ng ng

რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

ng ng ng ng ng ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ და თანაც ძალიან, ძალიან სასწრაფოდ!

დახარისხება:

Project icon

გაჭირვებულები

„დეიდა, შარშან ზამთარში ზაფხულის ტანსაცმლით დავდიოდი სკოლაში და ვიყინებოდი. მალე ისევ ზამთარი მოვა. ძალიან მეშინია. ვეღარ გავუძლებ ამ ყინვას. სიცივე და შიმშილი მომკლავს. დეიდა, არ მინდა სიკვდილი! სიცოცხლე მინდა!“ — ხუციძეების ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვები შიმშილით სიკვდილისთვის არიან განწირული. კეთილო ადამიანებო, პატარა ანგელოზებს მხოლოდ თქვენი იმედი აქვთ.

ძვირფასო მკითხველო, წარმოგიდგენიათ, ამ პატარა გოგონას გული რამხელა სიკეთესა და უფლის სიყვარულს იტევს? იმის მიუხედავად, რომ ბავშვს ხმელი პურიც კი არ აქვს, ის მაინც მადლობელია უფლის და მისი პატარა გული სწორედ რომ უფლის სიყვარულით ფეთქავს. და ვინ მოსთვლის, რამდენი ადამიანია დედამიწაზე, რომელთაც ყველაფერი აქვთ, მაგრამ მათი გული დაცლილია სიკეთისა და უფლის სიყვარულისგან. კეთილო ადამიანებო, ხუციძეების მცირეწლოვანი ბავშვებისთვის თქვენ უფლის ხატი ხართ, დედამიწაზე მოვლენილი. ნუ დაუშვებთ, რომ ბავშვებს დაეკარგოთ ეს წარმოდგენა. მოდით, მათ გულში არსებული იმედის პატარა ნაპერწკალი დიდ „ცეცხლად“ ვაქციოთ. მოდით, ამ პატარა ანგელოზების ჩამქრალ თვალებში თუნდაც სულ პატარა „ვარსკვლავი“ ავაკიაფოთ.

შემოწირულია

₾1,942.71

დონორი

119

დიახ! მსურს დახმარება!
Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

მადლობას გიხდით იმისთვის, რომ მშობლიურ სახლში დაგვაბრუნეთ! ხვალ გათენდება თქვენი ნაჩუქარი ახალი დღე!

მახიტაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის ავარიული სახლის სახურავი ქარიშხლის დროს ჩამოინგრა, მაგრამ დროებით თავშესაფარში აღარ არიან შეყუჟული. სკოლის მიტოვებული შენობიდან ისინი სახლში დაბრუნდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს დაიტანჯებოდნენ, ჩერნოვეცკის ფონდს პასუხისმგებელი თანამდებობის პირების რომ არ მიეწერა. ამ შეხსენების შედეგი კი ნამდვილად შთამბეჭდავია – მუნიციპალიტეტის გამგეობამ მახიტაშვილების სახლის ახალი სახურავის გადახურვა სწრაფად უზრუნველყო.

შემოწირულია

₾8,063.50

დონორი

479

დიახ! მსურს დახმარება!
1 - 2 of 2 items
ng

დაეხმარე მოყვასს და მიუახლოვდი ღმერთს!

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, ვისაც უკვე დაეხმარეთ! მაგრამ, ერთი წუთითაც ნუ დავივიწყებთ, რომ ამ საბრალო ბავშვებისა და მოხუცების ცხოვრება გრძელდება, მეგობრებო!

Project icon

მრავალშვილიანი ოჯახები

შენ დაეხმარე

გიო სისაური: „მე მივხვდი! ჩერნოვეცკის ფონდი ვისთანაც მიდის, იმასთან მივა ბედნიერებაც!“

ძალიან გვიხარია, რომ ჩვენს ვიდეოებსა და პოსტებს მყისიერი რეაქცია მოსდევს ყოველთვის! გიო სისაური მრავალშვილიან ოჯახში იზრდება და მისი ოცნება იყო, საკუთარი დაბადების დღე ტორტით სტუმრებთან ერთად აღენიშნა. ამ პოსტმა სულის სიღრმემდე შეძრა მისი საოცარი მასწავლებელი ანი ბუზალაძე, რომელმაც გიოს თანაკლასელები მაშინვე შეკრიბა. დაბადების დღეზე გიოს მოულოდნელად ესტუმრა მისი კლასი, ყველანი ჩაეხუტნენ და საჩუქრები მიართვეს! ანი მასწ-ის ჟესტმა გული აგვიჩუყა და უდიდეს მადლობას ვუხდით მას. ასევე სიხარულით აცრემლებულნი მადლობას ვუხდით ფონდის ყველა იმ მეგობარს, ვინც მოკლე დროში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სისაურების ოჯახს.

შემოწირულია

₾10,607.80

დონორი

678

გაიღიმე, მეგობარო, და იყავი ბედნიერი!
1 - 4 of 4 items