რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

ცოცხალი მუმია! 40 წლის ულამაზესი შორენა 34 კილოგრამს იწონის… თანაც, ორი წლის შვილი არ შორდება გვერდიდან… მისთვის ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანის, დედის მდგომარეობა როგორ უნდა გაიგოს პატარამ? საბრალო ქალი ჟანგბადის აპარატის ქირას ვერ იხდის. თუ არ დავეხმარებით შორენას, შესაძლოა, ათიოდე დღეში სულაც უკანასკნელად ჩაისუნთქოს ჰაერი… და ვეღარ ამოისუნთქოს… პატარა გოგონას გარდა, შორენას ჰყავს სამი შვილი და მეუღლე, რომელიც დღედაღამ მუშაობს კაპიკებზე! მათი ცოდვით, ქვებიც კი ატირდებოდნენ… დიდება უფალს, დასახმარებლად ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოგზავნა…

40 წლის გმირმა დედამ, მეოთხე ანგელოზი, ბარბარე მოუვლინა სამყაროს და ჩვენს პატარა საქართველოს. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. ახლა კი, ორი წლის ბარბარე ასე უწევს მკერდზე მომაკვდავ ქალს. ღმერთო, ღმერთო…

გოგონას დაბადებიდან ძალიან მალე, შორენამ კატასტროფული სისწრაფით დაიწყო წონაში კლება. ექიმთან არ მიდიოდა, რადგან უკანასკნელ კაპიკებსაც კი შვილების კვებაში ხარჯავდა გმირი დედა. აი, საშინელი შედეგიც დადგა. ქალს ანორექსია დაუდგინდა და ფაქტობრივად, ჩონჩხად არის ქცეული.

შემოწირულია

₾55,595.04

დონორი

2875

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 1 of 1 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

შენ დაეხმარე

ორი შვილის მამა ძაღლივით გამოაგდეს სასიკვდილოდ. ნიკოლოზის და ანდრიას მამა სიკვდილთან ბრძოლაში მარცხდება. ბავშვები კი ამას საკუთარი თვალით უყურებენ. ამაზე მეტი საშინელება ნუთუ არსებობს რამე? მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ, რათა სიკვდილთან ბრძოლაში სიცოცხლემ გაიმარჯვოს!

პატარა ნიკოლოზი ცხარე ცრემლებით ტირის, რადგან მისი მძიმედ ავადმყოფი მამა კლინიკიდან სახლში მხოლოდ იმის გამო წამოიყვანეს, რომ ოჯახი ფულს ვეღარ იხდიდა. ღმერთო, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა! 2 შვილის მამას, 49 წლის გურამს, ღვიძლის ცეროზი დაუდგინდა. მუცელი მთლიანად წყლით აქვს სავსე და საბრალო კაცს ლოგინში განძრევაც კი არ შეუძლია, არათუ ფეხზე დადგომა და სიარული. უფულობის გამო კლინიკიდან სახლში გამოწერილ კაცს ცხოვრების უსამართლობით გამოწვეული ცრემლები ადგება თვალებზე, მაგრამ ცდილობს, შვილებს არ დაანახოს. 10 წლის ნიკოლოზი და 13 წლის ანდრია მამის საწოლთან არიან და ეფერებიან თავიანთი პატარა ხელებით. საბრალო ბავშვებმა არ იციან, ჯოჯოხეთური ტკივილები როგორ შეუმსუბუქონ მამას. შეხედეთ, როგორ ტირის საბრალო კაცი. ტკივილებს ვეღარ უძლებს, ამ საშინელ ავადმყოფობას ვეღარ უძლებს და, რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრების უსამართლობას ვეღარ უძლებს საბრალო მამა. გურამს სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვები… ღმერთო, როგორი ძნელია ამ სიტყვების თქმა. დიახ… წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ანგელოზები დაობლდებიან. ბავშვის თვალებზე ცრემლები არ შრება. ნიკოლოზი თავისი ოქროს მედლებით ახარებს მამას. ბავშვს ფეხბურთის ისეთი ნიჭი აქვს, რომ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ბიჭუნას სწორედ ახლა სჭირდება მამის გვერდით დგომა. ვერაგი სიკვდილი კი მამის წართმევას ცდილობს ძმებისთვის.

შემოწირულია

₾8,620.80

დონორი

556

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 1 of 1 items