ლალი (9 წლის): „ნახე, რა თანაბრად გაგვიყო დედამ ყველას პურის ნატეხი! ცუდი ისაა, რომ ხშირად საერთოდ არ გვაქვს საჭმელი! მაშინ მუცელი მტკივა ხოლმე და საერთოდ არ შემიძლია სირბილი სისუსტის გამო! დედამ თავისთვის არ დაიტოვა პური! ამბობენ, რომ ყველა დედა ასეთია!“
ქეთევანი, დედა (26 წლის): „ჩემი ქმარი მძიმედ არის დაავადებული, ტუბერკულოზი აქვს, ასევე დაავადებული აქვს კუჭი, თითქმის არაფერს ჭამს. მაგრამ ჩვენ ექიმისა და წამლის ფული არ გვაქვს. პირველ რიგში იმაზე ვფიქრობთ, რა ვაჭამოთ ბავშვებს. დაგვეხმარეთ, გთხოვთ, გამოკვლევების ჩატარებაში. თუ ჩემს ქმარს რამე დაემართება, როგორ იქნებიან ჩემი შვილები, ვინ მიხედავს მათ? ჩვენ მხოლოდ სოციალური შემწეობით ვცხოვრობთ, პროდუქტების ნისიად აღება გვიწევს, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ“.
კეთილო ადამიანებო, ბავშვებს სჭირდებათ საწოლები, თბილი საბნები, ტანსაცმელი და, რაც მთავარია, პროდუქტები. ასევე საჭიროა სახურავის შეკეთება და ფანჯრების ჩასმა, რომ წვიმის დროს პატარები თბილად იყვნენ. ბავშვები უკვე საკმაოდ დაიტანჯნენ, ჩვენ კი შეგვიძლია ისე გავაკეთოთ, რომ მათი ტანჯვა შემცირდეს. დაეხმარეთ შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახს და უფალი ასმაგად დაგიბრუნებთ ამ სიკეთისთვის.