ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ორი წლის ნიკოლოზი ექიმების დაუდევრობას ემსხვერპლა. საკეისრო კვეთის დროს, ბავშვს მენჯის ძვალი დაუზიანეს და წვივის ძვალიც მოსტყდა. ექიმები უმალავდნენ ამ ამბავს ბავშვის დედას. მოგვიანებით გაირკვა, რომ თაბაშირის დროულად დადების შემთხვევაში, დაზიანების თავიდან აცილება შეიძლებოდა. რამხელა ტკივილია! თქვენი დახმარება სჭირდებათ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, ეს მწვანეთვალება ანგელოზი სიარულს ვერასდროს შეძლებს.
არცერთი ექიმი არ დაისაჯა. მაგრამ, არავინ გაექცევა უფლის სამსჯავროს… ჩვენ კი, მეგობრებო, აუცილებლად ჩავატარებთ საკუთარ გამოძიებას. მართალია, პროკურორის ძალაუფლება არ გაგვაჩნია, მაგრამ ბევრი რამის გარკვევას შევძლებთ! დასჯაზე კი არა, იმაზეა საუბარი, რომ არაკვალიფიციურმა ექიმებმა ქართველი პატარები აღარ დაასახიჩრონ!
ახლა კი, ბავშვს თეძოს სერიოზული პრობლემები აქვს. მარჯვენაზე რვა სანტიმეტრით მოკლე აქვს მარცხენა ფეხი.
ასევე კისრის პრობლემა აქვს, თავს მარცნივ ხრის და სწორად ვერ იჭერს. ეს ყოველივე კი, საკეისრო კვეთის დროს მიღებული დაზიანებების შედეგი არის.
ეს, ნიკოლოზის დაიკოა – შვიდი თვის ბარბარე. შეხედეთ, ნამდვილი ანგელოზია! სულ რაღაც შვიდი თვისაა! ის და ყველა პატარა საქართველოში ჯანმრთელი ამყოფოს ღმერთმა!!!
გოგონას თბილი ტანსაცმელი არ აქვს. საბრალო ბავშვს პამპერსსაც კი ვერ ყიდულობს დედა, რადგან ნიკოლოზის მკურნალობისთვის აგროვებს თითოეულ კაპიკს, მისმა შვილმა ფეხზე გავლა რომ შეძლოს. ბიჭუნას რვა სანტიმეტრით მოკლე აქვს ცალი ფეხი და ეს იოლად გამოსასწორებელი არ არის. ალბათ წარმოგიდგენიათ, შვილისთვის რაოდენ რთული ბრძოლა ელის წინ საბრალო დედას.
გოგონას აქვს ერთადერთი ძველი და მახინჯი სათამაშო.
მართალია, ბარბარეს არ შეუძლია ლაპარაკი და სიტყვიერად ვერ გვთხოვს სათამაშოს, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გაახარებდა ბარბის თოჯინა, ისეთივე ლამაზი, როგორიც თავად არის.
საბრალო დედამ ზოგჯერ ისიც კი არ იცის, ბავშვებს რა აჭამოს.

სნეული და მშიერი ბავშვი რაიმე საჭმლის ნახვის იმედით აღებს მაცივარს. მაგრამ, საბრალო ბიჭუნა მხოლოდ ცარიელ მაცივარს ხედავს, რომელიც ფონდმა ოჯახს 2024 წელს აჩუქა.
თეონა, ნიკოლოზის დედა: „ჯერ სულ რაღაც 28 წლის ვარ და ცხოვრებამ ასეთი ტკივილიანი დედობა მარგუნა ნაადრევად. როდესაც ვხედავ, ჩემი თანატოლი გოგოების ჯანმრთელი შვილები როგორ დარბიან, გულზე მალამასოვით მედება, იმის მიუხედავად, რომ ჩემი შვილი, შორიდან საწყლად უყურებს მათ…“
ალბათ, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე შეჭირვებული სოფლიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთიდან არის წარმოშობით ეს ოჯახი. იქ რომ დარჩენილიყო დედა, ბავშვები სავარაუდოდ ვერ გადარჩებოდნენ. ჭყონიების მრავალშვილიანი ოჯახი იძულებული გახდა ურეკში გადასულიყო საცხოვრებლად, სადაც კეთილშობილი ადამიანი გამოჩნდა, რომელმაც თავშესაფარი მისცა! ქველმოქმედს ჰქვია ტარიელ სურმანიძე. როგორ გვინდა, ხელი რომ ჩამოვართვათ! მაგრამ ჯერჯერობით, მეტი არაფერი ვიცით მის შესახებ.

უფალმა დალოცოს ეს ღვთისნიერი ადამიანი. დაე, ეს სიკეთე, მის ოჯახს ასმაგად დაუბრუნდეს.

თეონა, ნიკოლოზის დედა: „ნიკოლოზს ტომოგრაფიის გადაღება ესაჭიროება, რასაც არ გვიფინანსებენ. სიარული რომ შეძლოს, რეგულარულად უნდა იაროს ცურვაზე, რის საშუალებაც გამაჩნია“.
ურეკის სარეაბილიტაციო ცენტრში პატარა ნიკოლოზისთვის ყველაფერს აკეთებენ. საბედნიეროდ, პროგრესი უკვე შესამჩნევია. მაგრამ ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს, ბავშვი თერაპიას თუ ვერ გააგრძელებს.
მოკრძალებული თხოვნაა, შვიდი თვის ბარბარეც არ დაივიწყოთ. მას ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი, მაგრამ თვალებით ითხოვს დახმარებას.
ღვთისნიერო ადამიანებო, პატარა ნიკოლოზის ბედი სწორედ ახლა წყდება. მოდით, დავუბრუნოთ ამ ანგელოზს, დაბადების პირველივე წუთიდან წართმეული ბავშვობა და მომავალი.
ბუმერანგის ძალა კი, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს ამ სიკეთეს ასმაგად დაუბრუნებს აუცილებლად. სამყაროში ხომ, უკვალოდ არაფერი იკარგება…
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ურეკი, ძმობის ქ. ბინა 7 (კოტეჯი).
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ — სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა — ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე — ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჭყონიების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კორ.: ნინი
სულ ხარჯები:
5172.90₾დარჩა:
2.24₾