რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

ავადმყოფი ზრდასრულები

სასწრაფო

მე დედა ვარ და კიბო მაქვს! გემუდარებით, გემუდარებით, ნუ დაუტოვებთ ჩემს შვილს უცხო ადამიანებს! კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ განკურნებაში! ოპერაციის ფული არ მაქვს! არ მინდა, არ მაქვს უფლება, მოვკვდე, მაგრამ თქვენ გარდა საქართველოში არავის ვჭირდები! ვინ იზრუნებს ჩემს პატარა გოგონაზე, მე თუ მოვკვდები? მას ხომ ჩემს მეტი არავინ ჰყავს! 

გადარჩენისთვის ბრძოლაა ქრისტინესა და მისი პატარა გოგონას, ლილეს ყოველი დღე! დღეს თქვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ! დედას კიბო აქვს: ტოქსიკური ჩიყვი ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდა, მაგრამ მათ არ აქვთ გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა, ერთი თეთრიც კი!

კიბოსთან ბრძოლის ნებისმიერი ისტორია ადამიანის სულიერი სიმტკიცისა და სიცოცხლის სურვილის, დიდი შინაგანი რწმენის ისტორიაა. იმის რწმენისა, რომ კეთილი ადამიანები სიკვდილისთვის არ გაგიმეტებენ!

ქრისტინე (39 წლის): „საშინელი, გაუსაძლისი ტკივილებით ვიტანჯები. ხშირად არის მომენტები, როდესაც თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, იმდენად მიჭირს. მერე კი მახსენდება, რომ დედა ვარ და ჩემი შვილისთვის უნდა ვიცოცხლო! მას არავინ ჰყავს ჩემ გარდა! მე რომ აღარ ვიქნები, ლილეს ვინ უპატრონებს?! გერმანიაში ვცხოვრობდით ლტოლვილთა სტატუსით. დეპორტაციის შემდეგ აღარაფერი დაგვრჩა: არც საცხოვრებელი, არც ფული, არც საბუთები. ჩემი შვილის პასპორტი აეროპორტში დაიკარგა. საქართველოში რომ დავბრუნდით, მე და ჩემს პატარას ქუჩაში ცხოვრება მოგვიწია რამდენიმე დღე. სასტუმროს ფული არ გვქონდა, ამიტომ 24-საათიანი ბანკომატების გვერდით გვეძინა. ეს ყველაზე რთული გამოცდა იყო!“

შემოწირულია

₾9,857.64

დონორი

682

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 1 of 1 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!