ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ფონდის მეგობრებს, ჩემს ძვირფას ქართველებს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის! თქვენ ახალი ცხოვრების შანსი გვაჩუქეთ!

დაღელიშვილების ოჯახში, ყველაზე მეტად ხუთი წლის ანანო არის გახარებული. თითოეულ საჩუქარს ხტუნვა-ხტუნვით ეგებება და ყვირის „ვაშა!“, ბედნიერი ამოისუნთქავს და ყოველ ნივთს გულში იკრავს. ანანო: „ლამაზი ქურთუკი გამომიგზავნეს და უკვე ჩავიცვი კიდეც. ხომ ლამაზია? მიხდება, არა? დედიკოს კი, ფუმფულა ჯემპრი ავურჩიე. კარგია, რომ აღარ შესცივდება. ელენესთვის კი, მისნაირი პაწაწინა ჯემპრი ვიპოვე, ისეთი სასაცილოა. წამოდით, ერთად ვნახოთ! ბევრი სათამაშო გამომიგზავნეს – ფერადი ბურთები და ლახტი. ხტუნვას მასწავლი? შეგიძლია, ტელევიზორის ჩართვა ასწავლო მამიკოს? პულტი არასდროს გვქონია და არ ვიცით, როგორ უნდა გამოვიყენოთ. ახალი სარეცხი მანქანის ჩართვა თუ იცი? უი, ეს ჩემი ახალი საწოლია? რა ლამაზია! ვაშა! წამოდი, ყველაფერი ვნახოთ!

შემოწირულია

₾2,384.50

დონორი

172

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

გიო, შვილი: „ფონდისმეგობრებისდამსახურებითმამაჩემიგამოჯანმრთელდა! ისფეხზედადგადაჩემთვისესუდიდესიბედნიერებაა! ადრეკიმეუბნებოდა, სასწაულებიარხდებაო!“ 

ალექსი ცხენზე იჯდა, გახელებულმა ხარმა კი უკნიდან ძლიერად დაარტყა და გადმოაგდო. გაცოფებული პირუტყვი გამეტებით ისროდა მას იქეთ-აქეთ, ფეხქვეშ თელავდა და ძვლებს უმტვრედა! ჯანმრთელი, შრომისმოყვარე კაცი, სულ რამდენიმე წუთში ხეიბრად იქცა. კიდევ კარგი, ცოცხალი მაინც გადარჩა! დაუზიანდა ხერხემალი, ფილტვები, მენჯის ძვალი. მწოლიარე ავადმყოფად იქცა, რომელსაც დამოუკიდებლად საპირფარეშოში გასვლაც კი არ შეეძლო. ალექსი იხრჩობოდა, ლაპარაკიც კი არ შეეძლო. მისი ოჯახი კი — თვალებბრიალა ვაჟი გიო და გულკეთილი მეუღლე ქეთი — დარდობდნენ და არ იცოდნენ, მკურნალობისთვის თანხა სად ეშოვნათ. გინდათ გაიგოთ, ამჟამად ალექსი როგორ გრძნობს თავს? მაშინ მოგვყევით! ჩერნოვეცკის ფონდის მეგობრების დახმარებით მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აბა, თუ გამოიცნობთ, ახლა სად მივდივართ? არა, ალექსის საწოლთან კი არა, ახლა სამსახურში უნდა ვესტუმროთ მას.

შემოწირულია

₾24,299.03

დონორი

1167

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

ჩემთან ერთად დამარხავენ ჩემს შვილიშვილს, იმ დღესვე

„მე თუ დღეს მოვკვდი, ჩემი შვილიშვილიც მეორე დღეს მომყვება უკან ან შეიძლება, ცოცხლად დამარხონ ჩემთან ერთად. იმიტომ, რომ ის არავის სჭირდება ჩემს გარდა! არავის უნდა… დედამაც და მამამაც, ორივემ მიატოვეს. მიაგდეს ავადმყოფი ბავშვი და ბედნიერება სხვაგან ნახეს.“ – ამბობს მალარდო და თვალებს მალავს. რცხვენია მძიმედ ავადმყოფი სოსოს მშობლების საქციელის გამო. ვის რაში სჭირდება ავადმყოფი? ისინი კი, ჯერ ახალგაზრდები არიან, კიდევ ეყოლებათ ჯანმრთელი შვილები!

შემოწირულია

₾6,903.39

დონორი

565

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 3 of 3 items
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!