ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

პატარა გოგონა მთელი ძალებით იბრძვის სიცოცხლისთვის

calendar მარტი 25, 2021

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

მამა, რომელმაც მიატოვა, ძილის წინ ზღაპრებს არასდროს წაუკითხავს; არც ბებია და ბაბუა დაპატიჟებენ ოდესმე სტუმრად. ერთადერთი, რაც 2 წლის პრინცესას, ანა-მარიას გააჩნია, მტირალი დედა და სოციალური სასადილოდან მოტანილი პურია. ახლობლებმა და ნათესავებმა მის სიცოცხლეზე უარი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე თქვეს!
„ნათესავებმა არ მიმიღეს, მითხრეს: „ბავშვის გაჩენა თუ გინდა – ქმარი დაიბრუნე, თუ არ დაიბრუნებ – ბავშვი მოიშორე“. რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით?“

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

მარტომ, ჭერისა და საარსებო წყაროს გარეშე, სასოწარკვეთილმა დედამ, შორენამ აღარ იცის, ვის კარზე დააკაკუნოს, ვის სთხოვოს დახმარება. „პური, ერთი მუჭა მაკარონი და ერთი კარტოფილი დღეში“, – ამ ქალმა თავისი გოგონას გადასარჩენად საკუთარ თავს ყველაფერზე უარი უთხრა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

„ჩემს გოგონას მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება“, – შორენას თვალებში მხოლოდ სასოწარკვეთა იკითხება. ფეხსაცმლისა და მასაჟების გარეშე ბავშვმა შეიძლება სიარულის უნარი დაკარგოს! მიტოვებული დედა-შვილის ერთადერთი იმედი ხალხის სიკეთეა. 

– შორენა, მარტო როგორ ცხოვრობთ? მარტოხელა დედობა საქართველოში დიდი გამოცდაა!

შორენა: ოჰ, ნუ იტყვით… როცა სრულიად მარტო რჩები, როცა გვერდით არავინ გყავს, ვინ დაგეხმარება? მატერიალურად კი არა, თუნდაც სიტყვებით… კატასტროფაა! ნათესავებმა არ მიმიღეს, მითხრეს: „ბავშვის გაჩენა თუ გინდა – ქმარი დაიბრუნე, თუ არ დაიბრუნებ – ბავშვი მოიშორე.“ რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით? შვილი ვარჩიე. ძალიან ძნელი იყო. მარტო, ჭერისა და საარსებო წყაროს გარეშე…

–ვინ დაგიდგათ მხარში, შორენა? 

შორენა: სრულიად უცხო ადამიანები. ბავშვს ახლაც მეზობელთან ვტოვებ, რომ სოციალურ სასადილოში გავიქცე და საჭმელი მოვიტანო. სასადილო რომ არა, უბრალოდ შიმშილით დავიხოცებოდით. 

– როგორც ვხვდები, არ მუშაობთ. რა სახსრებით ცხოვრობთ? 

შორენა: ანა-მარიას მარტო დატოვება და სამსახურში წასვლა არ შემიძლია, მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრება კი უბრალოდ შეუძლებელია… თვეში 170 ლარს ვიღებთ… მოდი, აბა, ერთად დავითვალოთ, ეს თანხა რაზე შეიძლება მეყოს: ბინაში 50 ლარს ვიხდი – 250 ლარს სახელმწიფო იხდის, მე კი ვამატებ. ამას გამოვაკლოთ კომუნალური მომსახურების ხარჯები; საკვებზე 100 ლარი რჩება. ეს დღეში დაახლოებით 3 ლარია. ამ თანხით მე და ჩემს გოგონას რის ყიდვა შეგვიძლია? პური, ერთი მუჭა მაკარონი და ერთი ცალი კარტოფილი ან 100 გრამი წიწიბურა და ერთი თავი ხახვი… ბავშვს მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება. დროულად თუ არ უმკურნალეს, შეიძლება დაინვალიდდეს… მაგრამ როგორ? (ტირის.)

– იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა მოხდება, საჭმლის გარდა სხვა რამეც რომ დაგჭირდეთ…

შორენა: მივხვდი, რასაც გულისხმობთ. ჩემს გოგონას მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება… იცით რა ღირს? დაახლოებით 400 ლარი! გამოდის, ფეხსაცმლის საყიდლად და მასაჟების გასაკეთებლად, ოთხი თვე უნდა ვიშიმშილოთ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! 

– დიახ… სამწუხაროდ, ტირილით საქმეს ვერ უშველი… ხსნას რაში ხედავთ? 

შორენა: იცით, თუ ზურგი უახლოესმა ადამიანებმა მაქციეს, უცხო ხალხისგან რას უნდა ველოდო? ალბათ მხარდაჭერას… ჩემთვის შეიძლება ერთი კეთილი სიტყვაც კი დიდი ნუგეში იყოს. ყველა ამბავს ვკითხულობ, რომელსაც თქვენ აქვეყნებთ და მართლა მთელი გულით მიხარია, როცა მათ ის ხალხი ეხმარება, ვინც მათი არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა… სწორედ ამიტომ მოგმართეთ! 

–რა გჭირდებათ პირველ რიგში? 

შორენა: სურსათი, საფენები და ორთოპედიული ფეხსაცმელი! ჩვენ „ცხოვრებით ობლები“ ვართ, ახლობელი არავინ გვყავს… ამ სიტყვებს ვამბობ და ყელში ბურთი მაწვება, ისეთი შიში მიპყრობს… თუ ჩემს მშვენიერ გოგონას ტელევიზორს აჩუქებთ, მის ბედნიერებას საზღვარი არ ექნება! 

– და თქვენთვის რა გინდათ? 

შორენა: ვაი! ჩემთვის არასდროს უკითხავთ, რა მინდა. ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა, მაცივარი… და ჩემი გოგონასთვის საწოლი.

– შორენა, უცებ სასწაული რომ მოხდეს და ანა-მარიას მამამ ეს სტატია წაიკითხოს, მისთვის რამის თქმას ხომ არ ისურვებდით? 

შორენა: ერთს ვიტყვი – ნაწყენი არ ვარ, გულში ბოღმა არ მიდევს… დიახ, თავიდან გული ძალიან მტკიოდა, მწყინდა… მაგრამ ამ ადამიანის მაინც მადლობელი ვარ! მან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა – ჩემი გოგონა! თუ კავშირზე გამოვა და შვილის გაცნობას მოინდომებს, მე მხოლოდ გამიხარდება. ბავშვს იმის უფლება აქვს, რომ საკუთარ მამას იცნობდეს. ის კარგი კაცია!

– განა კარგი ადამიანები შვილებს ტოვებენ?

შორენა: რატომ წავიდა, არც კი ვიცი… ხუთი წელი სიამტკბილობით ვცხოვრობდით. მცირე უთანხმოებაც კი არ გვქონია. მისი განსჯის უფლება არ მაქვს. მას უფალი განსჯის. 

– შორენა, დარწმუნებული ვარ ბევრ მეგობარს შეიძენთ! ფონდის მეგობრები თქვენი ოჯახის წევრები გახდებიან. 

შორენა: ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება მართლა შეიცვლება. 

***

მეგობრებო, შორენას და ანა-მარიას ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეშვენის!

გადასარჩენად ამ ოჯახს ძალიან სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ორთოპედიული ფეხსაცმელი, საწოლები, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ!

მოინახულეთ შორენა და მისი გოგონა, გაიგეთ მათი საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ მათ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება პირადად შეგიძლიათ. ღმერთი ამისთვის აუცილებლად დაგლოცავთ და დაგაჯილდოვებთ! მათი მისამართია: თბილისი, ილურიძის ქუჩა №12.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: შორენა სამხარაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი შორენას და ანა-მარიასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

ჩვენ ახლა ყველაზე ბედნიერი ადამიანები ვართ საქართველოში და ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა!

კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!

„ეს ღიმილი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მთელი მსოფლიოს ოქრო!“

აი, კიდევ ერთი სასწაული, მეგობრებო! გოგონა, რომელსაც ნათესავებმა და ახლობლებმა ზურგი აქციეს, ჩვენი საერთო შვილი გახდა. დიახ, დიახ, ის ახლა ჩვენია! ამდენი ყურადღება და სიყვარული მას არასდროს მიუღია. ეს მას სახეზეც ეტყობა.

როცა ანა-მარიას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამოვაცხადეთ, დედამისმა, შორენამ გვითხრა: „ნეტა ვის რაში ვჭირდებით? ვინ დაგვეხმარება? ჩვენზე ნათესავებმაც კი უარი თქვეს.“ მას არ სჯეროდა, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ხალხი ცხოვრობს და უცხო და უცნობი ადამიანი მათთვის შეიძლება ყველა ნათესავზე ახლობელი გახდეს!

უმოკლეს დროში ნამდვილი სასწაული მოხდა! ანა-მარიასთვის თანხა ასობით კეთილმა ადამიანმა გადმორიცხა, რითაც ეს პატარა გოგო და მისი დედა მკურნალობით, წამლებით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველვყავით. ამ ყველაფერზე ისინი ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ.

პატარა ანა-მარია ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ეს აუცილებელი არც არის. მისი ემოციები ფოტოებზეც მშვენივრად ჩანს, ეს კი ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდოა!

„მისი წკრიალა სიცილის ხმა გაგონილი არ მქონდა და არც კი ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ამხელა სიხარულის უნარი ჰქონდა.“

„ჩვენს სახლში ბედნიერება თქვენთან ერთად მოვიდა! დიდი მადლობა, დიდი მადლობა ყველას! რამხელა გული ჰქონიათ ქართველებს, რომლებმაც გასაჭირში მარტო არ დაგვტოვეს!“ – ამ სიტყვებით შეგვეგება შორენა.

ეს ანგელოზი ბედნიერ ბავშვობას ხომ იმსახურებს?

– შორენა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

შორენა: სანამ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდებოდით, მე და ჩემი გოგონა სრულიად მარტო ვიყავით: ქმარმა მიმატოვა, მშობლებმა კი ჩემზე უარი თქვეს. არანაირი იმედი და მხარდაჭერა, მხოლოდ შიში ჩემი შვილის გამო და სასოწარკვეთილება, ფინანსური პრობლემები კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა: ნახევრად მშივრები ვიყავით, ფული იმისთვისაც კი არ მქონდა, რომ ბავშვისთვის საფენები მეყიდა…

იმ დღეს, როცა ჩვენი ამბავი გამოაქვეყნეთ, ტელეფონზე სრულიად უცხო ადამიანებმა დაიწყეს რეკვა. ზოგი მეკითხებოდა, ყველაზე მეტად რა გვჭირდებოდა, ზოგიც უბრალოდ მხარდასაჭერად რეკავდა. ჩვენს მოსანახულებლად საოცრად კეთილი ადამიანები მოდიოდნენ და საჭმელი, ტანსაცმელი მოჰქონდათ… ფონდის მიერ შეგროვებული თანხით გაზქურა და სარეცხი მანქანა გვაჩუქეს. ახლა ყოფა-ცხოვრება ბევრად გამიმარტივდა, სამზარეულოში ფუსფუსიც მსიამოვნებს და აღარც ხელები მეყინება გაყინულ წყალში რეცხვისგან.

თქვენი დახმარების წყალობით, საკუთარ და ჩემი შვილის ჯანმრთელობასაც მივხედე: ყველა საჭირო ანალიზი ჩავაბარეთ და ექიმების დანიშნულ წამლებსაც ვსვამთ. ერთი სიტყვით, ჩვენთვის ახალი ცხოვრება დაიწყო და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ!

მგონი ბავშვს დედაზე არანაკლებ უხარია საჩუქრები.

დიახ, სახეებიც კი შეგეცვალათ ორივეს! მახსოვს, პირველად რომ გნახეთ, ბავშვი ისე ტიროდა, ვერც კი აწყნარებდით… შორენა, პოსტზე ასეთ გამოხმაურებას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

შორენა: ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, – როცა ქმარმა, მშობლებმა და ნათესავებმა ჩემზე უარი თქვეს და ყოველგვარი მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დამტოვეს, – უკვე აღარ მჯეროდა, რომ ჩემი ბედით უცხო ადამიანები დაინტერესდებოდნენ… ან ასეთ რთულ დროს დახმარებას როგორ უნდა ელოდო?! ამ პანდემიის გამო ყველას ძალიან უჭირს… მაგრამ ზარების რაოდენობა დღითიდღე მატულობდა; სოციალურ ქსელებშიც მწერდნენ, საჩუქრები მოჰქონდათ… საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებდი! მერე გაოცება სიხარულმა ჩაანაცვლა. თანხა, რითაც ყველა საჭირო ნივთი გვიყიდეს, ასობით ადამიანმა შეაგროვა. ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდი, მაგრამ ვერაფრით ვიჯერებდი, რომ ზოგი 100 ლარს გვირიცხავდა, ზოგიც 1 ლარს, – შეძლებისდაგვარად. წარმოგიდგენიათ? ეს ენით აღუწერელი ემოციებია. აღარც კი მახსოვს, ბოლოს ასეთი ბედნიერი როდის ვიყავი. ალბათ ბავშვობაში…

„მჯერა, რომ ნელ-ნელა ყველა ოცნება აგვიხდება.“

      – ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

  შორენა: ეს აუცილებლად უნდა მოგიყვეთ! ასეთი მხარდაჭერის შესახებ მხოლოდ ჟურნალებში თუ წამიკითხავს და არ მჯეროდა… ჩვენი ამბის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში, გვიან საღამოს, ერთმა ქალმა – ნინომ დამირეკა. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ბედი გვქონია: ისიც ქმარმა მიატოვა და ნინო მატერიალური მხარდაჭერის და დახმარების გარეშე დარჩა… ოღონდ ნინოს სასიკვდილო დაავადება სჭირს – კიბო აქვს. გადარჩენას სამ შვილთან ერთად ცდილობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა რთული სიტუაციაა? მან კი ჩემ მხარდასაჭერად ძალა მაინც იპოვა; მითხრა, რომ დედები ვართ, ამიტომ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, იმედი არ უნდა დავკარგოთ და შვილებს ჩვენი ცრემლები არ უნდა დავანახოთ. ამ საუბარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა. დიდხანს ვისაუბრეთ, ვიტირეთ, ვიცინეთ…

დიდი ხანია ასე გულწრფელად არავისთან მისაუბრია, რადგან ხალხის მიმართ ნდობა მქონდა დაკარგული. თან ვფიქრობდი, ჩემი პრობლემები ნეტა ვის რაში აინტერესებს-მეთქი? ნინო ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი გახდა. ზუსტად ის მითხრა, რის მოსმენაც იმ წუთას მჭირდებოდა და თითქოს გამომაღვიძა, სტიმული მომცა… ამ წმინდა ქალის უზომოდ მადლიერი ვარ და უფალს ვევედრები, რომ ამ სენის დაძლევაში დაეხმაროს. კარგი ადამიანები ასე ადრე არ უნდა მიდიოდნენ და შვილებს ობლად არ უნდა ტოვებდნენ.

“ისეთი საყვარელია, რომ მისი დაჩქმეტა და ჩაკოცნა გინდა!”

ანა-მარია ნამდვილი დიასახლისი იზრდება

ღმერთი მოწყალეა, შორენა! უკეთესი მომავლის იმედი უნდა გვქონდეს! ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ან რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს?

შორენა: ვაიმე, ეს ჩემთვის ისეთი მტკივნეული თემაა… არა, ჩემო კარგებო, არანაირი გამოხმაურება. სახელმწიფო ჩვენი ბინის ქირის ნახევარს იხდის, ჩვენ კი ისევ ისე ვცდილობთ თვეში 170 ლარით გადარჩენას. სულ ეს არის მათი დახმარება.

„კაკა“ (კანფეტი) და წვენი მომიტანე!“

შორენა, გული არ გაიტეხოთ, კარგი? რას ნიშნავს ფონდის მეგობრების მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

შორენა: როგორც უკვე გითხარით, ბოლო დროს დეპრესია მქონდა, თავში საშინელი ფიქრები მიტრიალებდა და ლოგინიდან ადგომის ძალაც კი აღარ მქონდა; ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად და მორალურად ავად ვიყავი. შვილის გამო მეშინოდა, ყოველდღიური ყოფითი პრობლემები კი ნელ-ნელა მანადგურებდა და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევდა. ამას ჩემი სისუსტე, მუდმივი თავის ტკივილები და ბავშვი დაემატა პროგრესული დიათეზით… სად უნდა წავსულიყავი?

თქვენ ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში მოგმართეთ, როცა იმედი თითქმის აღარ დამრჩა… კეთილი ადამიანების რწმენა თქვენ დამიბრუნეთ! ვიცი, რომ თუ ჩემს შვილს საჭმელი არაფერი ექნება, თქვენ მყავხართ – მზრუნველი ადამიანები, რომლებიც ბავშვს შიმშილით სიკვდილისთვის არ გაწირავენ. თქვენ დიდი ხნის ოცნება ამისრულეთ და საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაჩუქეთ, რითაც საოჯახო საქმეები ბევრად გამიმარტივეთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ საკუთარი თავის სიყვარულს ვსწავლობ! ადრე მეგონა, რომ რადგან ყველამ მიმატოვა, ე.ი. ვიმსახურებ; ალბათ ცუდი ვარ და ღირსი ვარ, ამ საშინელ პირობებში ვიტანჯო. მე ხომ ცუდი ვარ?!

მაგრამ როგორც კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდით, ჩემზე იმდენი კარგი მოვისმინე, იმდენი სითბო მივიღე… თავს აღარ ვიდანაშაულებ და აღარ ვლანძღავ, რადგან ჩემს შვილს ჯანმრთელი და ბედნიერი ვჭირდები… და რაც არ უნდა მოხდეს, ყველანაირ სირთულეს გავართმევ თავს!

„ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარია, – იქნება ეს საკვები თუ ტანსაცმელი.

შორენა, თუ შეიძლება, ამ სირთულეების შესახებ მოგვიყევით. კიდევ რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება?

შორენა: კიდევ რამის თხოვნა ძალიან მრცხვენია, რადგან თქვენ ჩვენთვის შეუძლებელი გააკეთეთ. ძალიან დაგვეხმარეთ, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით! თუ ჩემს სიტყვებს მზრუნველი და გულისხმიერი ხალხი წაიკითხავს, – დამეხმარეთ ანა-მარიას ჯანმრთელობას მივხედო. ყველაზე მეტად ეს მადარდებს. დიათეზის გამო ანალიზები კიდევ უნდა ჩავაბაროთ და ექიმების კონსულტაციაც დაგვჭირდება, მაგრამ მე ამის შესაძლებლობა არ მაქვს. ბავშვს არც ორთოპედიული ფეხსაცმელი (15სმ.) აქვს, არც ტანსაცმელი და არც სათამაშოები. გული მტკივა, რომ უსახსრობის გამო ბავშვს ნორმალური ბავშვობა არ აქვს…

მე რაც შემეხება, – მაცივარი ძალიან გამახარებს, თორემ ჩვენი უკვე ძლივს მუშაობს. ტანსაცმელიც თითქმის აღარ მაქვს. აი, დახეულ შარვალში დავდივარ! როგორც ხედავ, ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება უდიდესი საჩუქარია, – იქნება ეს საკვები, ჰიგიენური საშუალებები თუ ტანსაცმელი. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ან დაგვეხმარება, თუნდაც კეთილი სიტყვებით! თქვენ ჩვენი იმედი ხართ!

“პატარა შვილთან ერთად სრულიად მარტო დავრჩი. ძალიან გთხოვთ, არ მიგვატოვოთ!“

***

ძვირფასო მეგობრებო, სამხარაძეების ოჯახს ძალიან უჭირს: დედა-შვილი ძალიან რთულ პირობებში, თვეში 170 ლარზე ცხოვრობს! ბავშვს გამოკვლევები, სპეციალური ფეხსაცმელი და მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ანა-მარიას დედას საამისო ფული არ აქვს. ძალიან გთხოვთ, ჩვენო ყურადღებიანო და მზრუნველო თანამოქალაქეებო, მოდი ამ მარტოხელა ადამიანებისთვის გავერთიანდეთ და ისინი შიმშილით სიკვდილს გადავარჩინოთ! ჩვენი წყალობით პირველად, ისინი თავს მარტო აღარ გრძნობენ და სჯერათ, რომ ჯერ კიდევ შეუძლიათ ბედნიერები იყვნენ!  შორენა და ანა-მარია ნებისმიერი დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობლები იქნებიან, – იქნება ეს საჭმელი, ტანსაცმელი თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი); პატარა ანა-მარია კი საკუთარ სათამაშოებზე და ლამაზ ტანსაცმელზე ოცნებობს! მათ იმედის დაკარგვის უფლება აღარ უნდა მივცეთ! ეს პატარა გოგონა ყოველთვის მხიარული და ბედნიერი უნდა იყოს!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: სამხარაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/710-samkharadze.

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2021 აპრ 28
მედიკამენტები
300.00₾
2021 აპრ 28
პროდუქტები
199.62₾
2021 მაი 31
ფონდის ზედნადები ხარჯები
575.00₾
2021 ივნ 03
გაზქურა
650.00₾
2021 ივნ 15
მედიკამენტები
99.35₾
2021 ივნ 22
მედიკამენტები
99.05₾
2021 ივლ 08
სარეცხი მანქანა
755.00₾
2021 აგვ 10
ანალიზები
184.00₾
2021 ოქტ 08
პროდუქტები
79.33₾
2021 ოქტ 15
მედიკამენტები
187.98₾
2021 ოქტ 22
პროდუქტები
99.90₾

სულ ხარჯები:

3229.23₾

დარჩა:

0.26₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
გმადლობთ, კეთილო გულო!
01.10.2021 20:00:00
₾50.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
30.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
29.09.2021 20:00:00
₾3.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
27.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
26.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
25.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
24.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:23:07
₾1.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
23.09.2021 20:00:00
₾2.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 20:00:00
₾10.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 20:00:00
₾20.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
20.09.2021 05:37:54
₾100.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾7.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾5.00
გმადლობთ, კეთილო გულო!
19.09.2021 20:00:00
₾10.00

შემოწირულია:

₾3,229.49

204 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾3,229.49

204 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება