„დეიდა, ძალიან დავიღალე მუცელზე და მუხლებზე ხოხვით, – წუწუნებს ალექსანდრე. – სულ გადატყავებული და სისხლიანი მაქვს მუხლები. მუხლებზე მეტად კი, გული მტკივა! ძალიან მტკივა გული! მართლა! დედიკო ამბობს, რომ თურქეთში დამეხმარებიან. მაგრამ, ჩვენ ღარიბები ვართ! ფულის გარეშე კი, არავინ მიმკურნალებს! იქნებ, თქვენ დაითანხმოთ?“