ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

28 წლის ბავშვი!

„დაიძინე, სიხარულო, დაიძინე... შენ გვერდით ვარ, არ გაგიშვებ! შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ... ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ...“ - აგერ უკვე 28 წელია დედა შვილს ამ სიმღერას უმღერის, რომ შეტევებისა და კრუნჩხვების შემდეგ დაამშვიდოს. 28 წელია მისი ხელი მაგრად უჭირავს, რომ მთვარისამ იგრძნოს - ის არ მიუტოვებიათ, ის მარტო არ არის! ერთადერთი, რაც მას ამ სამყაროსთან აკავშირებს, დედის ხმა და დედის ხელებია...
859.78 ₾
67
დონორები
შეგროვებულია

„დაიძინე, სიხარულო, დაიძინე... შენ გვერდით ვარ, არ გაგიშვებ! შენთან ვარ და შენს ძილს ვუდარაჯებ... ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარავ...“ - აგერ უკვე 28 წელია დედა შვილს ამ სიმღერას უმღერის, რომ შეტევებისა და კრუნჩხვების შემდეგ დაამშვიდოს. 28 წელია მისი ხელი მაგრად უჭირავს, რომ მთვარისამ იგრძნოს - ის არ მიუტოვებიათ, ის მარტო არ არის! ერთადერთი, რაც მას ამ სამყაროსთან აკავშირებს, დედის ხმა და დედის ხელებია...

ადრე, როცა მთვარისა პატარა იყო, დედას სულ ხელში აყვანილი და გულზე მიხუტებული დაჰყავდა. მერე გოგონა წამოიზარდა; დედა მას მუხლებზე ისვამდა და მანამდე არწევდა, სანამ შეტევები არ უწყდებოდა... ახლა დედას აღარ შეუძლია - მთვარისა უკვე დიდი გოგოა! დედა გვერდით უწევს, ეხუტება და ყურში ჩამღერის, მთვარისა კი ხმას აყოლებს: „უ-უ-უ-უ-უ... უ-უ-უ...“, რადგან სხვაგვარად დედას ვერანაირად ვერ უხსნის, რომ თავს კარგად გრძნობს...

რა მოუვიდა ამ საბრალო გოგონას? რატომ აღმოჩნდა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი ასეთ მდგომარეობაში? როგორ ცდილობს დედა-შვილი მწირ პენსიაზე გადარჩენას? ამ ყველაფერს ჩვენი სულისშემძვრელი ინტერვიუდან შეიტყობთ დედასთან - ხათუნა თოდუასთან.

ხათუნა: როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, იქიდან ქმართან და შვილებთან ერთად გამოვიქეცი. საქართველოში ჩამოვედით, ბორჯომში დაგვასახლეს და ეს ბინა მოგვცეს; მერე კი ყველაზე დიდი საშინელება მოხდა... ჩემი უმცროსი გოგონა, რომელიც მაშინ სულ რაღაც ოთხი თვის იყო, გაცივდა. საავადმყოფოში დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა. ექიმებმა ფილტვების ანთებაზე დაუწყეს მკურნალობა, მაგრამ ბავშვი სულ უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა... შედეგად, ექიმებმა საერთოდ ხელები გაშალეს - ვერაფრით დავეხმარებითო. მენინგიტის დიაგნოზი გაცილებით გვიან დაისვა, როდესაც დაავადებამ მის სხეულში ფეხი მოიკიდა და ბავშვი ინვალიდად აქცია. ჩვენი ცხოვრება ნამდვილ კოშმარად იქცა! ტანჯვა-წამება დაიწყო. ერთი ექიმიდან მეორესთან გავრბოდით... შვიდი გრძელი წელიწადი გავატარეთ ასე, საავადმყოფოებში! მაგრამ ყველა ექიმი ერთსა და იმავეს გვიმეორებდა - ასეთი ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენ! მითხრეს, - წაიყვანე შენი შვილი, უიმედოა, მაქსიმუმ რვა წელი იცოცხლოსო; მაგრამ ყველა პროგნოზის მიუხედავად, მთვარისა უკვე 28 წლისაა! და მიუხედავად ყველაფრისა, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ!

თუ შეიძლება, მთვარისას მდგომარეობის შესახებ მოგვიყევით…

ხათუნა: ჩემს შვილს ლაპარაკი, სიარული და მოძრაობა არ შეუძლია. ვერც თავს იჭერს, ამიტომ დამხმარე ეტლზე შარფით ვაბამ, რომ არ ჩამოუვარდეს. სხეულის მარჯვენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს. მთვარისას დამოუკიდებლად ჭამაც კი არ შეუძლია. ჩემ გარეშე სრულიად უმწეოა! რადგან ვერ საუბრობს, ჟესტების ენაზე საუბარი ვასწავლე, რომ მიჩვენოს, თუ რამე სჭირდება.

მაგრამ ყველაზე საშინელი მისი შეტევებია. კრუნჩხვები დღეში რამდენჯერმე ემართება. მთელი სხეული ებოჭება, საშინელი ტკივილები აქვს, ტირის... მაგ დროს მის გვერდით უნდა ვიყო, რომ სპაზმების დროს თავი არ დაარტყას და მძიმედ არ დაშავდეს. ღამე კიდევ უფრო უარესია. ზოგჯერ საერთოდ არ გვძინავს - შეტევები ერთი მეორის მიყოლებით აქვს და ასე გრძელდება დილამდე. მერე თითქოს წყნარდება, იძინებს... მაგრამ გაღვიძებისთანავე, ისევ შეტევა ემართება... და ასე ყოველდღე!

კრუნჩხვებს რა იწვევს?

ხათუნა: კრუნჩხვები უნებურად და მოულოდნელად ეწყება. ამინდის ნებისმიერი ცვლილებაც კი მაშინვე გავლენას ახდენს მასზე. ტემპერატურის, ატმოსფერული წნევის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება შეტევები კიდევ უფრო გაახშიროს, ვიდრე ჩვეულებრივ დღეს. შეიძლება კრუნჩხვები მისმა კარგმა განწყობამაც კი გამოიწვიოს, თუ იმ დღეს რამემ ძალიან გაახარა.

ხათუნა, შვილზე მარტო ზრუნავთ? არავინ გეხმარებათ?

ხათუნა: არა, მე და მთვარისა სრულიად მარტო ვართ. უფროსი შვილიც მყავს - თამარი, რომელიც გათხოვებამდე საცხოვრებლად თბილიში გადმოვიდა და ძალიან მეხმარებოდა. მაშინ საბანკეტო დარბაზში ვმუშაობდი და შემეძლო მთვარისა დასთან დამეტოვებინა. ახლა კი თამარს საკუთარი ოჯახი და სამი შვილი ჰყავს, მატერიალურად ძალიან უჭირთ. დახმარება როგორ ვთხოვო? ახლა ვეღარ ვმუშაობ, სულ მთვარისას გვერდით უნდა ვიყო. ის ჩემ გარეშე სრულიად უმწეოა! ჩემი ქმარი კი... უკვე ოცი წელია ჩვენთან აღარ არის. გულმა ნერვიულობას ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. ჩვენმა ოჯახმა იმდენი მწუხარება ნახა...

– მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე? ოჯახის შექმნისას თუ გიფიქრიათ, რომ ოდესმე ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ხათუნა: ერთმანეთი აფხაზეთში გავიცანით. მე მაღაზიაში ვმუშაობდი, ის კი ჯარიდან ახალი დაბრუნებული იყო. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, ორი წელი ვხვდებოდით, მერე კი დავქორწინდით. მშვენიერი, ბედნიერი ოჯახი გვქონდა, ორი ჯანმრთელი შვილი გვყავდა. სხვა რაღაზე უნდა მეოცნება? ჩვენი სამომავლო გეგმები ომმაც კი ვერ დაჩრდილა... მაგრამ მოგვიანებით, როცა ჩემი გოგონა ავად გახდა... ეჰ! რამხელა სადარდებელია! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ამდენი ტანჯვის გამოვლა მოგვიწევდა!

რაზე ცხოვრობთ? სახელმწიფო გეხმარებათ?

ხათუნა: სოციალურ დახმარებას არ ვიღებთ. ყოველთვე სახელმწიფო 45 ლარს გვიხდის, როგორც დევნილებს და 250 ლარს - შშმ პირთა პენსიას. ასევე, როგორც აფხაზეთის ინვალიდს, წელიწადში ერთხელ 150 ლარიც გვეკუთვნის წამლებისთვის. ადგილობრივი ხელისუფლებაც წელიწადში ერთხელ წამლებს გვიფინანსებს. სულ ეს არის! სახელმწიფოსგან სხვა დახმარება არ გვაქვს. ეს ფული საერთოდ არაფერზე გვყოფნის! საჭმელი ვიყიდოთ თუ წამლები - აქედან როგორ ავირჩიო?

რას აჭმევთ მთვარისას?

ხათუნა: მისთვის ჩვეულებრივი საკვები არ შეიძლება, რადგან ყლაპვა არ შეუძლია. ყველაფერს ვუქუცმაცებ ან თხევად საჭმელს ვუკეთებ და საკუთარი ხელით ვაჭმევ. რა თქმა უნდა, სურსათიც ნატურალური უნდა იყოს, მაგრამ ფული ყველაფერზე არ მყოფნის... არადა, ჩემს გოგონას განსაკუთრებული კვება სჭირდება.

რას ამბობენ ექიმები - გამოჯანმრთელების შანსი არსებობს?

ხათუნა: ამაზე საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ... არა, არანაირი შანსი არ არსებობს! ექიმებმა თავდაპირველად თქვეს, რომ ასეთი დიაგნოზის მქონე ბავშვები დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ სიკვდილის დამარცხება მაინც შევძელით! თუმცა, სრულ გამოჯანმრთელებაზე საუბარი არ არის. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია - პირობები უნდა შევქმნათ, რომ ჩემს გოგონას სიცოცხლე შევუნარჩუნოთ.

რა სახის დახმარება გჭირდებათ?

ხათუნა: მე ამ ცხოვრებაში არაფერი მჭირდება, ოღონდ ჩემი გოგონა იყოს ცოცხალი! ყველა კეთილ ადამიანს მხოლოდ ერთს ვთხოვ - საკვებით, წამლებით და საფენებით დაგვეხმარეთ. ჩემს გოგონას სამედიცინო მეთვალყურეობა და ძვირადღირებული წამლები სჭირდება... ჩვენ ამ ყველაფრის ფული არ გვაქვს... თუ ვინმე დამეხმარება, თითოეული თქვენგანის მადლობელი ვიქნები!

ხათუნა, რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ხათუნა: უფლის და მისი უსაზღვრო სიყვარულის მწამს! უფალი ყოველთვის ჩვენთანაა, მე მას ყოველდღე ვგრძნობ, ჩემი ცხოვრების ყოველ წამს. მე და ჩემი გოგონა ეკლესიაში ხშირად დავდივართ. მთვარისა თავს არსად არ გრძნობს ისე კარგად, როგორც ტაძარში. როცა საეკლესიო გალობას უსმენს, სულ იღიმის და უხარია. ღმერთმა ასეთი ანგელოზი მაჩუქა - ჩემი მთვარისა. მის ღიმილში და თვალებში თავად უფალს ვხედავ! მჯერა, რომ ღმერთი არ მიგვატოვებს!


***

მეგობრებო, მთვარისას ყურება და მისი ამბის ცრემლების გარეშე მოსმენა უბრალოდ შეუძლებელია! ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ საბრალო გოგონა დახმარებისა და ყურადღების გარეშე დავტოვოთ! მას სჭირდება: წამლები, საფენები და საკვები. მოდი ერთად დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და მივცეთ მას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა!

შეგიძლიათ თავად ეწვიოთ მთვარისას, გაიგოთ ოჯახის საჭიროების შესახებ, გაამხნეოთ და მხარი დაუჭიროთ, უთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: ბორჯომი, რუსთაველის ქ. №107.

მეგობრებო, მთვარისა ქარჩავას დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი საჯაროდ იწყებს თანხების შეგროვებას!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლიათ. ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. სიკეთით ყველა არ გამოირჩევა. ნუ აუვლით გვერდს სხვის გაჭირვებას! უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი სათხოვარი გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მთვარისა ქარჩავა).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდიდან ან ОРРА, TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: