სანამ ლიკუნას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდებოდა, სიმღერა, ცეკვა და ბევრი სელფის გადაღება ძალიან უყვარდა. სანამ, ერთმა ბავშვმა შემთხვევით თავში ქვა არ მოახვედრა თამაშის დროს. მას შემდეგ, ოჯახი მხოლოდ მის გათიშულ სახეს ხედავს, შიშობენ ეპილეფსიური შეტევები რომ ემართება და პამპერსებს უცვლიან გოგონას. მის ცნობიერებას კი, თითქოს სძინავს. მაგრამ, როდესაც ვესტუმრეთ, მარტოხელა დედისთვის თამარისთვის და მისი ოთხი გოგონასთვის თქვენი საჩუქრები რომ გადაგვეცა, ემოციური შოკი გველოდა! ტექნიკის მაღაზიის თანამშრომლებმა სახლში მაცივარი, ახალი გაზქურა და სარეცხი მანქანა შეიტანეს. მხოლოდ ტელევიზორი დარჩა, რომელმაც მიიპყრო ლიკუნას ყურადღება. მერე, რიანას სიმღერა ჩავრთეთ… ლიკუნამ კი, როგორც ადრე, ისე დაიწყო ცეკვა! როგორც ადრე, ისე იღიმოდა! ბედნიერი და ავადმყოფობისგან თავისუფალი ჩანდა! ეს ოთხი წუთი… ამ ოთხი წუთის განმავლობაში, აცრემლებულები შევცქეროდით სასწაულს, რომელიც თქვენმა სიკეთემ მოახდინა!!! ლიკას მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება; ცუხიშვილების მთელი ოჯახი აღფრთოვანებულია თქვენი განსაკუთრებული ყურადღებით. რა კარგი იქნებოდა, დაავადებამ უკან რომ დაიხიოს! ლიკას გამოჯანმრთელების იმედს ნუ დავკარგავთ და გავუწიოთ მას დახმარება!