რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

გაჭირვებულები

დედის დაკარგვის ტკივილი აუტანელია ბავშვებისთვის! ვინ მოეფერება, ვინ უმღერებს ძილის წინ, ვინ უნდა იზრუნოს მათზე, როდესაც მამა მძიმედ ავად არის, ოჯახს ფული არ აქვს და ჩვენ გარდა, მეგობრებო, პატარა სალომე და ლუკა არავის სჭირდება! ღმერთო, ღმერთო, ჩვენი მხსნელი შენ ხარ! გვირჩიე, რა მოვიმოქმედოთ?!

ვერაგმა სიკვდილმა სამუდამოდ წაართვა სალომეს და ლუკას საყვარელი დედიკო. საბრალო ქალი კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოციმციმე თვალები „ჩაქრა“. ამ ანგელოზების სათნო თვალებიდან ღიმილი გაქრა. მათ გულებში კი უკიდეგანო სევდამ დაისადგურა. ბავშვებს სული სტკივათ, სული… მისი მოსარჩენი წამალი კი კაცობრიობამ ჯერ ვერ გამოიგონა და, ალბათ, ვერასდროს ვერაფერი მოარჩენს ამ ტკივილს.

უდედოდ დარჩენილი 11 წლის ლუკა ცდილობს, სახლის საქმეში მიეხმაროს დაიკოს. ზამთრის ყინვაში ბავშვი ეზოს ამ ჯემპრის ამარა ასუფთავებს, რადგან თბილი ტანსაცმელი არ აქვს. დაობლებული ბიჭუნას სხეული კანკალებს სიცივისგან, სამაგიეროდ, მის გულში გიზგიზებს მწველი ცეცხლი. მხოლოდ დაობლებული ბავშვი თუ მიხვდება, დედის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი რაოდენ გაუსაძლისია.

დედის გარდაცვალების შემდეგ, 13 წლის გოგონა თავად უმზადებს სადილს ძამიკოს. სალომე 10 წლის იყო, საყვარელი დედიკოს უსულო ცხედარს რომ უყურებდა. ზრდასრული ადამიანიც კი ვერ უძლებს ასეთ საშინელ „სცენას“. წარმოიდგინეთ, 10 წლის გოგონა, რომელმაც საკუთარი თვალით უყურა, როგორ დაასაფლავეს მისი დედიკო. ღმერთო, ღმერთო, როგორ გაუძლო ამ პატარა ანგელოზის გულმა ამ საშინელებას?

შემოწირულია

₾4,760.06

დონორი

315

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 1 of 1 items

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!