„სკოლაში ვერ დავდივარ. დედას ეშინია, რომ სადმე ცუდად გავხდები, დავვარდები და ვერავინ დამეხმარება… ამიტომ სახლში ვსწავლობ. არადა, ბავშვებთან ერთად ქუჩაში თამაში და სირბილი ისე მინდა…“ – სევდიანი თვალებით გვეუბნება 8 წლის ბარბარე. – „აი, შემომხედე! კარგად შემომხედე! განა ავადმყოფს ვგავარ? ისეთივე ვარ, როგორიც ყველა, მაგრამ ჩემთვის არ შეიძლება…“