20 წელი ველოდი ჩემს გოგონას! 20 წელი ვევედრებოდი უფალს, შვილი მოეცა ჩემთვის! ახლა, 46 წლის ვარ და ჩემი მზე გოგო ხელში რომ ჩამაკვდეს, ჩემი სიცოცხლეც დასრულდება! გემუდარებით, მიშველეთ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ის უამრავი თანდაყოლილი დაავადებით იტანჯება: ყველაფერი სტკივა ამ გოგონას! ნაწლავებში აქვს ღვიძლი, გულის მრავალი დეფექტი. ღია არტერიული სადინარი, საშარდე გზების ინფექცია, პნევმონია, ნეკნების მოტეხილობა... ექვსი თვე გაატარა რეანიმაციაში. სიცოცხლისთვის იბრძოდა, სიკვდილს ებრძოდა და გაიმარჯვა. დედას კი უთხრეს, რომ მას განსაკუთრებით მფარველობს ღმერთი - ასეთი ჩვილების გადარჩენის შანსი ძალიან მწირია.
მაია: ის, რომ დღეს შემიძლია მარიამი გულში ჩავიკრა, ჩემი ხელით ვაჭამო და ჩავაცვა, სასწაულია! 20 წელი არ მყავდა შვილი და მარიამი, ჩემი ახდენილი ოცნება არის. 20 წელი ვევედრებოდი უფალს, შვილი მოეცა ჩემთვის. რა თქმა უნდა, დედობა სულ სხვაგვარად წარმომედგინა... მეგონა, გოგო თუ მეყოლებოდა, თოჯინასავით გამოვპრანჭავდი ხოლმე, ნაწნავებს გავუკეთებდი, ცეკვა-სიმღერას ვასწავლიდი... მაგრამ ახლა, მარიამს მხოლოდ ტირილი შეუძლია. რამე თუ დასჭირდა, ვერც დამიძახებს...
- მარიამს მილები აქვს ყელშიც და მუცელშიც... როგორი რთული მოსავლელია, ალბათ. საბრალო ბავშვი.
მაია: მარიამმა არ იცის საჭმლის გემო. ღეჭვა არ შეუძლია. მუცელში მილი აქვს, რომელშიც საკვებს შპრიცით ვასხამ პირდაპირ კუჭში. ტრაქეაშიც მილი აქვს, სუნთქვა რომ შეძლოს და არ დაიხრჩოს ნახველით, რომელიც უგროვდება ბრონქებში... მართლაც რთულია ამ მილების მოვლა, ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს, ორ თვეში ერთხელ კი - შეიცვალოს. ყოველთვის ვერ ვახერხებ ჩემი გოგონას ქუთაისიდან თბილისში ამ პროცედურებზე წაყვანას. ხანდახან, სამგზავრო ფულიც კი არ გვაქვს.
- თქვენ თქვით, რომ 20 წელი შვილი არ გიჩნდებოდათ, რა იგრძენით, როდესაც გაიგეთ, რომ ორსულად იყავით?
მაია: მარიამი მეორე ქორწინებიდან მყავს. პირველ მეუღლესთან ერთად ბედნიერად ვიცხოვრე მთელი 12 წელი. მაგრამ, კიბომ წამართვა მისი თავი. 8 წელი ვგლოვობდი, შავები არ გამიხდია. მერე ვეფხია გავიცანი, ჩემი მარიამის მამა. მასაც ბევრის გადატანა მოუხდა ცხოვრებაში. მალევე გამოვნახეთ საერთო ენა და დაქორწინება გადავწყვიტეთ. როდესაც გავიგე, რომ პატარას ველოდებოდი უბედნიერესი ვიყავი! დავფრინავდი ბედნიერებისგან.
ღმერთო, ჩემს მუცელს ვეფერებოდი და ვოცნებობდი, როგორ ვითამაშებდით და ვისეირნებდით მე და ჩემი გოგონა ერთად... როგორ ვასწავლიდი სხვადასხვა კერძების მომზადებას... ალბათ, ის ორსულობის ცხრა თვე, ყველაზე ბედნიერი დრო იყო ჩემს ცხოვრებაში... მერე კი, მისი სიცოცხლის პირველივე დღეს ეს საშინელება დაიწყო! მარიამი 6 თვე იწვა რეანიმაციაში. ოპერაციები უტარდებოდა. როგორც ექიმებმა მითხრეს, ჩემს ტანჯულ გოგონას ნაწლავებში აქვს ღვიძლი. ის ვერ სუნთქავდა, მისი პატარა გული კარგად ვერ მუშაობდა... ვერავინ მეტყოდა, იცოცხლებდა ჩემი ერთადერთი ნანატრი გოგონა, თუ არა...

მაია: ჩემთვის ყველაფერი ჩემი გოგონას გარშემო ტრიალებს. მისი დაბანა, ჭამა, მილების გასუფთავება და ნახველის ამოღება. ჯდომა არ შეუძლია, როდესაც ვაწვენ ძალიან წუხს და სულ ხელში მყავს. უფალს რომ ვევედრებოდი, შვილი მოეცა ჩემთვის, რომელსაც სულ ხელით ვატარებდი, სულ სხვაგვარად წარმომედგინა ეს ყველაფერი. მაგრამ, არ იფიქროთ, რომ ვწუწუნებ. არა! მე დედა გავხდი, ამ პატარა ანგელოზის დედა და უბედნიერესი დედა ვარ ამქვეყნად.
- როგორ შეგიმსუბუქოთ ცხოვრება?
მაია: ვოცნებობ, ჩემი გოგოსთვის მქონდეს ეტლი, მისი სასეირნოდ გაყვანა რომ შევძლო. კიდევ, ექიმებმა სპეციალური მაგიდის და სკამის შეძენა გვირჩიეს. სოციალური შემწეობის თანხა და მარიამის პენსია კი, ხანდახან პამპერსსა და საკვებზეც კი არ გვყოფნის. რაც შეეხება მსხვილ შენაძენებს, ოცნებასაც ვერ გავბედავთ ამაზე. ახლა მაგალითად, მარიამს მუცელში მილი აქვს შესაცვლელი... შესაძლოა, ქირურგიული ჩარევა და ნარკოზი დასჭირდეს, მერე მედიკამენტები და სახვევები... ჩვენ კი, ფული საერთოდ არ გვაქვს.
* * *
მეგობრებო, მაია ძალიან თავშეკავებული და სიყვარულით აღსავსე ქალბატონია. ცდილობს, ფარ-ხმალი არ დაყაროს და ყველაფერი გააკეთოს მისი ნანატრი სიხარულისთვის - თავისი მარიამისთვის. შეეგუა მის დაავადებებს და უფალს ყოველდღე მადლობას სწირავს იმისთვის, რომ ოცნება აუხდა. მაგრამ, ჩვენ ხომ, კარგად გვესმის მისი ტკივილი და მომავლის შიში. მოდით, მხარში ამოვუდგეთ ამ არაჩვეულებრივ ქართველ დედას და მის პატარა ანგელოზს, რომელსაც ღვთისმშობლის სახელი ჰქვია და მისი მფარველობის ქვეშ არის. ჩვენი დახმარება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
თუ გსურთ მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: ქუთაისი, ნიკეას ქ. 72 ბინა 42
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მათ გადარჩენას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი #GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი #GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი #GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: მარიამ ჩუბინიძე)
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით, „TBC ბანკი“ (GeoPay), „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay და PayBox (OPPA) ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს - ახლა, ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა შეგიძლიათ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund
და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია!



მსგავსი პროექტები:
|