ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!
ტელეფონის ნომერი:
ფასი (გაითვალისწინეთ):
1 ზარი - ₾2
დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL
კოპირებულია
სამი სარძევე კბილით, წლისა და ორი თვის ულამაზესი ბიჭუნა მათე ვერაფრით ახერხებს იმ უკანასკნელი, პატარა, ხმელი პურის ნატეხის გაღრღნას, რომელიც მისმა ორწლინახევრის დამ, ნელიმ თვალცრემლიანმა გაუნაწილა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
მათი ორგანიზმი დაუძლურებულია მუდმივი შიმშილით. სცენა, რომელსაც შევესწარი როგორც ჟურნალისტი, სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. რისთვის იტანჯებიან ისინი? ნუთუ, საქართველოს არ შეუძლია, თავისი პატარები მაინც რომ დააპუროს?

მათე ცდილობს, ხმელი პური გაღრღნას – მას მხოლოდ სამი პატარა კბილი აქვს და ყოველი ლუკმის მოკბეჩა ძალიან უჭირს.
ნელი ტირილით აძლევს ძამიკოს თავის პურის ნატეხს: „მათე, შენ ჭამე… მე, მერე შევჭამ.“
მზევინარი, 40 წლის (დედა): „ერთი წუთით მაინც შეხედეთ მათ… ნახევრად დანგრეულ სახლში ვცხოვრობთ… მოწყალების თხოვნა არ შემიძლია, რადგან ჩემი შვილები რომ წამოიზრდებიან, არ მინდა, მათ მათხოვრები და მათხოვრის შვილები ეძახონ… სახლში არაფერი გვაქვს: არც ტელევიზორი, არც მაცივარი, არც გაზქურა – ყველაზე ელემენტარულ ნივთებზე აღარაფერს ვამბობ. მეზობლებმა მირჩიეს თქვენთვის მომემართა, მაგრამ არ ვიცი, ვინ ხართ და რა შესაძლებლობები გაქვთ… სხვა თუ არაფერი, საჭმელი მაინც მოგვიტანეთ, რომ ერთი, ორი, სამი დღე ან იქნებ, ერთი კვირა მაინც ვაჭამო ჩემს შვილებს, რომლებიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, რათა ჩემი გული აყვავდეს.“
მათე (1 წლის): „დედა… რძე?“
პატარა მათე ბოთლის გარეშე ვერ იძინებს და ტირის. მაგრამ, რა უნდა ჩაასხან, როდესაც არც ბავშვთა კვება აქვთ, არც რძე?
მზევინარი, დედა (40 წლის): „უბრალოდ წყალს ვუსხამ, ზოგჯერ პაკეტის ჩაის… და ისე ვაძინებ.“
ნელი (2 წლის): „ბაღში კარგია, იქ გემრიელად გვაჭმევენ: ყველაფერი შევჭამე, რაც მომცეს, ბოლო ნამცეცამდე: სუპიც, ფაფაც და ხილიც. კიდევ, იქ ბევრი სათამაშოა, მე და ჩემს ძამიკოს კი, არცერთი არ გვაქვს“.

მზევინარი, 40 წლის (დედა): „საწოლები არ გვაქვს. მხოლოდ ძველი და დაჟანგული. ამ სახლში ცხოვრების უფლება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოგვცა, რადგან უსახლკაროები ვიყავით. სახლში ცივა, არც გამათბობელი გვაქვს და არც ღუმელი. ბავშვებს ვფუთავ, როგორც შემიძლია, მაგრამ თბილი ტანსაცმელი საერთოდ არ აქვთ“.
შეხედეთ, სად სძინავს ბავშვს! ეს საწოლი კი არა, ნანგრევებია.

ადრე, მზევინარი ნებისმიერ სამუშაოს ეჭიდებოდა მინდვრებში, მოსავლის აღებაზე. ახლა, აღარავინ ჰყავს, პატარები რომ დაუტოვოს, ქმარი წავიდა და მარტო დატოვა.
– თქვენი ბავშვობის შესახებ გვიამბეთ მზევინარ, როგორი იყო?
მზევინარი, 40 წლის (დედა): „სიღატაკეში გავიზარდე. ორი წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. დედა ფერმაში მუშაობდა და შიმშილით რომ არ დავხოცილიყავით, ღორების საჭმლის ჭამა გვიწევდა. არ მინდა, ჩემმა შვილებმაც იგივე გამოიარონ. მე მათთვის დედაც ვიქნები და მამაც“.
მზევინარი, 40 წლის (დედა): „ბავშვებს მამა ენატრებათ, მაგრამ ის, ჩვენ გვერდით არ არის. დაბრუნებას ვერ დავაძალებ. თუმცა ვოცნებობ, რომ სრულყოფილ ოჯახში გაიზარდონ… ნორმალური ბავშვობა რომ ჰქონდეთ და არა, გადარჩენისთვის ბრძოლა.“
ბავშვებს სუსტი ჯანმრთელობა აქვთ. გაციება კი, 40 გრადუსამდე სიცხით კრუნჩხვებს იწვევს, პატარებს საავადმყოფოში ასულიერებენ და რეაბილიტაციას კვირები სჭირდება. „ახლაც გაციებულები არიან, – გამოგვიტყდა დედა და შუბლზე დაადო ხელი, – მეშინია, სიცხემ ისევ არ აუწიოს. წამლების ფულიც არ მაქვს.“
მზევინარი, 40 წლის (დედა): „აბაზანა და საპიფარეშო არ გვაქვს. ნათესავებთან ვბანაობთ. არც სარეცხი მანქანა მაქვს, პატარა ბავშვებს კი, დღეში ათჯერ მაინც სჭირდებათ ტანსაცმლის გამოცვლა“.
ამ საბრალო ბავშვებს ერთი სათამაშოც კი არ აქვთ. არც თოჯინა, არც მანქანა, არც ფუმფულა დათუნია, რომელსაც ჩაეხუტებოდნენ, როდესაც სცივათ და ეშინიათ. როდესაც მათე ტირილს იწყებს, დედა ძველ სარეცხის სამაგრებს აძლევს ხელში – ეს ერთადერთია, რითაც შეუძლია, რომ გადაატანინოს ყურადღება.

ზოგჯერ მზევინარს ბავშვები ეზოში გაჰყავს. იქ, ისინი გუნდაობენ. მაგრამ, მათი სიხარული მხოლოდ რამდენიმე წუთს გრძელდება. ბავშვებს ხელთათმანები არ აქვთ. სიცივისგან მალე ეთოშებათ და უწითლდებათ პატარა ხელები, ამიტომ ისევ სახლში შეჰყავს დედას.
თქვენ შეგიძლიათ, გადარჩენაში დაეხმაროთ ამ ოჯახს. ნებისმიერი დახმარება – პროდუქტები, ბავშვთა კვება, თბილი ტანსაცმელი, საბნები – ამ პატარებს აჩუქებს სიცოცხლის შანსს. ბავშვები სწორედ ახლა ელიან ჩვენს თანადგომას.

გვერდს ნუ აუვლით. ეს დიდრონი, შიმშილითა და შიშით სავსე ბავშვური თვალები, თქვენი დახმარების გარეშე, კიდევ ერთ დღეს ვერ გაუძლებენ – სანამ, მათი გადარჩენა ჯერ კიდევ შეგვიძლია.
ჟურნალისტი
ლიანა კრავეიშვილი
თუ გსურთ, მოინახულოთ ოჯახი და დახმარება პირადად გაუწიოთ, მათი მისამართია: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი საქობო.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებს, იპოვონ უფლის გზა!
ბიბლია
„ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის“ (იგავები 19:17).
მეგობარო, როგორც კი სხვა ადამიანისა და მისი ტკივილის წინაშე პასუხისმგებლობას იგრძნობ – სწორედ იმ მომენტში სრულიად სხვა – ღვთისთვის ახლობელი ადამიანი გახდები!
თუ იცნობთ ვინმეს, ვინც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება — ღარიბი ან სნეულია, აუცილებლად შეგვატყობინეთ ამის შესახებ!
შეავსეთ ფორმა ვებგვერდზე – ბმული, დაგვირეკეთ ნომერზე +995322193321 ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]
უფალი უდავოდ გადაგიხდით მადლობას ამ საქციელისთვის! ჩვენი დახმარება ხომ აბსოლუტურად რეალურია და ძალზედ ახლოა ნებისმიერი დატანჯული ადამიანისთვის!
წაიკითხეთ ჩვენი ახალი ამბები ექიმებისა და დაავადებების შესახებ. შეიძლება ამან სიკვდილისგანაც კი გიხსნათ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უბედურება არ შეეხოს თქვენს ოჯახებს!
ჩვენი ფონდის ანგარიში:
– საქართველოს ბანკი GE64BG0000000470458000(დანიშნულება: ჭუჭულაშვილების ოჯახი).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ჩვენი ვებგვერდიდანაც: «საქართველოს ბანკი» (bogpay.ge), «თიბისი ბანკი» (tbcpay.ge), «ლიბერთი ბანკი» (PayGe), PayPal (paypal.me).
თანხის გადარიცხვა შეიძლება ტერმინალებიდანაც ExpressPay, TBCpay. განყოფილებაში «ქველმოქმედება» იპოვეთ ჩვენი ფონდი (დამატებით უფლებებსა და მოვალეობებსშეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GYGus).
თქვენ შეგიძლიათ ვინმეს სიცოცხლე გადაარჩინოთ და ღმერთს დაუახლოვდეთ! გაგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 97100.
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია! დალოცვილები ყოფილიყავით!
სულ ხარჯები:
1408.09₾დარჩა:
0.15₾