რეგულარული გადახდების ფუნქცია ხელმისაწვდომია

სახლში / პროექტები /

ყურადღება! შემდეგი გაჩერება – სიკვდილი!

calendar სექტემბერი 22, 2020

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

info

ფასი (გაითვალისწინეთ):

1 call - ₾2 GEL

მობილური პროვაიდერები

Mobile provider
Mobile provider
Mobile provider

დაეხმარეთ! გააგზავნეთ სმს

sms

თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ვინმეს სიცოცხლე და დაუახლოვდეთ ღმერთს! გაგზავნეთ SMS ნომერზე 97100 შეწირეთ ₾3 GEL

კოპირებულია

პოსტის გაზიარებაც დახმარებაა!

facebook google messanger viber telegram

ის, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებთ, ზღაპარს უფრო ჰგავს – საშინელ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია, სინამდვილეში მომხდარიყო.

ჩვენი ფონდის ანგარიშები:

Bank of Georgia

Bank logo

Ბანკის კოდი:

BAGAGE22 BAGAGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE64BG0000000470458000 GE64BG0000000470458000

კოპირებულია

TBC Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

TBCBGE22 TBCBGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE15TB7194336080100003 GE15TB7194336080100003

კოპირებულია

Liberty Bank

Bank logo

Ბანკის კოდი:

LBRTGE22 LBRTGE22

კოპირებულია

ნომერი:

GE42LB0115113036665000 GE42LB0115113036665000

კოპირებულია

საქველმოქმედო ნომერი: ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს!

ტელეფონის ნომერი:

0901200270

ის, რის მოყოლასაც ახლა ვაპირებთ, ზღაპარს უფრო ჰგავს – საშინელ ზღაპარს, რომელიც შეუძლებელია, სინამდვილეში მომხდარიყო. 

ეს არის ზღაპარი დედა – თამარის, ნათიასა და საბას შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, მაგრამ მალე – აღარ იქნებიან! მათ არც გველეშაპი მოკლავს, არც ბოროტი ჯადოქარი. ისინი უბრალოდ შიმშილით მოკვდებიან! ან წამლების გარეშე… ან უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო.

ისინი მარტო არიან და მათზე არავინ ზრუნავს. ერთი წლის წინ ისინი მხეც მამას გამოექცნენ, ახლა კი „თანამედროვე სამყაროს ჯუნგლებში“ ცდილობენ გადარჩენას წყლის, საკვების და საარსებო წყაროს გარეშე. 

თათია (14 წლის):მოდით, სანამ სახლში შემოხვალთ, იმ ადგილს განახებთ, სადაც ვბანაობთ ხოლმე…

– მოდით, ჯერ დედათქვენს გავესაუბრები და მერე წამოვალ თქვენი სააბაზანო ოთახის სანახავად. 

თათია (14 წლის):რა ოთხი? წყალი არ გვაქვს! საპირფარეშოც კი არ გვაქვს… წამოდით, წამოდით, განახებთ! აქვეა, ახლოს… 

ხმაამოუღებლად ვიარეთ. თათიამ და საბამ წყალსატევი მანახეს, სადაც მილებიდან ყინულივით ცივი წყალი მოთქრიალებდა…

საბა (12 წლის): აი, აქ ვბანაობთ ხოლმე. როცა ცხელა, კიდევ არაუშავს, მაგრამ როცა ცივა, მერე მთელი ძვლები გვტკივა. თათია ახლაც ავად გახდა, წამლები კი არ გვაქვს. წამოდით, ახლა დედასთან წავიდეთ. მისი დიდი ხნით დატოვება არ შეიძლება… 

პირველი შოკი მივიღე! ბავშვები, მაუგლივით, წყალსატევში ბანაობენ!.. როგორც აფრიკაში…

უკან რომ დავბრუნდით, ბავშვები ალაპარაკდნენ… მოყვნენ თავიანთი პრობლემების შესახებ: წვიმის დროს, სახლშიც წვიმს. ქარის დროს ოთახშიც ქარია… არც საჭმელი აქვთ… ბოლოს როდის ჭამეს – არ ახსოვთ. თუ საჭმელს იშოვიან, საბას უტოვებენ. „მას დიაბეტი აქვს“, – ამბობს თათია და ძმას ეხვევა, – „რომ არ ჭამოს, კომაში ჩავარდება! იცით, ეს როგორი საშინელებაა? ის თითქოს კვდება! ამ დროს ან შაქარი უნდა მისცე, ან ტკბილი! ცოტაოდენი შაქარი გვაქვს, მაგრამ როდესაც არ გვაქვს, გიჟივით, მეზობლებში დავრბივარ და ვეხვეწები, ცოტა დამიყარონ… დედაც ავადაა.“

– დედას რა სჭირს?

თათია (14 წლის):მას ინსულტი ჰქონდა… შეიძლება, მოულოდნელად ისიც დაეცეს და გონება დაკარგოს. მას შაქარი არ შველის… 

საბა (12 წლის):უკვე ორჯერ დაემართა! თათ, გახსოვს, მეორე ჯერზე, მეგონა, რომ მოკვდა… ისე ვტიროდი… მერე მეც დავკარგე გონება და შენ ტიროდი… ჰოო, ერთი ისტორიისთვის ბევრი ცრემლია…

ხუმრობით თქვა საბამ და გული ძალიან მეტკინა…

აზრებს თავი დიდხანს ვერ მოვუყარე, რომ საუბარი დამეწყო. რა მეკითხა? რაზე მესაუბრა? როგორ მენუგეშებინა ისინი? მეთქვა, რომ საქართველოში ბევრი კეთილი დეიდა და ბიძაა, რომლებიც მაშინვე მოვლენ დასახმარებლად, როგორც კი მათ ამბავს გაიგებენ? მომეყოლა, რომ ჩვენ უკვე ბევრს დავეხმარეთ და ფონდის იმედი მათაც შეუძლიათ, ჰქონდეთ? როგორ მესაუბრა მშიერ ბავშვებთან, რომელთა თვალებში პაწაწინა იმედიც კი არ იკითხება? რა მეკითხა დედისთვის, რომელმაც იცის, რომ მისი შვილები, მშივრები, კიდევ ერთ დღეს ვერ გადაიტანენ?

– თამარ, ბავშვები გზაში მიყვებოდნენ, რომ არც წყალი გაქვთ, არც საჭმელი, არც წამლები.. თქვენც მოგვიყევით, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?

 თამარი: ჩვენ ძალადობას გამოვექეცით. მე ქმარი მცემდა… ახლობელმა შეგვიფარა, უფრო სწორედ, თავის მიტოვებულ სახლში ერთი ოთახი დაგვითმო. სახლი ძველია, ინგრევა, ფანჯრებს პოლიეთილენის პარკები ავაკარით… აქ საერთოდ არაფერია: არც საპირფარეშო, არც სააბაზანო ოთახი… 

 – დიახ, ბავშვებმა მაჩვენეს, სადაც ბანაობენ… 

თამარი:ღმერთმანი, პირველყოფილებივით ვართ! დაბნელდება თუ არა, ბავშვები წყალსატევისკენ გარბიან, რომ არავინ დაინახოს… (ტირის) ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს როგორ ვიკმაყოფილებთ, მაგას აღარ მოვყვები, ძალიან მრცხვენია… მეზობლები გვეპატიჟებიან ხოლმე საბანაოდ, მაგრამ ყოველ ჯერზე მათ ხომ არ შევაწუხებთ? აი, ასე! რომ არა მეზობლები, სრულიად უცხო, არამკვიდრი ხალხი, შიმშილით მოვკვდებოდით… 280 ლარის ოდენობის დახმარება საკვებისთვის საკმარისი არ არის. პური და მაკარონისთვისაც კი…

 – მიყვებით და ჟრუანტელი მივლის… ამის წარმოდგენაც კი რთულია. ყველა უბედურება თქვენ დაგატყდათ თავს!.. 

 თამარი: დიახ, ეგრე გამოდის… ერთი ბედნიერი დღეც კი არ მიცხოვრია, ჩემს შვილებს – მით უმეტეს… დაბადებიდან მარტო იმას ხედავდნენ, როგორ მცემდა ქმარი; ახლა კი მხოლოდ შიმშილი, სიცივე და დამცირება იციან… მაგრამ ითმენენ, ამბობენ: „სჯობს შიმშილით მოვკვდეთ, ვიდრე მამის ხელით.“ საბას შიშისგან დიაბეტი განუვითარდა, 2 წლიდან ინსულინზე „ზის“. 2 წლის წინ კი, უფლის შემწეობით, აბებზე გადავედით… საბრალოს, ნემსებისგან მთელი მუცელი დალურჯებული ჰქონდა… 

ახლა კი მთავარი პრობლემა ის არის, რომ საკვები არ გვაქვს და შეიძლება ის კომაში ჩავარდეს. სახლში თუნდაც ერთი ნაჭერი პური მაინც უნდა იყოს… დღეს კი ეგეც არ გვაქვს. თათიას სიცხე აქვს, მე კი… აბა, მე დედა ვარ?! მისთვის წამლის ყიდვაც კი არ შემიძლია, ჩვეულებრივი, სიცხის დამწევი წამლის… იმიტომ, რომ ხვალ საბასთვის პურის ყიდვას ვერ შევძლებთ! თათია ამბობს: „არაფერია, თავისით გაივლის“… იქნებ გაიაროს კიდეც, მაგრამ რამდენჯერ? კიდევ რამდენი ტანჯვა? დასასრული არ ჩანს! 

 – გთხოვთ, დამშვიდდით. იქნებ კარგზე ვისაუბროთ? ვხედავ, ბევრი ხატი გაქვთ. ალბათ გჯერათ, რომ უფალი დაგეხმარებათ?

თამარი:ყოველთვის მადლობას შევწირავ უფალს იმისთვის, რომ ძალას მაძლევს. ნუთუ ის ფაქტი, რომ ახლა ცოცხლები ვართ, სასწაული არ არის? სულ ვლოცულობ, რომ ბავშვები შიმშილისგან არ დავარდნენ. მთავარი ახლასაკვებისთვის სახსრების მოძიებაა, შიმშილით რომ არ მოვკვდეთ! 

თამარი აქვითინდა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო… „გადაგვარჩინეთ შიმშილს, გადაგვარჩინეთ შიმშილს, გადაგვარჩინეთ შიმშილს…“ – მოსთქვამდა იგი… სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა. 

– თათია, საბა, მოდით, თქვენთან ვისაუბროთ, დედამ დაისვენოს… 

საბა (12 წლის):დედას სულ ვეუბნები, არ იდარდო, დაისვენე, მე და თათია გავაკეთებთ ყველაფერს… ცოტაც მოითმინე, გავიზრდები, ჩვენთვის სახლსაც ავაშენებ და ბევრი საჭმელიც გვექნება! რა ცუდია, ადამიანს ჭამა ყოველდღე რომ სჭირდება… ეს საერთოდ ვინ მოიგონა?..

– რისი კეთება გიყვართ

თათია (14 წლის):მე და ჩემს ძმას კითხვა გვიყვარს. უფრო სწორედ, შეგვიყვარდა. ჩვენ არც კომპიუტერი გვაქვს, არც ტელევიზორი, არც სათამაშოები… ახლომახლო, ბავშვებიც არ არიან, მათთან ერთად მაინც რომ გვეთამაშა. ჰოდა, ვკითხულობთ… წიგნი ცოტა გვაქვს და თუ წასაკითხი სხვა არაფერია, სახელმძღვანელოებს ვკითხულობთ… ყველაზე მეტად, დეტექტივები მომწონს. საინტერესოა, როდესაც ინტრიგა ბოლო წუთამდე რჩება, მე კი ვკითხულობ და ვცდილობ, თვითონ ამოვხსნა ამბავი. ეს ძალიან სახალისოა! 

ძალიან მიყვარს სკოლაში სიარული. გეოგრაფია მომწონს: საოცარია, რამდენად დიდია სამყარო და რამდენი ლამაზი რამ არის გარშემო! რამდენი სიახლეა მსოფლიოში… ჩვენ კი წყალიც არ გვაქვს… 

საბა (12 წლის): მე კი ფეხბურთი მიყვარს. აქ არავინ არის, რომ ვეთამაშო და ბურთით დიდი ხანია, არ მითამაშია. ბურთიც არ მაქვს, თორემ თათიას ვასწავლიდი კარში დგომას და გოლის გატანას. მათემატიკის ამოცანების ამოხსნაც კარგად გამომდის. როგორ ფიქრობთ, სკოლებში სწავლა მალე დაიწყება? რას ამბობენ ქალაქში?

– ვფიქრობ, ოქტომბერში დაიწყება, მაგრამ სკოლისთვის რამე ჩასაცმელი გაქვთ?

საბა (12 წლის): ვაი!მაგაზე აღარ მიფიქრია… ტანსაცმელს ვიპოვით, მაგრამ ფეხსაცმელი ნამდვილად არ გვაქვს… რომ გავრეცხო, ამ კედებით სკოლაში სიარული ძალიან სამარცხვინო იქნება? მგონი, დახეული არ არის… ა, არა! ნახვრეტი აქვს, მაგრამ არ ჩანს. იმედია, წვიმა და სიცივე არ იქნება. 

– რაზე ოცნებობ?

საბა (12 წლის):ვოცნებობ, ჩვენთვის სახლი ავაშენო. ახლა კი, გამახსენდა, რომ ფეხსაცმელზეც ვოცნებობ. თათიასთვისაც! სკოლაში მანაც უნდა იაროს! და დედასთვისაც! მას სკოლაში სიარული არ უწევს, მაგრამ ფეხსაცმელი მასაც სჭირდება. დე, აჩვენე, როგორი ფეხსაცმლით დადიხარ! 

საბა (12 წლის):კიდევ, ველოსიპედზე ვოცნებობ. აქ ვერავის ვეთამაშები. ვფიქრობ, ველოსიპედი რომ მქონდეს, დროს უფრო საინტერესოდ გავატარებდი. ხანდახან დედა მაღაზიაში წასვლას მთხოვს ხოლმე, მაგრამ იქამდე 2 კილომეტრის სავალია. გზაში იმაზე ვფიქრობ, ახლა პედლების ტრიალი რა მაგარი იქნებოდა მეთქი.. 

– მაღაზიაში რომ მიდიხარ – ველოსიპედზე ოცნებობ, მაგრამ აი, ამ წუთას რაზე ოცნებობ? 

საბა (12 წლის): ამ წუთას, შემწვარი კარტოფილის მთელი თეფშის ჭამაზე ვოცნებობ! ვგიჟდები, ისე მიყვარს! თათიამ, ჩემთვის, ბაღში კარტოფილიც კი დარგო, მაგრამ რატომღაც არ გაიზარდა… სამწუხაროა! კიდევ ერთხელ უნდა ვცადოთ დარგვა, იქნებ დამწიფდეს!

– თამარ, ახლა ვხვდები, სიცოცხლის ძალას რა გაძლევთ! თქვენ არაჩვეულებრივი შვილები გყავთ! დახმარებისთვის, ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, მაგალითად? 

თამარი: დიახ, ადმინისტრაციაში ვიყავი და ავუხსენი, რომ ცოტაც და ქუჩაში აღმოვჩნდებოდით, დახმარება ვთხოვე. ყოფილი სკოლის შენობაში დაბინავება შემოგვთავაზეს, მაგრამ იქ ცხოვრებისთვის ადაპტირებული არაფერია: მხოლოდ კედლებია, მიწის იატაკი და არანაირი ავეჯი. მე კი საკუთარი არაფერი მაქვს… რაშიც გამოვიქეცით, ის დაგვრჩა… 

ტანსაცმელს მეზობლები გვაძლევენ, მაგრამ ფეხსაცმელების საკითხში – კატასტროფა გვაქვს! 

– თამარ, თქვენს ამბავს მთელი საქართველო წაიკითხავს! რას ეტყოდით მათ? 

თამარი:ერთადერთი, რისი თქმაც ახლა მინდა მათთვის – არ დაუშვათ, რომ ჩემი შვილები შიმშილით მოკვდნენ! ჩვენ ვყვირით! ჩვენ ვღრიალებთ! ჩვენ დახმარებას ვითხოვთ! აი, ჩვენ აქ ვართ! და თქვენი იმედი გვაქვს! დაგვეხმარეთ! იმიტომ რომ ხვალ – სიკვდილი იქნება! 

– როგორ გადაწყვიტეთ ჩვენ ფონდთან დაკავშირება?

თამარი:თქვენ შესახებ მეზობლებმა მითხრეს და გავიგე, რომ ფონდისა და გულისხმიერი ადამიანების წყალობით, სასწაულები ხდება! ამბობენ, რომ ფონდი ადამიანების თავზე სინათლეს ანთებს! ისინი ჯერ არ ჩანდნენ, არც მათი ხმა ისმოდა, მერე კი მათ შესახებ ყველამ შეიტყო. ჩვენს თავზეც აანთეთ სინათლე! გევედრებით! სხვა სათხოვარი არაფერი მაქვს… 

აი, ეს ზღაპარიც დასრულდა… და ვინც მოისმინა – კარგად მოქცეულა! სამწუხაროდ, ამ ზღაპრის მხოლოდ „მოსმენას“ აზრი არ აქვს. ახლა საკუთარ თავებს მთავარი კითხვა უნდა დავუსვათ – ამ ბავშვებს რამე რომ დაემართოთ, იქნება თუ არა ეს ჩემი ბრალი? წამლების გარეშე ბავშვს სიცხემ რომ არ დაუწიოს – მექნება თუ არა მე ამასთან რაიმე კავშირი?

გაეცით პასუხი ამ კითხვებს და მოიქეცით ისე, როგორც გული გიკარნახებთ. 

ოჯახს მწვავედ ესაჭიროება საკვები, წამლები, ჰიგიენური საშუალებები, საწოლები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ახალი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი – სკოლისთვის! ასევე, კომპიუტერი და წიგნები! და წარმოგიდგენიათ, როგორ გაუხარდება საბას, საჩუქრად ველოსიპედი რომ მიიღოს?

თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს და ვიცით, რომ ქართველები თავისიანს გასაჭირში არ ტოვებენ! დაურეკეთ და მოინახულეთ ოჯახი! მისამართი: ახმეტის რაიონი, სოფელი ყვარელწყალი. თამარის ტელეფონის ნომერი: 558 58 16 76

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ თამარ ყურაშიძისოჯახის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები – ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს – თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულებათამარ ყურაშიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც. 

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus ). 

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, თამარს და მის არაჩვეულებრივ შვილებსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს! 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270 

საბას ველოსიპედმა დედა ინსულტს გადაარჩინა

„ველოსიპედი ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს“, – ამბობს 12 წლის საბა და ზარს აწკრიალებს. – „ეს ახლა პირადად ჩემი საკუთრებაა. ხვეწნა და სხვისგან თხოვება აღარ მიწევს. დიდი ხანია მასზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ სურვილი ამისრულდებოდა. ჩვენ არასდროს გვიმართლებდა“.

„მე კი ვიცოდი, რომ უკეთესის იმედი და კეთილი ხალხის რწმენა უნდა გვქონოდა“, – ერთვება საუბარში მისი და, 14 წლის თათია. „ონლაინ სწავლების მრავალი თვე გავაცდინეთ, მაგრამ ლეპტოპი გვაჩუქეს და ახლა გაკვეთილებზე დასწრება შეგვიძლია. ყველას გულითად მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ცხოვრებაში წვლილი შეიტანა. ძალიან გვიყვარხართ!“

კურაშიძეების რთული მდგომარეობის შესახებ დავწერეთ პოსტში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/

მათ საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. თამარმა, ორი შვილის დედამ, ორი ინსულტი გადაიტანა. საბას დიაბეტი აქვს… და რეალურად რომ შევხედოთ, მსგავსი პრობლემები ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ გვარდება; მაგრამ თქვენ, ჩვენო მკითხველებო, თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით ამ ოჯახს მიეცით იმედი – ის ხავსი, რომელსაც ისინი გაჭირვებისა და უბედობის მღვრიე მორევში უნდა მოეჭიდონ. თამარს და ბავშვებს კვლავ გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.

„დღემდე მხოლოდ თქვენი წყალობით მოვედით, – ამბობს თამარი. – საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ხალხი ბედის ანაბარა არ მიგვატოვებს. ჩვენს ამბავს ამხელა გამოხმაურება რომ მოყვა, ცრემლები წამომივიდა. ამ ცრემლების ნამდვილად არ მრცხვენია. ჩვენ ხომ სიხარულს გადავეჩვიეთ, გადავეჩვიეთ ყველაფერ კარგს, თითქოს ის ცხოვრებისგან არც კი გვეკუთვნოდა; თითქოს დაბადებიდანვე შუბლზე გვაწერია, რომ უბედურები უნდა ვიყოთ. ღმერთო, მაპატიე ჩემი სასოწარკვეთა და უიმედობა… მაგრამ ნახეთ, რამდენი კარგი ადამიანია! ისინი ფულსაც გვირიცხავდნენ და სურსათით და წამლებითაც დაგვეხმარნენ.

– ჩვენი მკითხველებიდან ვინ გაიცანით და პირადად ვისთან გქონდათ ურთიერთობა?

თამარი: თბილისიდან ერთი ძალიან კეთილი ქალი, ინა ჩამოვიდა და ჩემს ბიჭს ველოსიპედი ჩამოუტანა, ბავშვებს კი უამრავი ტანსაცმელი, თანაც ყველაფერი ახალი: საბუნას – სპორტული შარვალი, ნაქსოვი ზედები, წინდები. თათიას – ჯემპრები და პერანგები; მე 200 ლარი მაჩუქა და სურსათი გადმომცა: ფქვილი, მცენარეული ზეთი, კარტოფილი და ა.შ. სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად!

ერთ დღეს საბერძნეთიდან ემიგრანტმა ქალმა დარეკა, მაკად გაგვეცნო. მესენჯერში ვისაუბროთო, შემომთავაზა. მაშინვე იგრძნო, დათრგუნული რომ ვიყავი და ჩემი დამშვიდება და დაიმედება სცადა. ბევრი თბილი და საჭირო სიტყვა მითხრა.  მაკამ თათიას სპორტული ფეხსაცმელები და ჟაკეტი გამოუგზავნა. ჟაკეტი ცოტა დიდია, მაგრამ ლამაზია და კარგი ხარისხის. სამომავლოდ გადავინახეთ. გარდა ამისა, მაკამ 100 ლარი და ტკბილეულიც გამოგზავნა.

თათია (14 წლის): ინამ თავისი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა და გვითხრა, რომ შეგვიძლია მას ნებისმიერ დროს დავურეკოთ. საოცარი ქალია! ასევე, მინდა მაკას საჩუქრებისთვის და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.

– საბა, შენი ველოსიპედი უკვე გამოსცადე? ერთ ჯერზე რა მანძილს გადიხარ?

საბა (12 წლის): სანამ აცივდებოდა, ორი თვე ვსეირნობდი. შორს არ მივდივარ, დედამ რომ არ ინერვიულოს. ვცდილობ, სახლის გარშემო ვიტრიალო; სადღაც სამი კილომეტრი გამოდის. როგორც კი დათბება, ისევ ველოსიპედით გავალ ქუჩაში. ისეთი მაგარია! რომ დააქროლებ, თავისუფლებას გრძნობ! თქვენ იცით ველოსიპედის ტარება?

– დიახ, ბავშვობიდან. ველოსიპედი – ეს მთელი სამყაროა. კარგად მესმის, რასაც საჭესთან გრძნობ.

საბა: სევდიან რამეებზე არ ვფიქრობ და მგონია, რომ ყველაფერი შეიძლება კარგად იყოს. დედა ხშირად ამბობს, რომ დღესასწაულები ჩვენთვის არ შექმნილა, რომ ჩვენ ამისთვის არ გვცალია. ამ ახალ წელსაც მხოლოდ შემწვარი კარტოფილი გვქონდა. მაგრამ ჩვენ იმდენი სასუსნავი და ტკბილეული მოგვიტანეს, რომ არ მინდა, ასე ვიფიქრო.

– იცი, როგორ ხდება ხოლმე? ზოგჯერ ჩვეულებრივი დღე შეიძლება დღესასწაულად იქცეს, დღესასწაული კი ერთ ჩვეულებრივი დღედ. გისურვებ უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გქონოდეს!

თამარი: ყველასთვის ვლოცულობ, ვინც ჩვენ მიმართ ზრუნვა გამოიჩინა. დაე, გაჭირვება არასოდეს ენახოთ! ღმერთმა დაიფაროს ისინი ჩვენნაირი გამოცდილებისგან. ყველა გულკეთილ ადამიანს ბარაქას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ!

– ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებლის საკითხის მოსაგვარებლად რამეს აკეთებს?

თამარი: საერთოდ არაფერს. თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჩვენი მდგომარეობით ინტერესდებიან და დასახმარებლად მზად არიან; საქმით კი არარეალურ წინადადებებს გვთავაზობენ; რასაც ჰქვია – თავიდან გვიშორებენ. ახმეტის რაიონის გამგეობამ ყოფილი სკოლის შენობა შემოგვთავაზა, მიწის იატაკით და ჩაუსმელი ფანჯრებით. იატაკი ჩვენ თვითონ უნდა დავაგოთ და ფანჯრებიც ჩვენ უნდა ჩავსვათ. მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო. ღმერთო, ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია! ნუთუ ეს ხალხი ვერ ხვდება? ზამთარში სიცივისგან რომ არ მოვმკვდარიყავით, რუსთავში მოგვიწია გადასვლა. შეშა არ გვქონდა და ღუმელს ვერ ვანთებდით. აქ სოფლიდან ჩამოგვიყვანეს ნაცნობებმა, ორი თვის წინ, მაგრამ ჩვენ მარადიული მოხეტიალეები ვართ. ბინის ქირის – 370 ლარის გადახდის დრო რომ მოდის, ფული თითქმის აღარ გვაქვს. გაზის გადასახადი 100 ლარია, შუქის – 84 ლარი. მალე ბინის დაცლა მოგვიწევს და პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში აღმოვჩნდებით. (ტირის.) სოფელში დაბრუნებაც დიდი პრობლემაა, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს, კერძო მძღოლები კი 350 ლარს ითხოვენ.

– ჩვენი პოსტების მიზანი რეალური დახმარებაა. თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა, რომ ამაში თავად დარწმუნებულიყავით. თუკი მოგვიყვებით, რა პრობლემები დაგრჩათ, ჩვენი მკითხველები განზე არ დადგებიან.

თამარი: ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! თითქოს რაც ავად ვიყავით, საკმარისი არ იყო… ჩემს გოგონას, თათიას, კაპილარების დაავადება აღმოაჩნდა. (ტირის.) ბავშვი ცუდად გახდა და ხუთი დღით იაშვილის კლინიკაში დააწვინეს. ექიმებმა – შინაგანი სისხლდენააო. ახლა თათია სახლში მკაცრ დიეტაზეა, მაგრამ ლამისაა ჭკუიდან გადავიდე, რადგან შეიძლება ყველაფერი გაუმეორდეს. რით შევძლებ მის დახმარებას? ეს ჩვენი არანორმალური ცხოვრების შედეგია.

– თავს როგორ გრძნობ, პატარავ?

თათია: დროდადრო მუცლის ტკივილი მაწუხებს. თუ არაფერი მტკივა, ონლაინ გაკვეთილებზე შევდივარ. დიეტა დამინიშნეს; თხევადი საკვები, წვნიანები უნდა ვჭამო. რვა საათის მერე საერთოდ აღარაფერი შეიძლება, წყალიც კი. წამლებს არ ვსვამ, რადგან საშუალება არ გვაქვს.    

თამარი: მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით შევძელი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინსულტის სამკურნალო წამლები მიმეღო. ახლა ყველაფერი გამითავდა… ჩემს საწყალს გოგონასაც ვერაფერს ვყიდულობ.

თათია: დე, გეხვეწები, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა კეთილი ხალხი გამოგვიგზავნა. მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ყველა პრობლემა მოგვარდება; მჯერა, რომ გამოვძვრებით. მკითხველები, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენთვის უფლის გამოგზავნილი ანგელოზები არიან. მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ. იმედს თქვენ არ გვაკარგვინებთ.

***

კურაშიძეების ოჯახს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება სჭირდება! ასეთი გულწრფელი საუბრის შემდეგ, ყველა ჩვენი პრობლემა თითქოს უმნიშვნელო ხდება. შეიძლება შევძრწუნდეთ, თუ რატომ უგზავნით მათ განგება ამდენ განსაცდელს, მაგრამ ფიქრს მოქმედება სჯობს! თუ რამის შეცვლა, გამოსწორება, ან გამოსავლის შეთავაზება შეგიძლიათ – დაუყოვნებლივ დაურეკეთ მათ! მადლობას გიხდით სწრაფად რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ დასახმარებლად ყოველთვის პირველები მოდიხართ!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღება რამდენიმე წამით ჩვენს FB პოსტებზე გადაიტანეთ; ან დაურეკეთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძლეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კურაშიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:

https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს – ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

თარიღი
სახელი
თანხა
სტატუსი
2020 ნოე 05
პროდუქტები
249.98₾
2020 ნოე 27
მედიკამენტები
300.85₾
2020 ნოე 30
ფონდის ზედნადები ხარჯები
530.00₾
2020 დეკ 01
პროდუქტები
199.43₾
2020 დეკ 09
პროდუქტები
299.80₾
2020 დეკ 16
მედიკამენტები
105.89₾
2020 დეკ 21
მედიკამენტები
97.38₾
2020 დეკ 28
ლეპტოპი
950.00₾
2021 აგვ 04
პროდუქტები
78.00₾
2021 აგვ 24
პროდუქტები
67.01₾
2021 სექ 16
მედიკამენტები
504.28₾
2021 ნოე 01
ტელევიზორი
655.00₾

სულ ხარჯები:

4037.62₾

დატოვა:

0₾
შემოწირულობის გაღება
თანხა
ია ჩაფიძე
30.10.2021 20:00:00
₾5.00
ი/მ თამაზ აივაზოვი
30.10.2021 20:00:00
₾20.00
დავით გელენიძე
30.10.2021 20:00:00
₾10.00
სალომე მელაძე
30.10.2021 20:00:00
₾1.00
მაია ჩაკვეტაძე
29.10.2021 20:00:00
₾50.00
მარინე მამულია
30.09.2021 20:00:00
₾5.00
ოშაყმაშვილი გოჩა
29.09.2021 20:00:00
₾3.00
ოშაყმაშვილი გოჩა
29.09.2021 20:00:00
₾3.00
სარდალაშვილი ლია
29.09.2021 20:00:00
₾2.00
სალამაძე ილია
27.09.2021 20:00:00
₾5.00
ირაკლი ლომთაძე
23.09.2021 20:00:00
₾20.00
სამარჯიშვილი ზაზა
21.09.2021 20:00:00
₾10.00
ირემაძე გიორგი
20.09.2021 20:00:00
₾40.00
დათიაშვილი ქრისტინე
20.09.2021 20:00:00
₾2.00
მარიამ მომცემლიძე
19.09.2021 20:00:00
₾5.00
ალექსი ზუხბაია
19.09.2021 20:00:00
₾50.00
დიმიტრი გვრიტიშვილი
19.09.2021 20:00:00
₾30.00
მანანა ბეჯიტაშვილი
18.09.2021 20:00:00
₾10.00
გაბუნია რევაზ
18.09.2021 20:00:00
₾10.00
აბრამიშვილი ნიკა
18.09.2021 20:00:00
₾2.00

შემოწირულია:

₾4,037.18

280 დონორი

აირჩიეთ თანხა:

Გადახდის საშუალება:

გამოწერა:

შემოწირულია:

₾4,037.18

280 დონორი

დასრულებული!

მათ ძალიან სასწრაფოდ სჭირდებათ თქვენი დახმარება