ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
ღმერთო, შენ ხომ, ყველაფერი შეგიძლია! დედიკო ამბობს, რომ შენ ბავშვები ძალიან გიყვარს! მეც პატარა ვარ! გთხოვ, შემომხედე! გააკეთე ისე, რომ ჩემს ძამიკოსთან ერთად სირბილი შევძლო! ცოტა ხანს მაინც! ძალიან, ძალიან გთხოვ!!!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„დეიდა, ძალიან დავიღალე მუცელზე და მუხლებზე ხოხვით, – წუწუნებს ალექსანდრე. – სულ გადატყავებული და სისხლიანი მაქვს მუხლები. მუხლებზე მეტად კი, გული მტკივა! ძალიან მტკივა გული! მართლა! დედიკო ამბობს, რომ თურქეთში დამეხმარებიან. მაგრამ, ჩვენ ღარიბები ვართ! ფულის გარეშე კი, არავინ მიმკურნალებს! იქნებ, თქვენ დაითანხმოთ?“

„ლუკაც დადის, გაბრიელიც, ბარბარეც… ყველა ბავშვი დადის ჩემს გარდა. რატომ? რატომ?!“ – მეკითხება 6 წლის ალექსანდრე! უცებ, თითქოს, ვერც მამჩნევდა, ბიჭუნამ მთელი გულით მიმართა უფალს: „ღმერთო, შენ ხომ, ყველაფერი შეგიძლია! დედა ასე ამბობს… და კიდევ იმას ამბობს, რომ შენ ბავშვები გიყვარს! მეც ხომ, ჯერ პატარა ვარ! შემომხედე! დამეხმარე, ჩემს ძამიკოსთან ერთად მეც რომ ვირბინო! ცოტა ხანს მაინც დამეხმარე, ძალიან გთხოვ!“ – სულს და გულს აქსოვს ამ სიტყვებში ბავშვი. იმხელა ემოცია ისმის მის ხმაში! ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ეჭვის ნატამალიც კი არ ჩანს! არასდროს მინახავს, ბავშვი ასე გულწრფელად რომ ლოცულობდეს! ალბათ, ნაადრევად იზრდებიან ბავშვებიც ამხელა ტკივილის გამო… რა სამწუხაროა… როდესაც ბავშვს წართმეული აქვს ბავშვობა! „იცი, ჩემი დედიკოც მთელი დღე ლოცულობს და მამა გაბრიელის ზეთს მაცხებს. მეუბნება, რომ ის პატარა ბავშვებზე ზრუნავს!“ – მიხსნის ალექსანდრე.

ერთი წამით მაინც წარმოიდგინეთ, როგორ სტკივა პატარა გული, როდესაც უყურებს, როგორ დარბიან და თამაშობენ სხვა ბავშვები. მას კი, ხოხვისგან გადატყავებული აქვს მუხლები და კეთილ სახეზე სიმწრის ცრემლები ჩამოსდის.
სიარული რომ შეძლოს, ალექსანდრეს სჭირდება მყესების ოპერაცია, რომელიც კეთდება საზღვარგარეთ. 100-პროცენტიან შედეგს იძლევა, მაგრამ საქართველოში ვერავინ აკეთებს! ექიმები ჰკიდებენ ხელს, ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხა რომ მიიღონ, მაგრამ ბავშვს უბრალოდ ტყუილად აწვალებენ! აუცილებლად არის თურქეთში წასაყვანი! ამ ოჯახს კი, ძალიან უჭირს…

„დავიღალე მუხლებზე ხოხვით. ჩემი დედიკო ოპერაციისთვის ფულს როდის შეაგროვებს?“


„ჩემს დაიკოს ძალიან ვეცოდები და ჩემზე ზრუნავს. მეც მინდა, მასზე ზრუნვა შემეძლოს“
ალექსანდრე (6 წლის): როდესაც დედამ ექიმთან წამიყვანა, მერე კი სახლში დავბრუნდით, ყური მოვკარი, მამას რომ ეუბნებოდა: „ექიმმა თქვა, რომ ოპერაციის მერე მაშინვე შეძლებს სიარულს. მაგრამ რა ვქნათ, ოპერაციის ფული რომ არ გვაქვს?” – გეფიცებით, დედამ მამას ზუსტად ეს სიტყვები უთხრა. ეგონათ, რომ მე მეძინა. დედა სულ ტირის და ამიტომ, მეც არაფერს ვეკითხები. ვგრძნობ, რომ ჩემს გამო ტირის, ფული რომ არ აქვს და ვერ მიკეთებს ოპერაციას. დიდი რომ გავიზრდები, ექიმი გამოვალ და უფასოდ გავუკეთებ ოპერაციას ყველა იმ ბავშვს, ვისაც ფული ჩემსავით არ აქვს. არ მინდა, რომ სხვა ბავშვიც ჩემსავით იტანჯებოდეს. დედას ვკითხე, ჩემი ოპერაციისთვის რამდენი ფულია საჭირო? ცრემლები წამოუვიდა და არაფერი მიპასუხა. უბრალოდ ჩამეხუტა.

„ფეხზე დადგომას ვცდილობ, მაგრამ არაფერი გამომდის. გუშინ რომ ვცდილობდი, წავიქეცი და მაგიდას დავარტყი თავი. მეტკინა! მაგრამ ტკივილის მოთმენა ვისწავლე!“

ღმერთო, გეხვეწები, დაეხმარე ჩემს დედიკოს, ოპერაციის ფული რომ ჰქონდეს. ოპერაციის მერე, სიარულს შევძლებ და უბედნიერესი ვიქნები.
მეგობრებო, ახლა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, პატარა ალექსანდრე სიარულს შეძლებს, თუ არა. 1 ლარიც კი, ძალიან მნიშვნელოვანია. იქნებ, ამ თვეში, ერთი მაისურით ნაკლები შევიძინოთ. ტანსაცმელი ხომ, გაცვდება და უკვალოდ გაქრება. სიკეთე კი, ერთადერთი რამ არის, რომელიც უკვალოდ არასდროს ქრება. ერთად დავეხმაროთ პატარა ალექსანდრეს, სხვა ბავშვებივით რომ შეძლოს ცხოვრება.
თუ გსურთ, მოინახულოთ და ამ უკეთილშობილეს ბავშვს დახმარება პირადად გაუწიოთ, მისი მისამართია: კასპის რაიონი, სოფელი აღაიანი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა მისი გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: ალექსანდრე მახათაძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
კიდევ ერთი სასწაული ღმერთმა თქვენი ხელით მოახდინა, მეგობრებო! ბავშვი, რომელიც წელიწადნახევრის წინ მუცელზე ცოცავდა და იმედი, რომ ის გაივლიდა, უკვე ამოწურული იყო, ახლა ისე დასდევს ბურთს, რომ აშკარად ჩანს – ჩვენს ქვეყანას მომავალში ფეხბურთის ვარსკვლავი ეზრდება! თქვენ რომ არა, ფონდის მეგობრებო, გაჭირვებული ბიჭუნა პირველი სასკოლო დღისათვის ინვალიდის ეტლით წავიდოდა სკოლაში! დიახ, სწორედ თქვენი დახმარებით, ალეკო მეორედ დაიბადა!
ახლავეგადააზიარე პოსტი, კეთილო ადამიანო! დაეხმარე საკუთარ მეგობრებსაც მიუახლოვდნენ კეთილ საქმეს!
თქვენ დაგვეხმარეთ, გმადლობთ!

ჩვენი ალეკო სკოლაში თავისი ფეხით მივიდა! გასაოცარი სიახლეა! თუ დაუბრუნდებით ფონდის მიერ წელიწადნახევრის წინ გადაღებულ ვიდეოს გაიხსენებთ, რომ ღარიბი ბავშვი ფეხების პრობლემების გამო მხოლოდ მუცელზე ხოხვით, ოთხზე დაჩოქილი გადაადგილდებოდა! ხელები, იდაყვები, მუხლები სისხლამდე ჰქონდა გადახეხილი. მისი ოცნება იყო – მიწიდან აეწია სხეული და განეცადა ის მიუწვდომელი ბედნიერება – სიარული!
აი, ასე – ხოხავდა საწყალი ბავშვი მთელი სხეულით იატაკზე … ნუთუ ეს ის ალეკოა, რომელიც ახლა დარბის, დახტის და ფეხბურთს თამაშობს?!
ვზეიმობთ და ვულოცავთ ერთმანეთს, და თქვენ ყველას! სკოლა აღფრთოვანებული და გახარულია! ალეკომ იქ ყველა გააოცა! ეს ჯერ კიდევ ასეთი მარტივი არ არის, მაგრამ 15 სექტემბერს ალეკომ უარი თქვა ხელჩასაჭერებზეც და მთელი დღე დედასთან ერთად ხელჩაკიდებული დადიოდა! უზომოდ ამაყი, გახარებული და მოდურად ჩაცმული!
უჰ, რა ბედნიერ დღეს მოვესწარით, მეგობრებო! ეს იმიტომ, რომ ხელებდაკრეფილი არ ვიჯექით და წელიწადნახევარი აქტიურად ვზრუნავდით ალეკოს ჯანმრთელობაზე – ოპერაცია და მკურნალობა თურქეთში, თერაპიული ცურვა, მასაჟები, რეაბილიტაციის კურსები, ფიზიოთერაპია, წამლები, საფენები, ხელჩასაჭერები, საკვები ჩვენი ბიჭისთვის. წელიწადნახევარი თქვენი დაუღალავი შრომისა, შედეგზე მიმართული 15 ათას 500 ლარი და ახლახან ჩატარებული ფეხის მყესების ოპერაცია გახდა ის წინსვლა, რომელმაც საოცრება მოახდინა!
ალეკო: – ადრე თვითონ ვერ ვიბანდი ხელპირს და კბილებსაც ვერ ვიწმენდდი. მხოლოდ პირსაბანთან მიჩოჩებას ვახერხებდი, მერე კი დედიკო მიჭერდა, რომ არ დავცემულიყავი! ახლა კი, დეიდა შეხედე, მე თვითონ ვდგავარ ნიჟარასთან და რამდენიც მინდა, იმდენჯერ დავიბან სახეს!

უკვე შემიძლია თვითონ ავიდე კიბეებზე სახლში, მოაჯირს ვეკიდები. შემიძლია ოთახებში სიარული, მაგრამ აუცილებლად რაღაცას უნდა მოვეჭიდო.

დეიდა, შემიძლია უკვე თვითონ ჩავიცვა! ჩავიცვი მამარდას (საქართველოს ნაკრების მეკარე მამარდაშვილი – რედ.) ფორმა და ახლა ფეხბურთის თამაშს ვაპირებ! გინდა დაგანახო, როგორ სწრაფად დავრბივარ ხელჩასაჭერებით?
წამოდი ეზოში, დაგანახო, როგორ ურტყამ ბურთს! ფეხებში ძალა მაქვს, და ახლა ისინი უკვე ისეთი წვრილი არ არის, როგორც ადრე. მე მაგარი და ძლიერი ბიჭი ვარ, და მიხარია, რომ ყველას სკოლაში ეს დავანახე!
(უჰ, როგორი ძვირფასია!)
–და სად გინდა ფეხბურთი ითამაშო?
ალეკო:
– „დინამო არენაზე!“
(ქვეყნის მთავარ სტადიონზე, მეგობრებო! აი, როგორი ძლიერი მოტივაციაა თქვენგან!).
რუსუდანი, დედა: – რას ვიზამდით ჩვენი კაპიკებით! გულწრფელად გეტყვით, სასოწარკვეთილი ვიყავი და იმედგაცრუებული, სულიერად განადგურებული თქვენ მოგმართედ. ახლა კი სიხარულით დავმფრინავ, როცა შვილის სკოლაში წაყვანას ვახერხებ! პირველად ჩემი ბიჭი მყარად დგამს ფეხებს, მთლიანი ტერფით, მხოლოდ თითებით არა. ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველას, ვინც მეხმარებოდა!
მეგობრებო, შედეგი რომ საბოლოო იყოს, ალეკომ უნდა განაგრძოს რეაბილიტაციის კურსები. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა საკმარისზე საუბარი.
ალეკო აღაიანიდან თბილისში უნდა ჩავიდეს რეაბილიტაციისთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ეს რთულია. ბავშვს დიდხანს მოუწევს გაჩერებამდე სიარული, ხოლო სავლელები ვერ ეტევა სამარშუტო ტაქსში. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი – ტაქსია.
ოჯახის სველი წერტილი გამართული არაა, არც აბაზანა აქვს და არც შხაპის კაბინა. ეს ალეკოსთვის ძალიან რთულეია. სველი წერტილი უნდა აღიჭურვოს მისი საჭიროებების მიხედვით.
თქვით გულწრფელად, მეგობრებო — ნამდვილად საოცარია იგრძნო თავი კეთილ ჯადოქრად! იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თქვენ გააკეთეთ, ცხოვრებაში შეუძლებელია გააკეთო!
ჩვენი ფონდის ანგარიშებია:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
– თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
– ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მახათაძეების ოჯახი)
კორესპოდენტი მედეა
სულ ხარჯები:
15595.82₾დარჩა:
0.57₾