ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა პურის ქერქი ერთადერთი სასუსნავია

ეს ოთახი–ბუნკერი ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ამის გამო აქ უამრავი ბუზია...
3,473.14 ₾
190
დონორები
შეგროვებულია

„ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს შვილებს პური ექნებოდათ სანატრელი? ალბათ არიან ადამიანები, ვინს სამყაროს სატანჯველად მოევლინა... ჩვენც ალბათ ამ კატეგორიაში გავდივართ...“
დედა, მამა და ორი პატარა ბიჭუნა ოთახში ცხოვრობენ, სადაც მხოლოდ საწოლის ადგილია! ამ ადგილს ოთახი პირობითად შეგვიძლია დავარქვათ... აქ არც ფანჯარაა, არც იატაკი... ბეტონის ბუნკერს უფრო გავს... ოთახიც იმდენად პატარაა მხოლოდ საწოლი ეტევა. ეს ოთახი–ბუნკერი ნაგავსაყრელთან ახლოსაა, ამის გამო აქ უამრავი ბუზია... საშინელი სანახავია და ძნელი წარმოსადგენი ეს საშინელება! 
პატარები 2 წლის ვალერი და 10 თვის საბა ისე დასუსტებულან შიმშილისგან, მწერებს ძლივს უმკლავდებიან. 
–მაია, აქ როგორ აღმოჩნდით?
მაია: მე და ჩემს მეუღლეს არაფერი გაგვაჩნია. ხელის გამწოდებელიც კი არავინ გვყავს... ოჯახს რომ ვქმნიდით, გვინდოდა ტკბილად გვეცხოვრა, ჩვენი შრომით გვერჩინა თავი. ჩემი მეუღლე მუშაა. უმაღლესი განათლება არ აქვს. რამდენი ტონა ტვირთი გადაივლის მის მხრებზე ყოველდღიურად ღმერთმა იცის. ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია. ვფიქრობდი, ბავშვებს ბაღში მივიყვანდი, მუშაობას დავიწყებდი, შევეხიდებოდი ჩემს მეუღლეს და თავს იოლად გავიტანდით... მაგრამ უფლის ნებით, ჩემი საბა განსაკუთრებული ბავშვია, რომელსაც ვერ დავტოვებ. 
– ეს ოთახი თქვენი საკუთრებაა?
მაია: არა, ეს ოთახი ერთმა კეთილმა ადამიანმა დაგვითმო, ახლა ის სოფელშია, ბებიასთან. მაგრამ როცა ჩამოვა, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ეს ოთახი და ორი ბავშვით ისევ ქუჩაში მოგვიწევს ყოფნა, რადგან ქირის თანხას ვერ გავწვდებით. აქ ნაგავსაყრელის გვერდით, ერთი თავისუფალი ოთახი ვიპოვეთ, მაგრამ ოქ არვ ჭერია, არც იატაკი და არც ფანჯრები... ვფიქრობდით ცოტა თანხა დაგვეგროვებინა და ბეტონის იატაკი მაინც დაგვესხა, ან ფანჯრები მაინც გაგვეკეთებინა... მაგრამ, როგორც კი რამდენიმე ლარს გადავდებთ, ან ბავშვები ხდებიან ავად და წამლები სჭირდებათ ან კიდევ რამე უბედურება დაგვატყდება თავს! საბა დაუნის სინდრომით დაიბადა, გულის მანკიც აქვს, სუნთქვა უჭირს... მას წამლები სჭირდება, ვალერის საკვები... მაგრამ როგორ? ვინმემ გვასწავლოს 300 ლარით როგორ ვიარსებოთ ოთმა ადამიანმა... 
–მაია, ვინმე გეხმარებათ?
მაია: რამე გვეტყობა, რომ ვინმე გვეხმარება? არა... ჩვენ არ ვარსებობთ...არ ვჩანვართ!
–მოგვიყევით თქვენს პრობლემებზე, თქვენს ისტორიას უამრავი ადამიანი წაიკითხავს! მიმართეთ მათ!
მაია: იცით, არ მჯერა, რომ ჩემს გასაჭირს ვინმე გამოეხმაურება... მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს! ერთი ოთახის გარემონტებაში მომეხმარეთ კეთილო ადამიანებო! იატაკზე დავიძინებთ უღონდ ამ საშინელებას დავაღწიოთ თავი! მიწას შევჭამ, ოღონდ ჩემი შვილები სითბოში იყვნენ...
–თქვენი აზრით, რა შეიძლება შეიცვალოს მას შემდეგ, რაც თქვენს ამბავს მთელი საქართველო გაიგებს?
მაია: არ ვიცი... შეიძლება ვინმემ არც დაიჯეროს, შეიძლება თქვან, რომ ასე ადამიანები ვერ იცხოვრებენ და არ დაიჯერონ... არ ვიცი.
მეგობრებო, ისევ თქვენი იმედი გვაქვს! გვჯერა, ერთად ამ ოჯახის გადარჩენასაც შევძლებთ. ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას ამ ოჯახის დასახმარებლად. ამ პატარებმა, ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ნამდვილ ქართველებს შეეფერებათ!
გადარჩენისთვის ოჯახს ესაჭიროება სარემონტო მასალა, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ავეჯი და თბილი თეთრეული!
ასევე შეგიძლიათ დაურეკოთ მაიას და გაიგოთ რა სჭირდებათ ბავშვებს. ეს მისი ტელეფონის ნომერია: 597 36 37 26 
თუ დახმარების საშუალება არ გაქვთ, გააზიარეთ ეს ისტორია, გვინდა, რომ ამ ოჯახის შესახებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს! 
არ დატოვოთ უყურადღებოდ ეს პატარები! ისინი ახლა ჩვენი შვილებიც არიან! 
ასევე გთხოვთ, თუ გაქვთ ინფორმაცია ადამიანების შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება, მოგვწერეთ:  office-fsp@fsp.ge. 
ფონდის ანგარიშებია: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000, GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ამბოკაძეების ოჯახი). 
საიტი: 
სწრაფი ჩარიცხვის აპარატები: Nova Technology, TBCpay, ExpressPay. ქველმოქმედების განყოფილებაში იპოვეთ ჩვენი ფონდი.
(ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ლინკზე https://goo.gl/GY2Gus)

მსგავსი პროექტები: