რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

წარმოიდგინეთ, მეგობრებო, თაბაშირისგან დამზადებულ აი ასეთ კორსეტს ატარებდა ჩვენი სტატიის გმირი, გაწამებული ანა 6 წლის ასაკიდან. ექვსი რთული ოპერაცია, „დიდი“ ქართველი პროფესორების ექვსი მტკიცე დაპირება. როგორ გადაიტანე ეს ყველაფერი, პატარავ?! იცოდე, რომ ჩვენი გულები ნაწილ-ნაწილ იფლითება შენდამი თანაგრძნობით!

ეს ლამაზი გოგო ეს-ესაა დაიბრუნებს თავის ბუნებრივ სილამაზეს. თურქი ექიმები, მადლობა ღმერთს, გარანტიას იძლევიან! თუ ახლა არ დავეხმარებით, შეიძლება ხერხემალი გადაუტყდეს და ნეკნებმა გოგონას ფილტვები გაუგლიჯოს. გატანჯული ანა (24 წლის): არაადამიანური ტკივილი ღამითაც არ მაძლევს თვალის დახუჭვის საშუალებას! არ მეძინება, მაგრამ როცა თვალებს ოდნავ ვხუჭავ, ვიგუდები! ხერხემალი გამუდმებით მრუდდება და მრუდდება, დღეს კი წყლის ყლუპსაც ვეღარ ვსვამ დამოუკიდებლად! მთელი ჩემი სხეული იმდენად დეფორმირებული გახდა მთელი ჩემი წამების წლების განმავლობაში, რომ ხერხემალი შეიძლება გადატყდეს და ნეკნებმა, სასიკვდილო შუბებივით, ფილტვები და გული გამიხვრიტოს. და ამქვეყნად, ოპერაციის გარდა, ვერაფერი ვერ დააყუჩებს ამ ტკივილს და დამიბრუნებს სიცოცხლეს! თორემ ფონდს და მის მეგობრებს არ დავუკავშირდებოდი! ჩემ გარდა, საქართველოში ისედაც ბევრი იტანჯება. ანას დამოუკიდებლად საწოლიდან ადგომაც კი არ შეუძლია.

შემოწირულია

₾12,418.48

დონორი

998

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სიცოცხლეს დავემშვიდობე, თქვენ კი ყავარჯნები მომაწოდეთ და სიარული ხელახლა მასწავლეთ!

ორსულობის პერიოდში მაიას ფეხები წაერთვა. ულამაზესი ბიჭუნა გააჩინა, საბა, თავად კი სიარული ვეღარ შეძლო. აღმოჩნდა, რომ ზურგის ტვინის ანთება იყო მიზეზი. „ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემი საბა იზრდებოდა, მე კი დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შემეძლო, ამბობს მაია. ფეხზე წინდასაც კი ვერ ვისწორებდი. წამოდგომა არ შემეძლო, არც საპირფარეშომდე მისვლა. უბრალოდ, ვცოცხლობდი და ვსუნთქავდი. კაპიკია ასეთი სიცოცხლის ფასი!“ გაჩვენებთ, რა შედეგი მოიტანა გამოკვლევებმა და მკურნალობამ, რომელიც მაიამ ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრებისგან მიიღო საჩუქრად. მაიას ყავარჯნების მეშვეობით შეუძლია სიარული, ვარჯიში, მარტივი საქმის კეთება სახლში. მაია გათავისუფლდა შავბნელი პესიმიზმისგან და სჯერა, რომ შეძლებს, შვილი ბაღში თავად წაიყვანოს! მკურნალობის შედეგად მაიამ ბევრს მიაღწია. გმადლობთ, რომ დაეხმარეთ, გაამხნევეთ და პრობლემის წარმატებულად გადაჭრის შესაძლებლობაში დაარწმუნეთ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია პრობლემა და მას კვლავაც სჭირდება თქვენი დახმარება. მაიას არ აქვს იმის საშუალება, რომ აჭამოს და ჩააცვას თავის პატარა შვილს. საწოლების გარდა, სახლში ავეჯი არ დგას, არ არის კომფორტული საცხოვრებელი პირობები. შენც შეუერთდი პროექტის მუდმივ მხარდამჭერებს!

შემოწირულია

₾5,320.53

დონორი

372

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

საწუხარი მრავალგვარია! მაგრამ არის ისეთიც, რომელსაც საზღვარი არა აქვს! და არის ტკივილი, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ! გვერდს ნუ აუვლით, მეგობრებო!

ქალბატონი მანანა პროფესიით ექთანია. საკუთარი ცხოვრება სხვებზე ზრუნვას მიუძღვნა. ახლა კი მარტოა. მარტოა იმ ავადმყოფობის, ტკივილისა და გაჭირვების წინაშე, რომელიც მას ცხოვრებამ არგუნა. არ ჰყავს არც გულშემატკივარი, არც წლის მიმწოდებელი და, როგორც თავად ამბობს, არც დამმარხავი. უკვე ერთ წელზე მეტია, დამოუკიდებლად ჭამასაც კი ვეღარ ახერხებს, ვერც ტუალეტში გასვლას და ვერც ფანჯარასთან მისვლას, რომ იქიდან მაინც დაინახოს მზე. არა აქვს საჭმელი, წამლები, მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზი, გათბობა, თუმცა პირველ რიგში მაინც საწოლზე ოცნებობს. საწოლის მოვალეობას მის სახლში ძველი გატეხილი ტახტი ასრულებს, რომელსაც ფეხების მაგივრად წიგნები აქვს შედგმული. მასზე დაწოლა შეუძლებელია.

შემოწირულია

₾2,484.15

დონორი

204

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

რა საშინელება!!! რა საშინელება!!! ახალგაზრდა მარტოხელა დედას სული კბილებით უჭირავს! მისი ტანჯვა უსაზღვროა! თუ არ დავეხმარებით, 12 წლის გოგონა დაობლდება! 

რა საშინელებაა!!! რა საშინელებაა!!! ახალგაზრდა ქალი ზურგის ტკივილებისგან იკრუნჩხება და კედელს თავს ურტყამს. დარეჯანს თანდაყოლილი სქოლიოზი აქვს, თუმცა ბავშვობაში მსუბუქი ფორმით ჰქონდა. დაწყევლილი სიღარიბის გამო ოპერაციის გაკეთება ვერ მოახერხა, წლების სვლასთან ერთად კი მის ცხოვრებაში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დიახ, უკვე მრავალი წელია, დარეჯანი ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობს და არ არსებობს ადამიანი, ვინც მას მხარში დაუდგება. ბოლო რამდენიმე კვირაა ქალი, სამწუხაროდ, სიკვდილის პირასაა. ძლიერი ტკივილდამაყუჩებლები უკვე აღარ შველის საწყალ ქალს და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. დარეჯანი (47 წლის): „ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მიფიქრია, თოკი ავიღო და თავი ჩამოვიხრჩო, მაგრამ მაშინვე ჩემი საწყალი გოგონა მახსენდება, რომელსაც ჩემ გარდა პატრონი მთელ სამყაროში არავინ ჰყავს. ძალიან მერიდება უცხო ადამიანებისთვის თხოვნა, მაგრამ სასოწარკვეთილი დედა ამასაც ვბედავ. გევედრებით, ადამიანებო, მე თუ მოვკვდები, ჩემს გოგონას ზამთარში თქვენი შვილის გამონაცვალი ერთი წყვილი თბილი ფეხსაცმელი მოუტანეთ. სიცოცხლეშიც უბედური დედა ვარ და სიკვდილის მერეც საფლავში ამოვტრიალდები ჩემი საწყალი გოგონას ცოდვით“.

შემოწირულია

₾3,243.43

დონორი

222

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

კადრები, რომლებსაც ვერ შეხედავთ ცრემლების გარეშე! ლევანს ძვირადღირებული ოპერაცია სჭირდება, ფეხზე რომ დადგეს

როგორია მეხუთე სართულზე ლიფტის გარეშე ცხოვრება ეტლით მოსარგებლე ხეიბრისთვის? მძიმედ დაავადებული ლევანი საკუთარ სახლში, ფაქტობრივად, ისეა გამოკეტილი, როგორც ციხეში. უკვე რამდენიმე წელია, გარეთ გასასვლელად ბიჭი მუხლის ჩოქებზე, ხოხვით ჩადის კიბეებზე და მერე ისევე ხოხვით ამოდის. გვჯერა, რომ ლევანისა და მისი ტანჯული დედის ისტორიის მოსმენის შემდეგ, უამბობთ მას თქვენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და სოციალურ ქსელებში გააზიარებთ. ლევანს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ფეხზე დადგეს. მაგრამ ამისთვის, დიდი თანხებია საჭირო, რომელიც ოჯახს არ აქვს. გთხოვთ, დავეხმაროთ!

შემოწირულია

₾22,347.58

დონორი

1448

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

იმედი ბოლოს კვდება! 33 წლის ზაქროს მთელი გულით სწამს, რომ მას ფეხზე წამოდგომაში დავეხმარებით! მან ხომ თავის პატარა გოგონას და დედას შეჰფიცა, რომ მათზე იზრუნებდა!!!

ზაქრო ცოცხალი რომ არის, ნამდვილი სასწაულია! უზარმაზარი ანევრიზმის გასკდომის შემდეგ, რასაც ტვინში სისხლის ჩაქცევა მოჰყვა, ახალგაზრდა მამაკაცი ეტლში აღმოჩნდა. მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, ქირურგები იძულებული გახდნენ, ნახევარი თავის ქალა ამოეკვეთათ, მერე კი სპეციალური ბადე გადააკრეს თავის ტვინს. დიდი ხნის განმავლობაში ზაქრო კომაში იყო, მხოლოდ დედის ლოცვითა და უფლის წყალობით გადაურჩა სიკვდილს! გთხოვთ შეიბრალეთ დედა, რომელიც 12 წელია იტანჯება თავის მძიმედ დაავადებულ შვილთან ერთად! ის ევედრება უფალს, დღეები გაუხანგრძლივოს და ანახოს, მისი შვილი პირველ ნაბიჯებს დამოუკიდებლად როგორ გადადგამს! თუ წავა, ზაქრო მარტო დარჩება ამქვეყნად და არავინ ეყოლება, რომ ერთი ჭიქა წყალი მაინც მიაწოდოს! თუ პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ, აუცილებლად დაეხმარეთ ამ ოჯახს! უბრალოდ შეუძლებელია არ დაეხმაროთ მას შემდეგ, რაც ამხელა ადამიანური უბედურების შესახებ გაიგებთ! ილოცეთ ზაქროს ჯანმრთელობისთვის! ღმერთო, გადაარჩინე და დაიფარე!

შემოწირულია

₾4,805.96

დონორი

270

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 6 of 14 items
1 2 3

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

სრულიად უსინათლო ბიჭი, რომელიც ფეხებს ძლივს „დაათრევს“ რამე საჭმელი რომ მოიმზადოს, ძალიან სთხოვა ფონდის კორესპონდენტს, მკითხველი არ დასევდიანებულიყო მისი უღიმღამო ცხოვრების ამბავს რომ წაიკითხავს!

თავად სრულიად უსინათლო და პირველი ჯგუფის ინვალიდი, საკუთარ გასაჭირზე საუბრის დროსაც კი, თქვენზე ზრუნავს. ნათქვამია, როდესაც ადამიანი იბადება, სწორედ იმ დროს, ცაზე მისი ვარკსკვლავიც იბადებაო. 37 წლის წინ, საინგილოს მოღრუბლულ ცაზე, უცებ ვარსკვლავი აინთო, მაგრამ ვერ „აინთო“ იმ პატარა ბიჭის თვალები, რომლის დაბადებაც მისმა ვარსკვლავმა ამცნო დედამიწას. მას შემდეგ, ის ვარსკვლავი ცაზე აღარავის უნახავს… ვინ იცის, იქნებ, ცას მოწყდა და იმ პატარა ბიჭის საძებნელად დაეშვა დედამიწაზე. იქნებ, იმ ვარსკვლავს სურს, რომ თავისი „ვარსკვლავური სინათლე“ დათმოს, რათა იმ უსინათლო ბიჭის სევდიან თვალებში აინთოს… ლევანი მუდმივად უფალს ეძებს! ის ლოცულობს და ესაუბრება შემოქმედს! ჩვენ კი, ფონდში, გვჯერა, რომ უფალი გახსნის ყველა იმ ადამიანის გულს, ვინც წაიკითხავს ამ გულის ამაჩუყებელ ისტატიას, მას დახმარების ხელი რომ გაუწოდოს!

შემოწირულია

₾3,480.50

დონორი

205

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

You helped

მოხდა სასწაული! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი

ანი (19 წლის): წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოპერაციის შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგი! ყავარჯნები გვერდზე გადავდე და წავედი. ოთხი-ხუთი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხე. ეს ენით აუწერელი გრძნობაა! ექიმები ამბობენ, რომ ეს ნამდვილი სასწაულია! ფონდის კეთილი მეგობრები რომ არა, სამუდამოდ ეტლს მიჯაჭვული დავრჩებოდი. თავს მშვენივრად ვგრძნობ, ცოტა ფეხებში მაქვს ტკივილი. მაგრამ ეს ტკივილებიც დადებითი შედეგია. ეს ნიშნავს, რომ მგრძნობელობა უბრუნდება ფეხებს. სხეული აღდგენას იწყებს ოპერაციის შემდეგ.

შემოწირულია

₾13,014.90

დონორი

809

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 6 of 13 items
1 2 3