რეზიკო გამუდმებით ტირის. ამას ტირილსაც ვერ დავარქმევთ, ბავშვი კვნესის ხერხემლის ტკივილის გამო. მას არც დიდხანს წოლა შეუძლია და არც ჯდომა. ბიჭუნას მუდმივი დაჭიმულობა აქვს და თითების გაშლაც კი არ შეუძლია. დაუჯერებელია, თუმცა რეზიკო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ექიმის შეცდომის გამო კი, პირდაპირი გაგებით, ერთ წუთში დაინვალიდდა. გულო (დედა, 33 წლის): რეზიკო ჩემი პირველი, დიდი ხნის ნანატრი ვაჟია. რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩვენთვის! გონიერი ბავშვი იზრდებოდა. მაგრამ რვა თვისა ავად გაგვიხდა, ძალიან სტკიოდა ყურები… ბოდიშს გიხდით, ცრემლების გარეშე არ შემიძლია ჩემი საბრალო ბიჭის ისტორიის მოყოლა, ყელში ბურთივით მაქვს გაჩხერილი.