ათი წლის ვენერას, არ ჰყავს მეგობრები და დარწმუნებულია, რომ არც არასდროს ეყოლება. ღატაკებთან მეგობრობა არავის უნდა. „ვგრძნობ, რომ თავს მარიდებენ. ჩემს გვერდით არ სხდებიან, ჩემთან თამაში არ უნდათ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მექცევიან, რომ აი, აქ მტკივა“, – ამბობს ვენერა და ხელს გულზე იდებს.