ნატა (12 წლის): ხანდახან, თვალებს მაგრად ვხუჭავ, ხელებს აი, ასე ვადებ ერთმანეთს და ჩუმად ვლოცულობ. წარმოვიდგენ, როგორ დავდივარ, დავრბივარ, როგორ მივდივარ მეგობრის მოსანახულებლად საკუთარი ფეხებით, ეკლესიაში ერთად როგორ მივდივართ! ნეტავ… თავს ეტლის გარეშე დავხატავდი. ამ ბორბლების გარეშე! ექიმები ამბობენ, რომ სიარულს ვერ შევძლებ. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მჯერა! უფალი ჩემს ხმას შეისმენს! ის ხომ კეთილ, პატარა გოგონებს ეხმარება?!