რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

გაჭირვებულები

ბავშვებმა პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებონ? იხსენით ბავშვები შიმშილისა და სნეულებისგან!

ბავშვებმა პურითა და წყლით რამდენ ხანს უნდა იარსებონ? ორი წლის ილიასა და ხუთი წლის გიოს დედა ამ საზარელ კითხვას უსვამს საკუთარ თავს. მეგობრებო, ჩვენი ბენეფიციარები ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბნიდან უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ, შეიძლება ითქვას, გადარჩენისთვის იბრძვიან. აზა ორ მცირეწლოვან ვაჟს მარტო ზრდის. მამისგან ბავშვები არც მატერიალურ დახმარებას იღებენ და არც სულიერ სითბოს. სოციალური შემწეობა კი საკვების საყიდლად არ ჰყოფნით, ამიტომ მაღაზიიდან პროდუქტების ვალად აღება უწევთ. უკვე 800 ლარი დაგროვდა, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.

აზა, დედა (29 წლის): „გიოს თიაქარი აქვს. ბავშვს მუცლის ქვედა ნაწილში ძლიერი ტკივილი ხშირად აწუხებს, ტირის, მე კი ვერ ვამშვიდებ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ფული არ მაქვს, ჩემი შვილი ექიმთან წავიყვანო ან წამალი ვუყიდო. არ ვიცი, რა გავაკეთო“.

აზა: „გიო ჩემი მთავარი დამხმარეა, იმის გაფიქრებაც კი მტკივნეულია, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რამე დაემართოს. გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ გამოკვლევები ჩავუტარო“.

უბრალოდ წარმოიდგინეთ, დედა-შვილი რა კოშმარში ცხოვრობენ ახლა. თქვენი დახმარებით, ის შეიძლება მალე დასრულდეს! კეთილ საქმეს ნუ გადადებთ, გიოს ახლავე დაეხმარეთ!

შემოწირულია

₾2,409.62

დონორი

163

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 1 of 1 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!