ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მე დედა ვარ და კიბო მაქვს! გემუდარებით, გემუდარებით, ნუ დაუტოვებთ ჩემს შვილს უცხო ადამიანებს! კეთილო ადამიანებო, დამეხმარეთ განკურნებაში! ოპერაციის ფული არ მაქვს! არ მინდა, არ მაქვს უფლება, მოვკვდე, მაგრამ თქვენ გარდა საქართველოში არავის ვჭირდები! ვინ იზრუნებს ჩემს პატარა გოგონაზე, მე თუ მოვკვდები? მას ხომ ჩემს მეტი არავინ ჰყავს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
გადარჩენისთვის ბრძოლაა ქრისტინესა და მისი პატარა გოგონას, ლილეს ყოველი დღე! დღეს თქვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ! დედას კიბო აქვს: ტოქსიკური ჩიყვი ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზარდა, მაგრამ მათ არ აქვთ გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის საჭირო თანხა, ერთი თეთრიც კი!
კიბოსთან ბრძოლის ნებისმიერი ისტორია ადამიანის სულიერი სიმტკიცისა და სიცოცხლის სურვილის, დიდი შინაგანი რწმენის ისტორიაა. იმის რწმენისა, რომ კეთილი ადამიანები სიკვდილისთვის არ გაგიმეტებენ!
ქრისტინე (39 წლის): „საშინელი, გაუსაძლისი ტკივილებით ვიტანჯები. ხშირად არის მომენტები, როდესაც თვითმკვლელობაზე ვფიქრობ, იმდენად მიჭირს. მერე კი მახსენდება, რომ დედა ვარ და ჩემი შვილისთვის უნდა ვიცოცხლო! მას არავინ ჰყავს ჩემ გარდა! მე რომ აღარ ვიქნები, ლილეს ვინ უპატრონებს?! გერმანიაში ვცხოვრობდით ლტოლვილთა სტატუსით. დეპორტაციის შემდეგ აღარაფერი დაგვრჩა: არც საცხოვრებელი, არც ფული, არც საბუთები. ჩემი შვილის პასპორტი აეროპორტში დაიკარგა. საქართველოში რომ დავბრუნდით, მე და ჩემს პატარას ქუჩაში ცხოვრება მოგვიწია რამდენიმე დღე. სასტუმროს ფული არ გვქონდა, ამიტომ 24-საათიანი ბანკომატების გვერდით გვეძინა. ეს ყველაზე რთული გამოცდა იყო!“
ქრისტინე: „ენაზე წანაზარდი მაქვს, რომელიც ყოველდღე იზრდება. რაც უფრო დიდია, მით უფრო მტკივა! გთხოვთ, გამოკვლევების ჩატარებაში დამეხმარეთ!“
ლილე (4 წლის): „დეიდა, ნახე, დედაჩემს წამალი აღარ აქვს! ფულიც არ აქვს, რომ იყიდოს“.
ლილე: „დედიკო ძალიან მეცოდება. არ შემიძლია იმის ყურება, როგორ ტირის! მეც ვტირი ხოლმე!“
ოჯახს არავითარი შემოსავალი არ აქვს. დახმარებასაც არსაიდან ელიან! საბრალო დედა-შვილი მადლიერი არიან ნათესავების, ვინც თავშესაფარი მისცა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქრისტინეს არ შეუძლია მუშაობა. მაგრამ სოციალურ შემწეობაზე განაცხადის შეტანასაც ვერ ახერხებს, რადგან დაკარგულია ბავშვის საბუთები. უკვე წელიწად-ნახევარია, პატარა ლილეს მდგომარეობა გაურკვეველია. ბავშვი ხომ გერმანიაში დაიბადა და პასპორტის ასაღებად უცხო ქვეყნის დაბადების მოწმობა არის საჭირო. უკვე წელიწად-ნახევარია, საბრალო დედამ გერმანიის საკონსულოში შეხვედრის ჩანიშვნა ვერ მოახერხა!
ახლახან ლილე ავად გახდა, გამონაყარი და მაღალი სიცხე ჰქონდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მაგრამ იმის გამო, რომ გოგონას საბუთები არ ჰქონდა, კლინიკამ უფასო მკურნალობაზე უარი განაცხადა და 2 000 ლარის გადახადა მოსთხოვა. გულმოკლული დედა იძულებული გახდა, შვილი საავადმყოფოდან წამოეყვანა და სახლში გაეგრძელებინა მკურნალობა. საიდან ექნებოდა ამხელა თანხა?
ქრისტინე: „ოჰ, ღმერთო, ღმერთო, მე და ჩემი გოგონა როგორ დავიტანჯეთ! ჩემი მეუღლე აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ფლანგავდა ფულს. მერე კი საერთოდ მიგვატოვა. ახლა აღარც აინტერესებს, როგორ ვართ და არაფრით გვეხმარება“.
მეგობრებო, ყველაფერი შესაძლებელია და ყველაფრის გადალახვა შეიძლება, სანამ ადამიანი სუნთქავს და ცოცხლობს! ქრისტინეს და მის გოგონას გადარჩენაში დაეხმარეთ! მიეცით დედას შესაძლებლობა, გამოჯანმრთელდეს, იცოცხლოს დიდხანს და ბედნიერად! მის გოგონას ის ძალიან სჭირდება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ზუმი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ლემონჯავების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
მეგობრებო, თქვენ, ახალგაზრდა დედა ჯოჯოხეთური ტანჯვისგან იხსენით! მთელი საქართველო გაერთიანდა, კიბოთი მძიმედ დაავადებულ ქრისტინეს, ძვირადღირებული გამოკვლევებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელვანი ოპერაციის ჩატარებაში რომ დახმარებოდა! მთელი გულით მადლობას გიხდით!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ქრისტინეს „შხამიანი ჩიყვი“ ავთვისებიან სიმსივნედ გარდაიქმნა. სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, რომლის გაკეთების საშუალებაც მარტოხელა დედას არ ჰქონდა. მაშინ, მთელი საქართველო მის გადასარჩენად გაერთიანდა!
ქრისტინე (39 წლის): „სიტყვები ზედმეტია… ღმერთმა ასმაგად დაგაჯილდოვოთ! დიდი მადლობა დახმარებისთვის ყველას! მე ხომ, ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯების დამოუკიდებლად დაფარვას ვერასდროს შევძლებდი.“
ქრისტინეს ენაზე წანაზარდი წარმოიქმნა, რომელიც დღითიდღე იზრდებოდა. ქალი საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა. მაგრამ, თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, ეს კოშმარი დასრულდა.
გახსოვთ, როგორ ტიროდა და დარდობდა ოთხი წლის ლილე, დედას წამლები რომ გამოელია? იმ დროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა ოჯახს. მაგრამ, თქვენი დახმარებით, კეთილო ადამიანებო, ყველაფერი შეიცვალა!
ლილე (4 წლის): „ნახეთ, ახლა, ჩემს დედიკოს ყველა წამალი აქვს, რაც სჭირდება.“
ქრისტინე: „თქვენი დამსახურებაა, ჩემი შვილი რომ აღარ შიმშილობს. ჩერნოვეცკის ფონდმა საკვები პროდუქტებით მოგვამარაგა და აღარ მიწევს ფიქრი იმაზე, თუ რა ვაჭამო ჩემს შვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, კვლავაც გვაქვს პრობლემები. სახლში არც სარეცხი მანქანა გვაქვს, არც გაზქურა, არც გამათბობელი, არც მაცივარი. როგორც ქვის ხანაში, ისე ვცხოვრობთ. როგორ მინდა, ნორმალური ადამიანებივით რომ ვიცხოვროთ… თუ, ამჯერადაც დამეხმარებით, უსაზღვროდ მადლობელი ვიქნები თქვენი!“
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ზუმი.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ლემონჯავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებ–გვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (bogpay.ge), „TBC ბანკი“ (tbcpay.ge), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay. ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება–მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
9300.41₾დარჩა:
780.73₾