რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია
დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!
დახარისხება:
ავადმყოფი ზრდასრულები
მეგობრებო, მურმანს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება. მაგრამ ერთადერთი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. ბავშვები სოციალური შემწეობითა და შშმ პირის პენსიით არსებობენ. ეს კი ძლივს კმარა მძიმედ დაავადებული მამისთვის წამლებისა და პამპერსის შესაძენად. წარმოიდგინეთ, ქალს ტაქსით სამგზავრო ფულიც კი არ აქვს, მამაკაცი რეაბილიტოლოგთან ვარჯიშზე რომ წაიყვანოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ადამიანს, რომელიც სახლიდან არ გადის, ცოტა რამ სჭირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქითაა. მურმანს წამლები და მწოლიარე პაციენტებისთვის აუცილებელი მოვლის საშუალებები ყოველთვე სჭირდება, ასევე, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი. მეუღლე დღედაღამ მის გვერდით არის და არ შეუძლია მუშაობა, ამიტომ ყველა საჭიროებას ვერ უმკლავდება. თქვენი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია! თქვენი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია! გთხოვთ, მურმანს უსურვეთ ძალა, მის მეუღლეს კი მოთმინება და სიყვარული. რადგან სიყვარულს სასწაულების მოხდენა შეუძლია! ღმერთმა დაგლოცოთ!
შემოწირულია
₾10,792.70
დონორი
780
ავადმყოფი ბავშვები
მეგობრებო! ბიჭი ონკოლოგიასთან სამწლიანი ბრძოლით არის დატანჯული. მან ქიმიოთერაპიის 9 კურსი, 31 სხივური თერაპია და რამდენიმე რთული ოპერაცია გმირულად გადაიტანა — მარჯვენა თირკმელი ამოკვეთეს და ძვლის ტვინი გადაუნერგეს. თითქოს უკან მოიტოვა ეს ყველაფერი, უბედურება დასრულდა. მაგრამ რეციდივი მოხდა და კიბო დაბრუნდა. ნეირობლასტომა ძალიან სწრაფად იზრდება, მეტასტაზები სწრაფად ვრცელდება მთელ ორგანიზმში. ამიტომ ბიჭის დედამ სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება, არ დაეკარგა ძვირფასი დრო, და სამკურნალოდ თურქეთში გადაფრინდნენ. ნიკოლოზის გადარჩენის ბოლო შანსი ძვირადღირებული ქიმიოთერაპიაა, რომლის ერთი კურსის ღირებულებაც 50 ათასი დოლარი არის! საჭიროა ხუთი ასეთი კურსის ჩატარება, რაც ნიშნავს იმას, რომ 250 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო! ეს მკურნალობა არის შანსი ბიჭის სიცოცხლის გადასარჩენად. მაგრამ ოჯახს ამხელა თანხის გადახდის საშულება არ აქვს! სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი ქიმიოთერაპიის ჩატარებაში თუ არ დავეხმარებით ამ ბიჭუნას, მის განაჩენს მოვაწერთ ხელს და გავწირავთ მტანჯველი სიკვდილისთვის. ჩვენი მხარდაჭერა ბავშვს ამ სასტიკ ბრძოლაში გამარჯვების შანსს მისცემს. გაჩერება არ შეიძლება! ნიკოლოზის ოჯახს მხოლოდ ღმერთის და გულისხმიერი ადამიანების იმედი აქვს!
₾44,432.81
2382
მრავალშვილიანი ოჯახები
ჩახედეთ თვალებში ამ ბავშვებს, შეძლებენ ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას? ნორმალური განვითარების შანსი თუ აქვთ?
₾980.00
69
„ტკივილი მსჭვალავს, ისევ და ისევ… და ყოველი ნაბიჯი წამებას ჰგავს…“ – ამბობს თეონა, 5 წლის დემეტრესა და 14 წლის ლუკას დედა. მისი თვალები ცრემლებით და უნუგეშო სასოწარკვეთილებით არის სავსე. „ყველაფერი, რაც მიყვარს, ბეწვზე ჰკიდია… წელიწადზე მეტია, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამენ, ჩვენ კი, უკვე სრულიად ყველაფერი კონსულტაციებზე, ანალიზებზე, გამოკვლევებზე დავხარჯეთ და დღემდე, ამას დასასრული არ უჩანს… ვაიმე, ვაიმე!“ თეონამ თვალები ცისკენ აღაპყრო და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. „დედიკო, მე შენს თავს არავის დავუთმობ, არავის!“ – ამბობს 5 წლის დემეტრე და დედას ძლიერად ეხუტება. რა არის გაფანტული სკლეროზი? თეონა ამ კითხვას ასე პასუხობს: „ხვალ, როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან…“
₾1,432.93
82
მცირე საოჯახო ტიპის სახლები
“სოციალურმა პარტნიორობამ” 2014 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ქალაქ ქობულეთში გენერალ მაზნიშვილის სახელობის პანსიონი გახსნა
₾190.00
13