– კიდევ როგორ დაგეხმარნენ მაია? ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
მაია: კარადები, ლამაზი თაროები, სათამაშოები გვაჩუქეს! ამას რა დამავიწყებს! ახალგაზრდებმა, რომლებსაც არც კი ვიცნობ, ჩვენი ელექტროენერგიის დავალიანება დაფარეს.
– შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს მკითხველებს, კიდევ რამეზე ოცნებობთ?
მაია: ჩვენნაირ ოჯახებს მუდამ დახმარებათ სჭირდება. თქვენ გადარჩენის შესაძლებლობა მოგვეცით, ფონდის დამსახურებით, ახლა ყველაფერი გვაქვს, რაზეც ოცნებას ვერ ვბედავდით! საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ! სარეცხი მანქანა, მაცივარი, პროდუქტი, მედიკამენტები, საწოლები, ავეჯი…
მეგობრებო, როგორც იცით, ჩვენი ფონდის წესია, რომ თითოეული ჩარიცხული და დახარჯული თეთრისთვის ანგარიშს გაბარებთ. რა თქმა უნდა, თქვენს ნდობას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თვალნათლივ დარწმუნდეს, რომ მის მიერ შემოწირული თანხა დაიხარჯა მიზნობრივად.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, – რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე… ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება!
თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ყველას! ძალიან გვინდა, რომ პირადად გავიცნოთ და მადლობა გადავუხადოთ ყველა კეთილ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ამ ოჯახის გაჭირვება. თქვენ გმირები ხართ!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 ან GE64BG0000000470458000. (დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი) შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით https://chernovetskyifund.ge/ge/projects/533-ambokadze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან Nova Technology, TBCpay და ExpressPay. მოძებნეთ ჩვენი ფონდის სახელი განყოფილებაში „ქველმოქმედება“.
ინფორმაციას ფონდის დამატებითი ვალდებულებებისა და უფლებების შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus )
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 მარ 03
მედიკამენტები
1044.82₾
2020 მარ 03
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
1400.00₾
2020 მარ 03
პროდუქტები
500.00₾
2020 მარ 03
პურის საცხობი
270.00₾
2020 მარ 03
სამშენებლო მასალა
122.05₾
2020 მარ 03
წყლის ბაკი
80.00₾
2020 მარ 27
ფონდის ზედნადები ხარჯები
810.00₾

სულ ხარჯები:

4226.87₾

დარჩა:

0.27₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
11.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
10.03.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2020 20:00:00
₾250.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
18.02.2020 20:00:00
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
16.02.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
03.02.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
02.02.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.01.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
28.01.2020 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.01.2020 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.01.2020 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.01.2020 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.01.2020 16:47:52
₾30.00

შემოწირულია:

₾4,227.14

232 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,227.14

232 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება