ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პატარა გოგონა მთელი ძალებით იბრძვის სიცოცხლისთვის

მამა, რომელმაც მიატოვა, ძილის წინ ზღაპრებს არასდროს წაუკითხავს; არც ბებია და ბაბუა დაპატიჟებენ ოდესმე სტუმრად. ერთადერთი, რაც 2 წლის პრინცესას, ანა-მარიას გააჩნია, მტირალი დედა და სოციალური სასადილოდან მოტანილი პურია. ახლობლებმა და ნათესავებმა მის სიცოცხლეზე უარი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე თქვეს! „ნათესავებმა არ მიმიღეს, მითხრეს: „ბავშვის გაჩენა თუ გინდა - ქმარი დაიბრუნე, თუ არ დაიბრუნებ - ბავშვი მოიშორე“. რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით?“
1,877 ₾
104
დონორები
შეგროვებულია

მარტომ, ჭერისა და საარსებო წყაროს გარეშე, სასოწარკვეთილმა დედამ, შორენამ აღარ იცის, ვის კარზე დააკაკუნოს, ვის სთხოვოს დახმარება. „პური, ერთი მუჭა მაკარონი და ერთი კარტოფილი დღეში“, - ამ ქალმა თავისი გოგონას გადასარჩენად საკუთარ თავს ყველაფერზე უარი უთხრა, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

„ჩემს გოგონას მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება“, - შორენას თვალებში მხოლოდ სასოწარკვეთა იკითხება. ფეხსაცმლისა და მასაჟების გარეშე ბავშვმა შეიძლება სიარულის უნარი დაკარგოს! მიტოვებული დედა-შვილის ერთადერთი იმედი ხალხის სიკეთეა. 

– შორენა, მარტო როგორ ცხოვრობთ? მარტოხელა დედობა საქართველოში დიდი გამოცდაა!

შორენა: ოჰ, ნუ იტყვით... როცა სრულიად მარტო რჩები, როცა გვერდით არავინ გყავს, ვინ დაგეხმარება? მატერიალურად კი არა, თუნდაც სიტყვებით... კატასტროფაა! ნათესავებმა არ მიმიღეს, მითხრეს: „ბავშვის გაჩენა თუ გინდა - ქმარი დაიბრუნე, თუ არ დაიბრუნებ - ბავშვი მოიშორე.“ რა უნდა მექნა? თქვენ რას იზამდით? შვილი ვარჩიე. ძალიან ძნელი იყო. მარტო, ჭერისა და საარსებო წყაროს გარეშე...

–ვინ დაგიდგათ მხარში, შორენა? 

შორენა: სრულიად უცხო ადამიანები. ბავშვს ახლაც მეზობელთან ვტოვებ, რომ სოციალურ სასადილოში გავიქცე და საჭმელი მოვიტანო. სასადილო რომ არა, უბრალოდ შიმშილით დავიხოცებოდით. 

– როგორც ვხვდები, არ მუშაობთ. რა სახსრებით ცხოვრობთ? 

შორენა: ანა-მარიას მარტო დატოვება და სამსახურში წასვლა არ შემიძლია, მხოლოდ სოციალურ დახმარებაზე ცხოვრება კი უბრალოდ შეუძლებელია... თვეში 170 ლარს ვიღებთ... მოდი, აბა, ერთად დავითვალოთ, ეს თანხა რაზე შეიძლება მეყოს: ბინაში 50 ლარს ვიხდი - 250 ლარს სახელმწიფო იხდის, მე კი ვამატებ. ამას გამოვაკლოთ კომუნალური მომსახურების ხარჯები; საკვებზე 100 ლარი რჩება. ეს დღეში დაახლოებით 3 ლარია. ამ თანხით მე და ჩემს გოგონას რის ყიდვა შეგვიძლია? პური, ერთი მუჭა მაკარონი და ერთი ცალი კარტოფილი ან 100 გრამი წიწიბურა და ერთი თავი ხახვი... ბავშვს მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება. დროულად თუ არ უმკურნალეს, შეიძლება დაინვალიდდეს... მაგრამ როგორ? (ტირის.)

– იმის წარმოდგენაც კი მეშინია, რა მოხდება, საჭმლის გარდა სხვა რამეც რომ დაგჭირდეთ...

შორენა: მივხვდი, რასაც გულისხმობთ. ჩემს გოგონას მასაჟები და ორთოპედიული ფეხსაცმელი სჭირდება... იცით რა ღირს? დაახლოებით 400 ლარი! გამოდის, ფეხსაცმლის საყიდლად და მასაჟების გასაკეთებლად, ოთხი თვე უნდა ვიშიმშილოთ! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! 

– დიახ... სამწუხაროდ, ტირილით საქმეს ვერ უშველი... ხსნას რაში ხედავთ? 

შორენა: იცით, თუ ზურგი უახლოესმა ადამიანებმა მაქციეს, უცხო ხალხისგან რას უნდა ველოდო? ალბათ მხარდაჭერას... ჩემთვის შეიძლება ერთი კეთილი სიტყვაც კი დიდი ნუგეში იყოს. ყველა ამბავს ვკითხულობ, რომელსაც თქვენ აქვეყნებთ და მართლა მთელი გულით მიხარია, როცა მათ ის ხალხი ეხმარება, ვინც მათი არსებობის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა... სწორედ ამიტომ მოგმართეთ! 

–რა გჭირდებათ პირველ რიგში? 

შორენა: სურსათი, საფენები და ორთოპედიული ფეხსაცმელი! ჩვენ „ცხოვრებით ობლები“ ვართ, ახლობელი არავინ გვყავს... ამ სიტყვებს ვამბობ და ყელში ბურთი მაწვება, ისეთი შიში მიპყრობს... თუ ჩემს მშვენიერ გოგონას ტელევიზორს აჩუქებთ, მის ბედნიერებას საზღვარი არ ექნება! 

– და თქვენთვის რა გინდათ? 

შორენა: ვაი! ჩემთვის არასდროს უკითხავთ, რა მინდა. ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა, მაცივარი... და ჩემი გოგონასთვის საწოლი.

– შორენა, უცებ სასწაული რომ მოხდეს და ანა-მარიას მამამ ეს სტატია წაიკითხოს, მისთვის რამის თქმას ხომ არ ისურვებდით? 

შორენა: ერთს ვიტყვი - ნაწყენი არ ვარ, გულში ბოღმა არ მიდევს... დიახ, თავიდან გული ძალიან მტკიოდა, მწყინდა... მაგრამ ამ ადამიანის მაინც მადლობელი ვარ! მან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა - ჩემი გოგონა! თუ კავშირზე გამოვა და შვილის გაცნობას მოინდომებს, მე მხოლოდ გამიხარდება. ბავშვს იმის უფლება აქვს, რომ საკუთარ მამას იცნობდეს. ის კარგი კაცია!

– განა კარგი ადამიანები შვილებს ტოვებენ?

შორენა: რატომ წავიდა, არც კი ვიცი... ხუთი წელი სიამტკბილობით ვცხოვრობდით. მცირე უთანხმოებაც კი არ გვქონია. მისი განსჯის უფლება არ მაქვს. მას უფალი განსჯის. 

– შორენა, დარწმუნებული ვარ ბევრ მეგობარს შეიძენთ! ფონდის მეგობრები თქვენი ოჯახის წევრები გახდებიან. 

შორენა: ვიცი, რომ ჩვენი ცხოვრება მართლა შეიცვლება. 

***

მეგობრებო, შორენას და ანა-მარიას ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არაა. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც მსოფლიოში ყველაზე ამაყ ერს შეშვენის!

გადასარჩენად ამ ოჯახს ძალიან სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, ორთოპედიული ფეხსაცმელი, საწოლები, ტელევიზორი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! „ჩაწერეთ“ ისინი თქვენი ნათესავების სიაში და დარწმუნებულები ვართ, რომ თავად უფალი დაგლოცავთ!

მოინახულეთ შორენა და მისი გოგონა, გაიგეთ მათი საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ მათ, უთხარით, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება პირადად შეგიძლიათ. ღმერთი ამისთვის აუცილებლად დაგლოცავთ და დაგაჯილდოვებთ! მათი მისამართია: თბილისი, ილურიძის ქუჩა №12.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება: შორენა სამხარაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი შორენას და ანა-მარიასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: