„დაიძინე, სიხარულო, დაიძინე… შენ გვერდით ვარ, არ გაგიშვებ! შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ… ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ…“ – აგერ უკვე 28 წელია დედა შვილს ამ სიმღერას უმღერის, რომ შეტევებისა და კრუნჩხვების შემდეგ დაამშვიდოს. 28 წელია მისი ხელი მაგრად უჭირავს, რომ მთვარისამ იგრძნოს – ის არ მიუტოვებიათ, ის მარტო არ არის! ერთადერთი, რაც მას ამ სამყაროსთან აკავშირებს, დედის ხმა და დედის ხელებია…