ყურადღება! შემდეგი გაჩერება - სიკვდილი!
საბას ველოსიპედმა დედა ინსულტს გადაარჩინა
„ველოსიპედი ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს“, - ამბობს 12 წლის საბა და ზარს აწკრიალებს. - „ეს ახლა პირადად ჩემი საკუთრებაა. ხვეწნა და სხვისგან თხოვება აღარ მიწევს. დიდი ხანია მასზე ვოცნებობდი, მაგრამ არ მეგონა, რომ სურვილი ამისრულდებოდა. ჩვენ არასდროს გვიმართლებდა“.
„მე კი ვიცოდი, რომ უკეთესის იმედი და კეთილი ხალხის რწმენა უნდა გვქონოდა“, - ერთვება საუბარში მისი და, 14 წლის თათია. „ონლაინ სწავლების მრავალი თვე გავაცდინეთ, მაგრამ ლეპტოპი გვაჩუქეს და ახლა გაკვეთილებზე დასწრება შეგვიძლია. ყველას გულითად მადლობას ვუხდი, ვინც ჩვენს ცხოვრებაში წვლილი შეიტანა. ძალიან გვიყვარხართ!“
კურაშიძეების რთული მდგომარეობის შესახებ დავწერეთ პოსტში: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/
მათ საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნიათ. თამარმა, ორი შვილის დედამ, ორი ინსულტი გადაიტანა. საბას დიაბეტი აქვს... და რეალურად რომ შევხედოთ, მსგავსი პრობლემები ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ გვარდება; მაგრამ თქვენ, ჩვენო მკითხველებო, თქვენი ყურადღებითა და სიყვარულით ამ ოჯახს მიეცით იმედი - ის ხავსი, რომელსაც ისინი გაჭირვებისა და უბედობის მღვრიე მორევში უნდა მოეჭიდონ. თამარს და ბავშვებს კვლავ გავესაუბრეთ, რათა გაგვეგო, როგორ წარიმართა მათი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ.

„დღემდე მხოლოდ თქვენი წყალობით მოვედით, - ამბობს თამარი. - საკუთარი არაფერი გაგვაჩნია. მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ხალხი ბედის ანაბარა არ მიგვატოვებს. ჩვენს ამბავს ამხელა გამოხმაურება რომ მოყვა, ცრემლები წამომივიდა. ამ ცრემლების ნამდვილად არ მრცხვენია. ჩვენ ხომ სიხარულს გადავეჩვიეთ, გადავეჩვიეთ ყველაფერ კარგს, თითქოს ის ცხოვრებისგან არც კი გვეკუთვნოდა; თითქოს დაბადებიდანვე შუბლზე გვაწერია, რომ უბედურები უნდა ვიყოთ. ღმერთო, მაპატიე ჩემი სასოწარკვეთა და უიმედობა... მაგრამ ნახეთ, რამდენი კარგი ადამიანია! ისინი ფულსაც გვირიცხავდნენ და სურსათით და წამლებითაც დაგვეხმარნენ.

– ჩვენი მკითხველებიდან ვინ გაიცანით და პირადად ვისთან გქონდათ ურთიერთობა?
თამარი: თბილისიდან ერთი ძალიან კეთილი ქალი, ინა ჩამოვიდა და ჩემს ბიჭს ველოსიპედი ჩამოუტანა, ბავშვებს კი უამრავი ტანსაცმელი, თანაც ყველაფერი ახალი: საბუნას - სპორტული შარვალი, ნაქსოვი ზედები, წინდები. თათიას - ჯემპრები და პერანგები; მე 200 ლარი მაჩუქა და სურსათი გადმომცა: ფქვილი, მცენარეული ზეთი, კარტოფილი და ა.შ. სიტყვები არ მყოფნის მადლობის სათქმელად!
ერთ დღეს საბერძნეთიდან ემიგრანტმა ქალმა დარეკა, მაკად გაგვეცნო. მესენჯერში ვისაუბროთო, შემომთავაზა. მაშინვე იგრძნო, დათრგუნული რომ ვიყავი და ჩემი დამშვიდება და დაიმედება სცადა. ბევრი თბილი და საჭირო სიტყვა მითხრა. მაკამ თათიას სპორტული ფეხსაცმელები და ჟაკეტი გამოუგზავნა. ჟაკეტი ცოტა დიდია, მაგრამ ლამაზია და კარგი ხარისხის. სამომავლოდ გადავინახეთ. გარდა ამისა, მაკამ 100 ლარი და ტკბილეულიც გამოგზავნა.
თათია (14 წლის): ინამ თავისი ტელეფონის ნომერი დაგვიტოვა და გვითხრა, რომ შეგვიძლია მას ნებისმიერ დროს დავურეკოთ. საოცარი ქალია! ასევე, მინდა მაკას საჩუქრებისთვის და მორალური მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო.
– საბა, შენი ველოსიპედი უკვე გამოსცადე? ერთ ჯერზე რა მანძილს გადიხარ?
საბა (12 წლის): სანამ აცივდებოდა, ორი თვე ვსეირნობდი. შორს არ მივდივარ, დედამ რომ არ ინერვიულოს. ვცდილობ, სახლის გარშემო ვიტრიალო; სადღაც სამი კილომეტრი გამოდის. როგორც კი დათბება, ისევ ველოსიპედით გავალ ქუჩაში. ისეთი მაგარია! რომ დააქროლებ, თავისუფლებას გრძნობ! თქვენ იცით ველოსიპედის ტარება?
– დიახ, ბავშვობიდან. ველოსიპედი - ეს მთელი სამყაროა. კარგად მესმის, რასაც საჭესთან გრძნობ.
საბა: სევდიან რამეებზე არ ვფიქრობ და მგონია, რომ ყველაფერი შეიძლება კარგად იყოს. დედა ხშირად ამბობს, რომ დღესასწაულები ჩვენთვის არ შექმნილა, რომ ჩვენ ამისთვის არ გვცალია. ამ ახალ წელსაც მხოლოდ შემწვარი კარტოფილი გვქონდა. მაგრამ ჩვენ იმდენი სასუსნავი და ტკბილეული მოგვიტანეს, რომ არ მინდა, ასე ვიფიქრო.
– იცი, როგორ ხდება ხოლმე? ზოგჯერ ჩვეულებრივი დღე შეიძლება დღესასწაულად იქცეს, დღესასწაული კი ერთ ჩვეულებრივი დღედ. გისურვებ უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გქონოდეს!
თამარი: ყველასთვის ვლოცულობ, ვინც ჩვენ მიმართ ზრუნვა გამოიჩინა. დაე, გაჭირვება არასოდეს ენახოთ! ღმერთმა დაიფაროს ისინი ჩვენნაირი გამოცდილებისგან. ყველა გულკეთილ ადამიანს ბარაქას, ბედნიერებას და ჯანმრთელობას ვუსურვებ!

– ადგილობრივი ხელისუფლება საცხოვრებლის საკითხის მოსაგვარებლად რამეს აკეთებს?
თამარი: საერთოდ არაფერს. თავს გვაჩვენებენ, თითქოს ჩვენი მდგომარეობით ინტერესდებიან და დასახმარებლად მზად არიან; საქმით კი არარეალურ წინადადებებს გვთავაზობენ; რასაც ჰქვია - თავიდან გვიშორებენ. ახმეტის რაიონის გამგეობამ ყოფილი სკოლის შენობა შემოგვთავაზა, მიწის იატაკით და ჩაუსმელი ფანჯრებით. იატაკი ჩვენ თვითონ უნდა დავაგოთ და ფანჯრებიც ჩვენ უნდა ჩავსვათ. მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო. ღმერთო, ჩვენ საერთოდ არაფერი გაგვაჩნია! ნუთუ ეს ხალხი ვერ ხვდება? ზამთარში სიცივისგან რომ არ მოვმკვდარიყავით, რუსთავში მოგვიწია გადასვლა. შეშა არ გვქონდა და ღუმელს ვერ ვანთებდით. აქ სოფლიდან ჩამოგვიყვანეს ნაცნობებმა, ორი თვის წინ, მაგრამ ჩვენ მარადიული მოხეტიალეები ვართ. ბინის ქირის - 370 ლარის გადახდის დრო რომ მოდის, ფული თითქმის აღარ გვაქვს. გაზის გადასახადი 100 ლარია, შუქის - 84 ლარი. მალე ბინის დაცლა მოგვიწევს და პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში აღმოვჩნდებით. (ტირის.) სოფელში დაბრუნებაც დიდი პრობლემაა, რადგან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ მუშაობს, კერძო მძღოლები კი 350 ლარს ითხოვენ.
– ჩვენი პოსტების მიზანი რეალური დახმარებაა. თქვენ უკვე გქონდათ შესაძლებლობა, რომ ამაში თავად დარწმუნებულიყავით. თუკი მოგვიყვებით, რა პრობლემები დაგრჩათ, ჩვენი მკითხველები განზე არ დადგებიან.
თამარი: ღმერთმა დაგლოცოთ ყველა! თითქოს რაც ავად ვიყავით, საკმარისი არ იყო... ჩემს გოგონას, თათიას, კაპილარების დაავადება აღმოაჩნდა. (ტირის.) ბავშვი ცუდად გახდა და ხუთი დღით იაშვილის კლინიკაში დააწვინეს. ექიმებმა - შინაგანი სისხლდენააო. ახლა თათია სახლში მკაცრ დიეტაზეა, მაგრამ ლამისაა ჭკუიდან გადავიდე, რადგან შეიძლება ყველაფერი გაუმეორდეს. რით შევძლებ მის დახმარებას? ეს ჩვენი არანორმალური ცხოვრების შედეგია.
– თავს როგორ გრძნობ, პატარავ?
თათია: დროდადრო მუცლის ტკივილი მაწუხებს. თუ არაფერი მტკივა, ონლაინ გაკვეთილებზე შევდივარ. დიეტა დამინიშნეს; თხევადი საკვები, წვნიანები უნდა ვჭამო. რვა საათის მერე საერთოდ აღარაფერი შეიძლება, წყალიც კი. წამლებს არ ვსვამ, რადგან საშუალება არ გვაქვს.
თამარი: მხოლოდ თქვენი ფონდის წყალობით შევძელი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ინსულტის სამკურნალო წამლები მიმეღო. ახლა ყველაფერი გამითავდა... ჩემს საწყალს გოგონასაც ვერაფერს ვყიდულობ.
თათია: დე, გეხვეწები, დამშვიდდი. ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთმა კეთილი ხალხი გამოგვიგზავნა. მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით ყველა პრობლემა მოგვარდება; მჯერა, რომ გამოვძვრებით. მკითხველები, რომლებიც გვეხმარებიან, ჩვენთვის უფლის გამოგზავნილი ანგელოზები არიან. მათ სხვას ვერაფერს ვუწოდებ. იმედს თქვენ არ გვაკარგვინებთ.
***
კურაშიძეების ოჯახს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება სჭირდება! ასეთი გულწრფელი საუბრის შემდეგ, ყველა ჩვენი პრობლემა თითქოს უმნიშვნელო ხდება. შეიძლება შევძრწუნდეთ, თუ რატომ უგზავნით მათ განგება ამდენ განსაცდელს, მაგრამ ფიქრს მოქმედება სჯობს! თუ რამის შეცვლა, გამოსწორება, ან გამოსავლის შეთავაზება შეგიძლიათ - დაუყოვნებლივ დაურეკეთ მათ! მადლობას გიხდით სწრაფად რეაგირებისთვის და იმისთვის, რომ დასახმარებლად ყოველთვის პირველები მოდიხართ!
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, ყურადღება რამდენიმე წამით ჩვენს FB პოსტებზე გადაიტანეთ; ან დაურეკეთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი გაჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, გააგრძლეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კურაშიძეების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/628-kurashidze/.
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 ნოე 1 | ტელევიზორი | 655 | transferred |
2021 სექ 16 | მედიკამენტები | 504.28 | transferred |
2021 აგვ 24 | პროდუქტები | 67.01 | transferred |
2021 აგვ 4 | პროდუქტები | 78 | transferred |
2020 დეკ 28 | ლეპტოპი | 950 | transferred |
2020 დეკ 21 | მედიკამენტები | 97.38 | transferred |
2020 დეკ 16 | მედიკამენტები | 105.89 | transferred |
2020 დეკ 9 | პროდუქტები | 299.8 | transferred |
2020 დეკ 1 | პროდუქტები | 199.43 | transferred |
2020 ნოე 30 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 530 | paid |
2020 ნოე 27 | მედიკამენტები | 300.85 | transferred |
2020 ნოე 5 | პროდუქტები | 249.98 | transferred |
სულ ხარჯი: 4,037.62 ₾
დარჩა 0 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
31.10.2021 00:00:00 | ია ჩაფიძე | 5 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | ი/მ თამაზ აივაზოვი | 20 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | დავით გელენიძე | 10 | Transfer to account |
31.10.2021 00:00:00 | სალომე მელაძე | 1 | Transfer to account |
30.10.2021 00:00:00 | მაია ჩაკვეტაძე | 50 | Transfer to account |
01.10.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
30.09.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 3 | Transfer to account |
30.09.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 3 | Transfer to account |
30.09.2021 00:00:00 | სარდალაშვილი ლია | 2 | Transfer to account |
28.09.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 5 | Transfer to account |
24.09.2021 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
22.09.2021 00:00:00 | სამარჯიშვილი ზაზა | 10 | Transfer to account |
21.09.2021 00:00:00 | ირემაძე გიორგი | 40 | Transfer to account |
21.09.2021 00:00:00 | დათიაშვილი ქრისტინე | 2 | Transfer to account |
20.09.2021 00:00:00 | მარიამ მომცემლიძე | 5 | Transfer to account |
20.09.2021 00:00:00 | ალექსი ზუხბაია | 50 | Transfer to account |
20.09.2021 00:00:00 | დიმიტრი გვრიტიშვილი | 30 | Transfer to account |
19.09.2021 00:00:00 | მანანა ბეჯიტაშვილი | 10 | Transfer to account |
19.09.2021 00:00:00 | გაბუნია რევაზ | 10 | Transfer to account |
19.09.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
19.09.2021 00:00:00 | კანდელაკი სანდრო | 1.39 | Transfer to account |
19.09.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 10 | Transfer to account |
18.09.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
18.09.2021 00:00:00 | ლიკა გიგინეიშვილი | 2 | Transfer to account |
17.09.2021 00:00:00 | ბირჩაძე ლაშა | 5 | Transfer to account |
17.09.2021 00:00:00 | ცომაია თორნიკე | 5 | Transfer to account |
17.09.2021 00:00:00 | მაია მორჩილაძე | 10 | Transfer to account |
16.09.2021 00:00:00 | მარიამ მანგიაშვილი | 10 | Transfer to account |
16.09.2021 00:00:00 | ნადირაძე ნინო | 3 | Transfer to account |
16.09.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
15.09.2021 09:08:03 | ანონიმი | 30 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.09.2021 00:00:00 | გურამ სვანიძე | 5 | Transfer to account |
15.09.2021 00:00:00 | ირაკლი ცეცხლაძე | 10 | Transfer to account |
15.09.2021 00:00:00 | ბესიკ კარბელაშვილი | 30 | Transfer to account |
15.09.2021 00:00:00 | ნათია რაჭველიშვილი | 1 | Transfer to account |
14.09.2021 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 5 | Transfer to account |
14.09.2021 00:00:00 | თეონა მჟავანაძე | 10 | Transfer to account |
14.09.2021 00:00:00 | ირმა თხელია | 10 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | მელიქიშვილი ხვიჩა | 5 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | ორბელაძე ლევან | 10 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | ლოლაძე რევაზ | 5 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | ბექა ბაღათურია | 5 | Transfer to account |
13.09.2021 00:00:00 | ნინო მიჩილაშვილი | 10 | Transfer to account |
12.09.2021 00:00:00 | თენგიზ თოფჩიშვილი | 100 | Transfer to account |
12.09.2021 00:00:00 | დავითი გოგშელიძე | 50 | Transfer to account |
12.09.2021 00:00:00 | დავითი გოგშელიძე | 50 | Transfer to account |
12.09.2021 00:00:00 | ნანუკა ყულიშვილი | 5 | Transfer to account |
12.09.2021 00:00:00 | გივი გარდავაძე | 20 | Transfer to account |
11.09.2021 00:00:00 | ნიკოლეიშვილი ზაალი | 20 | Transfer to account |
11.09.2021 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
11.09.2021 00:00:00 | ბოჭორიძე ნანი | 5 | Transfer to account |
11.09.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
11.09.2021 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
10.09.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
10.09.2021 00:00:00 | ბოლქვაძე დარინა | 3 | Transfer to account |
10.09.2021 00:00:00 | ძაძამია ამირან | 10 | Transfer to account |
10.09.2021 00:00:00 | გელა ღუნაშვილი | 15 | Transfer to account |
10.09.2021 00:00:00 | გიორგი კუჭაშვილი | 10 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | სოფიო მაკარიძე | 5 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | ანა ხანდამიშვილი | 5 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | ვალერი გამდლიშვილი | 50 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
09.09.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
08.09.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Transfer to account |
08.09.2021 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
08.09.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
08.09.2021 00:00:00 | მარიამ კაკაბაძე | 10 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ჯაბა ხაჭაპურიძე | 30 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | დავით სამხარაშვილი | 5 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ილია სალამაძე | 3 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ალექსი ზუხბაია | 50 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 10 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | დიმიტრი ხანიშვილი | 5 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ცირა ჯამაკაშვილი | 5 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | პაატა აბულაძე | 10 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Transfer to account |
07.09.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 15 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | ეკატერინე თეთრაძე | 2 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | გიორგი ნოზაძე | 1 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | ლევან კობაიძე | 5 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 20 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
06.09.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 15 | Transfer to account |
24.08.2021 00:00:00 | გიორგი მანჩხაშვილი | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | სოფიკო მეძველია | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | მრ. ანუჩა კაევკონგ | 1 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | კელენჯერიძე ნინო | 2 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ოთარი ოთარაშვილი | 10 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ელენი ფცქიალაძე | 2 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | სოფიკო ექვთიმიშვილი | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ლია გობეჩია | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ვერონიკა მაისურაძე | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ბულაური ნინო | 10 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | კუტივაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | ოჩიგავა ანა მარია | 5 | Transfer to account |
23.08.2021 00:00:00 | დავით ჭაჭიაშვილი | 5 | Transfer to account |
03.08.2021 00:00:00 | წაწალაშვილი ეკატერინე | 5 | Transfer to account |
03.08.2021 00:00:00 | ახალაძე თამარი | 3 | Transfer to account |
03.08.2021 00:00:00 | საბინა ზაქარაძე | 15 | Transfer to account |
03.08.2021 00:00:00 | რამაზ დეკანაძე | 2.7 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ბუაძე გიორგი | 5 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | დევნოზაშვილი ავთანდილ | 5 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ბუაძე გიორგი | 3 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ზარდალიშვილი დავით | 1 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ნათია რაჭველიშვილი | 1 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | გვანცა უჩიძე | 4 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ფატი ძოწენიძე | 10 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | ხათუნა ბაჯელიძე | 10 | Transfer to account |
02.08.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
20.06.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
24.05.2021 00:00:00 | უჩა ფუხაშვილი | 1 | Transfer to account |
31.12.2020 00:00:00 | ტერმინალი | 6.5 | Transfer to account |
28.12.2020 00:00:00 | ფირცხალავა ლუკა | 0.15 | Transfer to account |
27.12.2020 00:00:00 | რატიანი დავით | 10 | Transfer to account |
25.12.2020 00:00:00 | ჯოხაძე ნიკა | 10 | Transfer to account |
24.12.2020 00:00:00 | ირაკლი ლომთაძე | 20 | Transfer to account |
06.12.2020 00:00:00 | გვანცა კეღოშვილი | 1 | Transfer to account |
16.11.2020 00:00:00 | ოშაყმაშვილი გოჩა | 1 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 1 | Transfer to account |
11.11.2020 00:00:00 | ალექს მძინარაშვილი | 20 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | თეონა ღოლოძე | 20 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
10.11.2020 00:00:00 | გიორგი ლორთქიფანიძე | 20 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | გიორგი | 5 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | ქოქიაშვილი ქეთევან | 10 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | აბულაძე არჩილ | 20 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | ბაკურ უტარაშვილი | 10 | Transfer to account |
09.11.2020 00:00:00 | თურმანიძე გოჩა ამირანის ძე | 7 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ნატა ავსაჯანიშვილი | 5 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ნინო სიხარულიძე | 10 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ნინო რამიშვილი | 3 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ეკატერინე ხალილი | 20 | Transfer to account |
07.11.2020 00:00:00 | ნინო მშვიდობაძე | 20 | Transfer to account |
06.11.2020 00:00:00 | ივანიძე მარინე | 5 | Transfer to account |
06.11.2020 00:00:00 | მიმდინარე, 12002001500 | 5 | Transfer to account |
06.11.2020 00:00:00 | გიორგი ვარდანაშვილი | 10 | Transfer to account |
05.11.2020 15:47:29 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
04.11.2020 00:00:00 | მიქაუტაძე თამარ | 5 | Transfer to account |
04.11.2020 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 20 | Transfer to account |
03.11.2020 00:00:00 | ხათუნა დევნოზაშვილი | 5 | Transfer to account |
02.11.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
31.10.2020 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Transfer to account |
30.10.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
30.10.2020 00:00:00 | კუჭავა ანა | 10 | Transfer to account |
30.10.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
29.10.2020 17:36:13 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
29.10.2020 00:00:00 | ქირია ალექსანდრე | 100 | Transfer to account |
29.10.2020 00:00:00 | სვანიშვილი დოდო | 20 | Transfer to account |
28.10.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
28.10.2020 00:00:00 | ჯოხაძე ნუცა | 1 | Transfer to account |
28.10.2020 00:00:00 | ელენე ჯვარიძე | 5 | Transfer to account |
28.10.2020 00:00:00 | ალიმი ხერხაძე | 5 | Transfer to account |
27.10.2020 00:00:00 | ჯახუა ნინო | 5 | Transfer to account |
26.10.2020 00:00:00 | ანტონ ბალანჩივაძე | 10 | Transfer to account |
26.10.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
26.10.2020 00:00:00 | სოსელია ნატა | 10 | Transfer to account |
26.10.2020 00:00:00 | გიორგი შონია | 10 | Transfer to account |
26.10.2020 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 2 | Transfer to account |
24.10.2020 00:00:00 | რევაზ ბერიძე | 20 | Transfer to account |
23.10.2020 23:27:25 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.10.2020 00:00:00 | ბიძინაშვილი უჩა | 3.5 | Transfer to account |
21.10.2020 00:00:00 | ალაყულაშვილი მაშო | 5 | Transfer to account |
21.10.2020 00:00:00 | შენგელია გიორგი | 20 | Transfer to account |
21.10.2020 00:00:00 | ლაშა კოპალეიშვილი | 50 | Transfer to account |
21.10.2020 00:00:00 | მარიკა ცერცვაძე | 3 | Transfer to account |
20.10.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
20.10.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Transfer to account |
20.10.2020 00:00:00 | გვანცა არღვლიანი | 5 | Transfer to account |
20.10.2020 00:00:00 | ქეთევან სტვილია | 40 | Transfer to account |
20.10.2020 00:00:00 | ნინო გეჯაძე | 20 | Transfer to account |
19.10.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
19.10.2020 00:00:00 | კვერნაძე სალომე | 10 | Transfer to account |
18.10.2020 11:10:19 | ანონიმი | 50 | VISA, MasterCard (Geopay) |
17.10.2020 00:00:00 | ტერმინალი | 100 | Transfer to account |
16.10.2020 00:00:00 | მეიფარიანი დავით | 20 | Transfer to account |
16.10.2020 00:00:00 | მალვინა გევორქიანი | 3 | Transfer to account |
16.10.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
15.10.2020 02:11:11 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.10.2020 00:00:00 | ხუციშვილი გიორგი | 3 | Transfer to account |
15.10.2020 00:00:00 | გიორგი თხელიძე | 50 | Transfer to account |
15.10.2020 00:00:00 | მამუკა მუჯირი | 30 | Transfer to account |
14.10.2020 00:00:00 | ი/მ დავით ღლონტი | 5 | Transfer to account |
13.10.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
13.10.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
13.10.2020 00:00:00 | ფირცხალაიშვილი ნინო | 5 | Transfer to account |
13.10.2020 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
13.10.2020 00:00:00 | ნიკოლოზ ნადირაშვილი | 10 | Transfer to account |
12.10.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 14 | Transfer to account |
12.10.2020 00:00:00 | დეკანოზიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
12.10.2020 00:00:00 | გიორგი მწყერაშვილი | 30 | Transfer to account |
12.10.2020 00:00:00 | ანრი ალანია | 1.44 | Transfer to account |
12.10.2020 00:00:00 | ზურაბ მიქაია | 5 | Transfer to account |
10.10.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
09.10.2020 00:00:00 | გიორგი მწერაშვილი | 30 | Transfer to account |
09.10.2020 00:00:00 | სამხარაშვილი დავით | 5 | Transfer to account |
09.10.2020 00:00:00 | ბექა ხაბულიანი | 15 | Transfer to account |
09.10.2020 00:00:00 | მიხეილ დემეტრაშვილი | 20 | Transfer to account |
08.10.2020 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
07.10.2020 11:26:03 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
07.10.2020 00:00:00 | გაფრინდაშვილი გიორგი | 2 | Transfer to account |
06.10.2020 15:38:35 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
06.10.2020 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
06.10.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
05.10.2020 00:00:00 | ტოხვაძე თათული | 5 | Transfer to account |
05.10.2020 00:00:00 | მეტონიძე დავით | 5 | Transfer to account |
04.10.2020 00:00:00 | დიმიტრი ჩხეიძე | 200 | Transfer to account |
03.10.2020 00:00:00 | სოფიო მიხანაშვილი | 5 | Transfer to account |
03.10.2020 00:00:00 | ლაშა ჯინჭარაძე | 100 | Transfer to account |
02.10.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
02.10.2020 00:00:00 | სოზიაშვილი შალვა | 50 | Transfer to account |
02.10.2020 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 50 | Transfer to account |
02.10.2020 00:00:00 | მაგდა ჟორჟოლიანი | 5 | Transfer to account |
01.10.2020 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 3 | Transfer to account |
01.10.2020 00:00:00 | ბონდო ცაგურიშვილი | 1 | Transfer to account |
30.09.2020 23:08:46 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
30.09.2020 12:41:30 | ანონიმი | 5 | VISA, MasterCard (Geopay) |
30.09.2020 00:00:00 | მარგალიტაშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
30.09.2020 00:00:00 | კუტუბიძე მარიამ | 5 | Transfer to account |
30.09.2020 00:00:00 | ირმა გვარაძე | 25 | Transfer to account |
30.09.2020 00:00:00 | დავით კანკავა | 10 | Transfer to account |
29.09.2020 21:33:55 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
29.09.2020 11:09:27 | ანონიმი | 1 | VISA, MasterCard (Geopay) |
29.09.2020 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
29.09.2020 00:00:00 | განჩაროვა მარგალიტა | 1 | Transfer to account |
29.09.2020 00:00:00 | აბაშიძე ირაკლი | 10 | Transfer to account |
29.09.2020 00:00:00 | საამიშვილი თამარ | 1 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ანუაშვილი ელენე | 20 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ხრიკაძე ნოდარი | 5 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ხაჯიშვილი მარიკა | 20 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | დეკანოზიშვილი გიორგი | 10 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 100 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ნელი ნაცვლიშვილი | 20 | Transfer to account |
28.09.2020 00:00:00 | ზვიად ჯარიაშვილი | 3 | Transfer to account |
27.09.2020 13:49:14 | ანონიმი | 10 | PayGe (VISA, MasterCard) |
27.09.2020 00:00:00 | ნიკოლოზ დარჩაშვილი | 3 | Transfer to account |
26.09.2020 00:00:00 | ნატო ღვინეფაძე | 1 | Transfer to account |
26.09.2020 00:00:00 | ანდრო ათოშვილი | 15 | Transfer to account |
25.09.2020 00:00:00 | ვენეცკი ნინო | 50 | Transfer to account |
25.09.2020 00:00:00 | თამარ კობიაშვილი | 20 | Transfer to account |
24.09.2020 22:55:48 | ანონიმი | 100 | VISA, MasterCard (Geopay) |
24.09.2020 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Transfer to account |
23.09.2020 01:56:54 | ანონიმი | 5 | PayGe (VISA, MasterCard) |
23.09.2020 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
23.09.2020 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 3 | Transfer to account |
23.09.2020 00:00:00 | ქებურია კახაბერ | 7 | Transfer to account |
23.09.2020 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
23.09.2020 00:00:00 | თამარი ნაკაიძე | 14 | Transfer to account |
22.09.2020 22:40:35 | ანონიმი | 20 | PayGe (VISA, MasterCard) |
22.09.2020 18:34:20 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
22.09.2020 16:24:22 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
22.09.2020 16:15:03 | ანონიმი | 10 | VISA, MasterCard (Geopay) |
22.09.2020 00:00:00 | დობორჯგინიძე მეგი | 20 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | დავით ხოშტარია | 1 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | სახიბ მამედოვი | 5 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ანი თვალაბეიშვილი | 10 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | სალომე კახნიაშვილი | 5 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ლუკა ადამია | 5 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ლევან ტატიშვილი | 3 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ერეკლე კაჭახიძე | 3 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ნელი კუხალაშვილი | 1 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ოთარი აბდალაძე | 10 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ეკატერინე დედანაშვილი | 5 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | თოიძე თამთა | 1 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ელენე დარსაველიძე | 5 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | გოჩიაშვილი ლევან | 10 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | თუმანიშვილი შალვა | 1 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | სულაშვილი გიორგი | 16 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ნინო ნანობაშვილი | 20 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | ი/მ ალექსანდრე ფანცულაია | 2 | Transfer to account |
22.09.2020 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 4,037.18 ₾
დარჩა 0 ₾
მსგავსი პროექტები:
|