რაული მხოლოდ 20 დღის იყო, როდესაც მაღალი სიცხის გამო, ძლიერი კრუნჩხვები დაემართა. სოფელში ექიმი არ იყო და სანამ ბავშვი რაიონულ ცენტრში გადაიყვანეს, დამბლა დაეცა. საშინელი დიაგნოზი დაუსვეს – ცერებრული დამბლა. მშობლები შოკში იყვნენ, რადგან სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ტრაგედია გადაიტანეს – მათი პირველი შვილი, გოგონა, 1 წლის და 8 თვის ასაკში დიფტერიით გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ, შვილის ავადმყოფობასთან შეგუება როგორ გაუჭირდათ! რაული 26 წელია ტკივილებს უძლებს. მარცხენა ფეხი ისე აქვს გამრუდებული, რომ საერთოდ ვერ შლის. რაულის ხერხემალი ისეა გამრუდებული, რომ დეფორმირებულია ყველა შინაგანი ორგანო. სუნთქვაც კი მტკივნეულია. ტკივილგამაყუჩებლებისა და დამამშვიდებლების გარეშე, არ შეუძლია ცხოვრება! ბიჭი ბავშვობიდან ეტლს არის მიჯაჭვული. ეტლი უწევს ფეხების მაგივრობას, რადგან რამდენიმე ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმაც კი არ შეუძლია.