რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა. პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270მძიმედ დაავადებული რვა წლის ზაური სიკვდილის პირას არის იმის გამო, რომ უკვე (წარმოგიდგენიათ?!) სამი თვეა წამლებს ვერ იღებს და ეპილეფსიის უმძიმესი ფორმით იტანჯება! შემაძრწუნებელია შეჭირვებული ოჯახის მდგომარეობა! ნუთუ ბიჭუნას ტანჯვისგან მხოლოდ სიკვდილი იხსნის?!
ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, მეგობრებო, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არნახული ტრაგედია არავის ადარდებს ჩვენ გარდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მეგობრებო, დიდი უბედურება ხდება! რვა წლის ზაურს ეპილეფსია აქვს. წარმოგიდგენიათ, ბავშვს უკვე სამი თვეა წამლები არ მიუღია!!! მის საბრალო მშობლებს არც აბების, არც საკვების ყიდვის საშუალება არ გააჩნიათ და ახლა მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ, რადგან არ იციან, ზაურს კრუნჩხვები როდის დაეწყება და უსიცოცხლოდ ძირს როდის დაეცემა.
— ზაურ, როგორ გრძნობ თავს?
ზაური (8 წლის): ცუდად.
— რა გაწუხებს, რა გტკივა?
ზაური: გული და თავი მტკივა. თბილისში ექიმთან გამოკვლევებზე სასწრაფოდ ვარ წასაყვანი, დედაჩემს კი ამის საშუალება არ გააჩნია. იმის გამო, რომ აბების მიღება შევწყვიტე, შეტევები უფრო ხშირად მემართება!
ტკივილი და ტანჯვა ბიჭუნას დიდივით ალაპარაკებს: „მკვდარივით ვეცემი იატაკზე და ვფართხალებ. ეს ძალიან მტკივნეულია! დედა ამბობს, რომ საშიშიც არის! დაძინების მეშინია! შეიძლება, ვერ გავიღვიძო. დეიდა, მიყიდე წამლები, გთხოვ!“
„ჩემი მამიკოც მძიმედ ავად არის, — თავისი სევდიანი ამბის მოყოლას აგრძელებს ზაური. — წარმოიდგინე, ძლივს დადის და იტანჯება იმის გამო, რომ მუშაობა არ შეუძლია. იცი, მას ხომ სამი უმძიმესი ოპერაცია გაუკეთდა! ახლა კი ნაწლავები აღარ აქვს“
კვანტალიანების ოჯახში ექვსი ბავშვია
მამის ტანჯვის შემხედვარე, უფროსმა შვილებმა საკუთარ თავზე აიღეს დიდი ოჯახის გამოკვებაზე ზრუნვა. დედასთან ერთად დროებით სამუშაოზე დადიან — კრეფენ თხილს, ასკილს, მშიერი რომ არ დარჩნენ. სოციალური შემწეობის ჩარიცხვიდან ჩარიცხვამდე არსებობენ.
ვენერა (12 წლის ულამაზესი ქართველი გოგონა): „ჯართს ვაგროვებ, რაც შეიძლება დიდ რკინებს ვეძებ, მერე კი ვაბარებ. ხან ათ, ხან ოც ლარს მიხდიან ამაში. ამ თანხით მაშინვე პურს და პროდუქტებს ვყიდულობ. მაგრამ ჩემი ძმის კვლევებზე წასაყვანად საკმარის რკინებს ვერ ვიპოვი“.
დედა შეტრიალდა თუ არა, ხუთი წლის დეგოლმა შიმშილისგან ნიორი შეჭმა. ახლა კი მუცელი სტკივა ტირის. ბავშვმა სხვა ვერაფერი ნახა სახლში საჭმელი
ციცინო (9 წლის): „ვიცით, შიმშილი რას ნიშნავს. მეც და ჩემს ძმებსაც ცარიელი კუჭით დასაძინებლად დაწოლა ხშირად გვიწევს. ძალიან, ძალიან ცუდი შეგრძნებაა. მუცელი ბუყბუყებს და გეჩვენება, რომ სადაცაა გონებას დაკარგავ. გტკივა და გეტირება. მაგრამ მე ვითმენ, მშობლებს რომ არ ვატკინო გული. მათ ხომ ფული არა აქვთ, პროდუქტები რომ იყიდონ. გული სტკივათ, როდესაც ჩვენს ცრემლებს ხედავენ“.
„ეს კი ჩვენი ნახევრად დანგრეული სახლია. გვეშინია, თავზე არ ჩამოგვენგრეს სახურავი!“
ციცინო: „ყველას კარგი სახლები აქვს, ვისაც ვიცნობ, ჩვენი კი ნახევრად დანგრეულია, ასი წლის არის. არ აქვს კარ-ფანჯარა, იატაკი დალპა და ჩავარდნილია, წვიმიან ამინდში კი სახლშიც ისე წვიმს, როგორც გარეთ. კედლებს შეხედეთ, სულ დაბზარულია. ჩვენ კი რემონტისთვის თანხას ვერასდროს შევაგროვებთ“.
„სკამებიც კი არ გვაქვს. რიგრიგობით ვსხედვართ მაგიდასთან“
„შეშის მოსატანად ყოველდღე ტყეში დავდივართ“
ციცინო: „დედა შეშის ღუმელზე ამზადებს საჭმელს იმიტომ, რომ გაზქურა არ გვაქვს, არც სარეცხი მანქანა გვაქვს. საბრალო დედიკოს გაყინულ წყალში, ხელით უწევს რვა ადამიანის სარეცხის რეცხვა. კარადაც კი არ გვაქვს, ჩვენი ნივთები ლამაზად რომ დავალაგოთ“.
„გარეთ პირდაპირ ონკანის ქვეშ გვიწევს დაბანა და ხშირად ვცივდებით“
„არც საკმარისი საწოლები გვაქვს. ორ-ორი ვწევართ ძველ ლეიბებზე“
ვენერა: „ყველაზე გულსატკენი კი ის არის, რომ სიღატაკის გამო დაგვცინიან. გვეუბნებიან, რომ არ გვაქვს არც ნორმალური ტანსაცმელი, არც საჭმელი და არც სახლი. ჩვენთან მეგობრობა არ უნდათ. დაბადების დღეებზეც არ გვეპატიჟებიან და იცით, რატომ? იმის გამო, რომ საჩუქრების ყიდვა არ შეგვიძლია. ახლა საჩუქრის გარეშე მოსული სტუმარი ვის უნდა? ადამიანებზე ნაწყენი არ ვარ და არ ვფიქრობ იმაზე, თუ რატომ აქვთ რაიმე სხვებს, ჩვენ კი არა. მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რომ ამდენი მიწისძვრის მერე, ჩვენი სახლი სათამაშო სახლივით არ დაიშალა და ცოცხლები ვართ. თორემ ახლა ხომ თქვენთან არ ვისაუბრებდი“.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ოჯახთან გამომშვიდობებისას ცრემლებს ძლივს ვიკავებდი! მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ უფლის იმისთვის, რომ საქართველოში ცხოვრობს ამდენი კეთილი ადამიანი! იმისთვის, რომ მონაწილეობის მიღება შემიძლია უდანაშაულო ადამიანების, დიდისა თუ პატარის, ხშირად სიკვდილ-სიცოცხლის საკითხების გადაჭრაში. მათ ხომ ჩვენ გარდა ხელს არავინ გაუმართავს! განგებას კიდევ იმისთვის ვწირავ მადლობას, რომ საქართველოში შეჭირვებული და სნეული ბავშვები კი არ ბოროტდებიან, არამედ კვლავაც მთელი გულით სწამთ ღმერთის! ამას ხომ მსოფლიოს ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ! დღეს განსაკუთრებით გამიმართლა, წილად მხვდა ასეთი ჭკვიანი, კეთილი და გულწრფელი ბავშვების გაცნობის ბედნიერება! ჩვენი მომავალი სწორედ ისინი არიან!
პირადად ჩემი და ფონდის სახელით თხოვნით მოგმართავთ: მოდი ამ ოჯახს გავუზიაროთ ჩვენი გულების სითბო და დავანახვოთ, როგორ შეუძლიათ საქართველოში სრულიად უცხო ადამიანების გვერდში დგომა! დიდსულოვნების ძალა ხომ სწორედ ეს არის — სრულიად უცნობ ადამიანებს ვეხმარებით და სამაგიეროდ არაფერს ველით!
თუ გსურთ, მოინახულოთ და დახმარება პირადად გაუწიოთ ამ ოჯახს, მათი მისამართია: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პერევისა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000
თი ბი სი ბანკი GE15TB7194336080100003
ლიბერთი ბანკი GE42LB0115113036665000
(დანიშნულება: კვანტალიანების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
ერთად, ჩვენ დავეხმარეთ უკვე ათასობით შეჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დატოვა: