რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
Birthday 17.01.2012
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 call - ₾2 GEL
მობილური პროვაიდერები
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
Bank of Georgia
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
TBC Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
Liberty Bank
Ბანკის კოდი:
კოპირებულია
ნომერი:
კოპირებულია
საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
0901200270დაბადების დღეზე არ მეპატიჟებიან, რადგან საჩუქრის ყიდვის საშუალება არ მაქვს!
მეგობრებო, 17 იანვარს ჭიათურაში მცხოვრები ვენერა 13 წლის გახდება. გინდათ, იცოდეთ, რატომ არ უხარია გოგონას თავისი დაბადების დღე? იმიტომ რომ არასოდეს აღუნიშნავს ის. მრავალშვილიან ოჯახში, სადაც ექვსი ბავშვი იზრდება, არ აქვთ საშუალება, რომ გემრიელი კერძები მოამზადონ და ტორტი იყიდონ. მეგობრებს ლობიოზე ხომ ვერ დაპატიჟებენ?! მაგრამ ყველაზე საწყენი ის არის, რომ თავად ვენერასაც არ ეპატიჟებიან სხვა ბავშვების დაბადების დღეებზე, რადგან იციან, რომ ის ხელცარიელი მივა. გოგონა ჯართს აგროვებს, რომ ის და მისი ოჯახი მშივრები არ იყვნენ. საიდან მოიტანონ ფული დაბადების დღის საჩუქრისთვის? ვენერა ოცნებობს ლამაზ ზეიმზე ბუშტებითა და ნათელი დეკორაციებით, უნდა, რომ სახლში დაპატიჟოს მეგობრები, რათა ერთად იმხიარულონ! მას ასევე ძალიან სურს, რომ საკუთარი პროექტორი ჰქონდეს. ის სკოლაშიც გამოადგება და გასართობადაც. მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლებს არ აქვთ ფული, რომ შვილს ასეთი საჭირო ნივთი უყიდონ. ამიტომ პროექტორი ოცნებად დარჩება, თუ კეთილი ადამიანები არ გაერთიანდებიან და არ გაახარებენ ამ ლამაზ გოგონას თავის მე-13 დაბადების დღეზე. ძალიან გვინდა, მის სახეზე ღიმილი დავინახოთ!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ვენერა კვანტალიანი).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით: „საქართველოს ბანკი“ (e-commerce), „TBC ბანკი“ (GeoPay), „ლიბერთი ბანკი“ (PayGe), PayPal.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ტერმინალებიდან: ExpressPay, TBCpay, PayBox (OPPA). ჩვენს ფონდს იპოვით ქვეთავში “ქველმოქმედება“. ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://goo.gl/GY2Gus
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100. სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
დარჩა: