გულსაკლავად კითხულობს 5 წლის ანანო და დედას კალთაზე ექაჩება. „მეც, მეც მინდა ჭამა! დედა, პური მაინც თუ გვაქვს?“ – კვერს უკრავს უმცროსი ძამიკო, შოთიკო (3 წლის). „მოითმინე, ჩემო სიხარულო, იქნებ მეზობელმა მოგვიტანოს რამე“, – ალერსიანად პასუხობს დედა, გვანცა (29 წლის) და ბავშვებს თავზე ეფერება. „მაცივარი სულ მოცარიელებულია, მათ ვერაფრით ვაწყნარებ, ისევ მეზობლებისთვის მომიწევს თხოვნა, – ჩვენკენ ტრიალდება და თითქოს თავს იმართლებსო, სევდიანად გვიხსნის ახალგაზრდა ქალი. ზურგი ვაქციე, ცრემლები და დაბნეულობა რომ დამემალა.
„ღმერთო, ნებისმიერ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ჩემი შვილების შიმშილს არ ვხედავდე! – მწარედ ტირის საბრალო, ახალგაზრდა ქალი. – ადრე, თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი ვერც სამსახურს იშოვი, არც ტრანსპორტი მუშაობს… ზოგჯერ, დღე ისე გადის, ბავშვები ცარიელ ჩაისა და პურზე არიან!“